მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სოფლად სიღარიბის დაძლევის მოდელები
"სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში აქტიურად მუშაობს სიღარიბის დაძლევის მიმართულებით. 2005 წლიდან ამ მიმართულებით განხორციელდა არაერთი პროექტი, რომელთა მთავარი ამოცანა იყო სიღარიბის დაძლევისა და დასაქმების ხელშეწყობა როგორც ქალაქად, ასევე სოფლად. 2007 წლიდან ინსტიტუტი აქტიურად ჩაერთო სოფლად სიღარიბის დაძლევის პროგრამების განხორციელებაში.

სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მუშაობა OXFAM GB-ის მიერ დაფინანსებულ ხუთწლიან ინტენსიურ პროგრამაზე, რომლის მთავარი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობით დაკავებული უკიდურეს სიღარიბეში მაცხოვრებელი მოსახლეობის საარსებო პირობების გაუმჯობესება და დასაქმებულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა იყო. პროგრამა განხორციელდა მაღალმთიანი აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში და მიზნად ისახავდა ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტექნოლოგიების შემოღების ხელშეწყობას, სოფლის მეურნეობით დაკავებული ღარიბი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და სასოფლო-სამეურნეო უნარ-ჩვევების განვითარებას.

მოგვიანებით, 2011 წელს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით განახორციელა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდოლოგიით წარმოების სწავლება-დემონსტრირებასა და პოპულარიზაციას მაღალმთიან აჭარაში. მიღწეულ შედეგებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა ერთიანი ტექნოლოგიურ-ადმინისტრაციული მოდელი. აღნიშნული მოდელით შესაძლებელია, სოფლის მეურნეობის წარმოებისას მაქსიმალურად შემცირდეს გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა და ამავდროულად გაუმჯობესდეს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობა, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება გლეხების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

მოცემულ ნაშრომში განხილულია "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" განხორციელებულ პროექტებში გამოყენებული სქემები და მოდელები, რომელთა მეშვეობითაც უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ფერმერების ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ასევე ნაშრომი მოიცავს ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული სხვადასხვა მოდელის ფართო მასშტაბით დანერგვაზე კონკრეტულ წინადადებებს.