მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

შეხვედრები რეგიონებში: საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საზოგადოება

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით 31 იანვარს ბათუმში,1 თებერვალს ზუგდიდში და 3 თებერვალს ოზურგეთში გაიმართა ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ჟურნალისტების შეხვედრა თემაზე: საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საზოგადოება, გამოწვევები და პერსპექტივები.

შეხვედრის მიზანია იყო საზაგადოებრივი ორგანიზაციების ეფექტურობის ზრდის და საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

შეხვედრაზე გამოცხადდება კონკურსი რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის თემაზე: "სამოქალაქო აქტივობა!" კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს: სამოქალაქო აქტივობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის და მოქალაქეთა ინიციატივების უფრო თართოდ და ღრმად გაშუქებას.

აგრეთვე, შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა რეგიონალური ბეჭდური მედიის მონიტორინგის წინასწარი მოკლე შედეგები. მონიტორინგი ხორციელდებოდა რეგიონალურ ბეჭდურ მედიაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და თვითმმართველობის საქმიანობის გაშუქების შესწავლის მიზნით.

გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის საინტერესო საკანონმდებლო სიახლეების შესახებ (არასამეწარმეო იურიდიული პირების დაბეგვრა; სახელმწიფო გრანტები და ა.შ.)

შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია და მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში.