მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სახელმწიფო გრანტები

არასამთავრობო ორგანიზაციების გამოწვევა - ორგანიზაციული და ფინანსური მდგრადობა კომპლექსური ფენომენია და არასამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო კანონმდებლობასთან ერთად გულისხმობს სახელისუფლო დაფინანსების მექანიზმების დანერგვასა და განვითარებას.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი მუშაობს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს გაუმჯობესებაზე. 2008 წელს ინსტიტუტმა შეიმუშავა სახელმწიფო გრანტების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავდა გრანტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების, სახელმწიფო გრანტების შესახებ ახალი კანონის მიღებას, პრეზიდენტის მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცებასა (დებულება) და ცვლილებებს ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონებში. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა აღნიშნულ საკითხებზე მოაწყო განხილვები მესამე სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენელებთან .

2011 წლის ოქტომბერში პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები გრანტების შესახებ საქართველოს კანონში. ხსენებულ კანონს გრანტის გამცემ სუბიექტად დაემატა "საქართველოს სამინისტრო."

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან თანამშრომლობით პირველმა შეიმუშავა გრანტის გაცემის წესი, რომელიც 2011 წლის დეკემბრის ბოლოს ბრძანებით დაამტკიცა იუსტიციის მინისტრმა. სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის - ანდრო გიგაურის თქმით, უახლოეს მომავალში საგრანტო კონკურსები გამოცხადდება ისეთ პროექტებზე, როგორებიც არის ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისათვის რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციისთვის საჭირო სერვისების შეთავაზება.