მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში: გამოწვევები და პერსპექტივები
11 აპრილს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ინიციატივით ლიტერატურულ კაფეში შეხვედრა-დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე აჩვენეს ორგანიზაცის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი (ფილმის ჰიპერლინკი), რომელიც ასახავს საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ისტორიას და ტენდენციებს საქართველოში. რა არის სამოქალაქო საზოგადოება, რა როლი შეიძლება ჰქონდეთ საზოგადოების მშენებლობაში საზოგადოებრივ ორგანოზაციებს, რა პრობლემები, გამოწვევები არსებობს ამ მხრივ საქართველოში და რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სწორედ ამ საკითხებზე წარიმართა ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ დონორი და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად გამოიკვეთა ის გარემოება, რომ ორგანიზაციები არ არიან დაფუძნებული წევრობაზე, მათ საქმიანობას არ აქვს მასობრივი ხასიათი. ფილმში გამოკითხულ ადამიანთა უმრავლესობამ არ იცოდა არასამთავრობო ორგანიზაციების არსის შესახებ ან ჰქონდათ ნეგატიური დამოკიდებულება. დაახლოებით მსგავსი სურათი წარმოაჩინა ამ მიმართულებით ჩატარებულმა ერთ-ერთმა ბოლო კვლევამაც. სწორედ ამიტომ დისკუსიაში მონაწილე პირები ხაზს უსვამდნენ ინფორმირებულობის უფრო მაღალი ხარისხის საჭიროებას.

"ან არასამთვრობო სექტორმა უფრო მეტად უნდა იმუშავოს იმ პრობლემებზე, რაც ხალხს პირველ რიგში აინტერესებს (უმუშევრობა, ჯანდაცვა და ა.შ.), ან უკეთესად უნდა დაარწმუნოს ხალხი, რომ მედიის, არჩევნების საკითხებზე მუშაობა ასევე მნიშვნელოვანია და კავშირშია იგივე უკეთეს ჯანდაცვასთან ან უკეთეს განათლების სისტემასთან" - აღნიშნა ფილმში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტიდან, თამარ ქაროსანიძემ. სამოქალაქო საზოგადოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების კიდევ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც ფილმში გამოიკვეთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დამკვიდრებაა. "საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა დავარწმუნოთ ქვეყნის ყველა მოქალაქე, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და არავინ მოვა და მოგვიტანს სიკეთეს, ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა ვმართოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დამკვიდრდეს" - ამბობს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორი ვაჟა სალამაძე. "საზოგადოების ყველა წევრმა უნდა იმოქმედოს როგორც მოქალაქემ და არ ეძებოს პატრონი" - აცხადებს ოლივერ რაისნერი, ევროკავშირის წარმომადგენლობიდან. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა დოკუმენტური ფილმი "სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში" უკვე აჩვენა სხვადასხვა რეგიონში. ამ საკითხებზე შეხვედრა-დისკუსიების გამართვას ინსტიტუტი კვლავ გეგმავს.