მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

''ჩაერთე შენი სოფლის, ქალაქის, ქვეყნის მართვაში''
პროექტის შედეგების პრეზენტაცია
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" ფინალური ღონისძიება გაიმართა ევროპის სახლში, 15 მარტს. პროექტს სამი წლის განმავლობაში რეგიონულ პარტნიორებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი; ატაშე ოლივერ რაისნერი; რეგიონული განვითარებისა და ინსფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მამუკა ვაწაძე; რეგიონული პარტნიორები, თვითმმართველობების წარმომადგენლები და ა.შ.

შეხვედრაზე სტუმრებმა თვითმართველობის არსზე და მმართველობის სხვა ფორმებთან შედარებით მის უპირატესობაზე ისაუბრეს. რეგიონული განვითარებისა და ინსფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თავის მხრივ ხაზი გაუსვა რეგიონული განვითარების მნიშვნელობას ზოგადად ქვეყნის განვითარების საქმეში, ელჩმა კი აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმართველობა უნდა ეფუძნებოდეს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს. თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობის პროექტის მთავარი კომპონენტები იყო: თვითმმართველობის, საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობისთვის ინსტიტუციური მექანიზების შექმნა, თვითმმართველობების დიალოგი მოსახლეობასთან და საზოგადეობის გააქტიურება.

პროექტი საქართველოს 4 რეგიონში, კახეთში, შიდა ქართლში, გურიასა და აჭარაში ხორციელდებოდა. პროექტის ფარგლებშიც შეირჩა სოფლის 151 დილერი, რომლებიც სოფლის/თემის ინტერესების დამცველნი და წარმომამდგენლები არიან ადგილობრივი თვითომმართველობის ორგანოებში. მათ ჩაუტარდათ ტრენინგები ლიდერის უნარ–ჩვევების გასავითრებლად. ასევე თვითმმართველობების ათასამდე თანამშრომელს ჩაუტარდა ტრენინგი სხვადასხვა საკითხებზე; მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის გაიმართა 100–ზე მეტი საჯარო შეხვედრა; მომზადდა გადაცემების ციკლი თვითმმართველობის საკითხებზე რეგიონალურ ტელევიზიებსა და რადიოში, გამოიცა წიგნები თვითმმართველობის თანამშრომლებისთვის და შეიქმნა ადგილობრივი საზოგადოებრივი დარბაზები, რომელთა შემადგენლობაშიც შედიან მოქალაქეები, სამოქალაქო სექტორის ან/და ბიზნესის წარმომადგენლები.

სამწლიანი პროექტის მთავარი მიზანი იყო თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა მის სამქიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გზით. პროექტზე მომუშავე ადამიანები თვლიან, რომ სამი წლის შემდეგ პროექტის მთავარი შედეგი არის ის, რომ "ჩვენ გვყავს უფრო აქტიური, უფრო ინფორმირებული მოქალაქე, რომელიც თუნდაც პროექტის დაწყებამდე გვყავდა (...)რაც ყველაზე მთავარია, მოქალაქეებმა გაიზარეს, რომ თვითმმართველობა – ეს თვითონ არიან, რომ თვითმართველობა – ეს ჩვენ ვართ" – ამბობს პროექტის მენეჯერი, გურანდა რომანაძე პროექტის ვიდეო ანგარიშში. შეხვედრაზე ასევე აჩვენეს პროექტის სამწლიანი საქმიანობისა და შედეგების ამსახველი ფილმი (ვიდეო ანგარიში) "თვითმმართველობა – ეს შენ ხარ".