მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

შეხვედრები რეგიონებში: საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საზოგადოება
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით 18 ივნისს 12 საათზე, ქ.ლაგოდეხში გაიმართა ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ჟურნალისტების შეხვედრა თემაზე: საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საზოგადოება, გამოწვევები და პერსპექტივები. შეხვედრის მიზანი იყო ხელი შევუწყოთ საზაგადოებრივი ორგანიზაციების ეფექტურობის გაზრდას და საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას.

შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების მდგომარეობას. ფილმის მიზანია, ფართო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს თუ რა როლი და ფუნქცია აქვს ამ სექტორს მთლიანად საზოგადოების ცხოვრებაში და განვითარებაში. როგორ მოვიდა დღემდე, რა ხდება დღეს და რა პერსპექტივები და გამოწვევებია მის წინაშე. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის საინტერესო საკანონმდებლო სიახლეების შესახებ (არასამეწარმეო იურიდიული პირების დაბეგვრა; სახელმწიფო გრანტები და ა.შ.) შეხვედრაზე გაიმართა ძალიან საინტერესო და ცოცხალი დისკუსია, რომელიც შემდეგ გაგრძელდა ადგილობრივი ტელევიზიის (ლტვ-ს) ეთერში, გადაცემა "ქვაკუთხედის" ფარგლებში.