მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

კონკურსი რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის თემაზე: ''სამოქალაქო აქტივობა!''
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის თემაზე: "სამოქალაქო აქტივობა!"

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს: სამოქალაქო აქტივობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის და მოქალაქეთა ინიციატივების უფრო ფართოდ და ღრმად გაშუქებას.

კონკურსი გაიმართება 3 ნომინაციაში:
საუკეთესო საგაზეთო სტატია;
საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი;
საუკეთესო რადიო სიუჟეტი.

გამარჯვებულებს გამოავლენს კომპოტენტური ჟიური.
თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული. გადაეცემა გამარჯვებულის დიპლომი და ფულადი ჯილდო - 1000 ლარის ოდენობით.
ჟიურის გადაწყვეტილებით გაიცემა მეორე (500 ლარი) და წამახალისებელი პრემიები.

კონკურსის პირობები:
მასალები წარმოდენილი უნდა იყოს შემდეგი სახით:
სატელევიზიო სიუჟეტი - CD-ზე ან DVD-ზე;
რადიო სიუჟეტი - CD-ზე ან DVD-ზე;
სტატია - გაზეთი ან ჟურნალი, რომელშიც დაიბეჭდა სტატია

საკონკურსო მასალები გამოქვეყნებული უნდა იყოს 2011 წლის ნოემბრიდან - 2012 წლის მარტამდე.

საკონკურსო მასალები მიიღება 1 მარტიდან - 30 მარტამდე.

კონკურსის მონაწილეებმა საკონკურსო მასალა უნდა წარმოადგინონ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ოფისში, მისამართზე: ქ, თბილისი, 26 მაისის მოედანი V სართული, ტელ. 2 36 36 00, 599 759 724
Mail: temuri@civilin.org
ვებ-გვერდი: www.civilin.org