მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

შეხვედრა საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით
2011 წლის 22 მარტს "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" ოფისში გაიმართა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით. შეხვედრის მიზანი იყო, შემუშავებულიყო გადაჭრის გზები იმ საგადასახადო პრობლემებისა, რომლებიც აბრკოლებენ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ მდგრადობას.

შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" მიერ მომზადებული კანონპროექტები, საქართველოს საგადასახადო კოდესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს:

  • არასამეწარმეო იურიდული პირების გათავისუფლებას საშემოსავლო გადასახადის დაკავების ვალდებულებისაგან, როდესაც ისინი ფიზიკურ პირებს გადასცემენ 1000 ლარამდე ღირებულების ქონებას, მოხალისეებს უნაზღაურებენ შესასრულებელ სამუშაოსთან დაკავშირებულ ხარჯებს და ა.შ.;
  • ტერმინ "შემოწირულობის" განმარტებას საგადასახადო კოდექსში;
  • "არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში უსასყიდლოდ მიღებული მომსახურებების მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას;
  • ბიზნეს ორგანიზაციებისათვის შესაძლებლობის მიცემას, რომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითონ საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის გადაცემული შემოწირულობის ღირებულება და ა.შ.
შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად მოიწონეს შემუშავებული კანონპროექტები და შეთანხმდნენ, გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა იმ საგადასახადო საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც დაბრკოლებებს უქმნიან არასამთავრობო ორგანიზაციებს.