მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

კონკურსი რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის თემაზე:
''სამოქალაქო აქტივობა!''

როგორც მოგეხსენებათ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ატარებს კონკურსს რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის თემაზე: "სამოქალაქო აქტივობა!". კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო აქტივობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის და მოქალაქეთა ინიციატივების უფრო ფართოდ და ღრმად გაშუქებას.

კონკურსი გაიმართა 3 ნომინაციაში:
საუკეთესო საგაზეთო სტატია;
საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი;
საუკეთესო რადიო სიუჟეტი.

კონკურსის ჟიურიმ (ზვიად ქორიძის, დავით პაიჭაძის და სოსო სიმონიშვილის შემადგენლობით) გამოავლინა გამარჯვებული ჟურნალისტები. ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესო სტატიისა და საუკეთესო რადიო-სიუჟეტის ნომინაციებში გამარჯვებული არ გამოვლინდა. საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტის ნომინაციაში გამოვლინდა 2 გამარჯვებული: მარიამ აშუღაშვილი (კახეთი) და ნინო ჩიბჩიური (შიდა ქართლი), რომელთაც გადაეცემათ 500-500 ლარი;
საუკეთესო სტატიის ნომინაციაში წამახალისებელი პრემია (300 ლარი) გადაეცემა თემურ მარშანიშვილს (გურიის მოამბე, ოზურგეთი); სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის სპეციალური პრიზი და 500 ლარი გადაეცემა გოგა აფციაურს (რადიო თავისუფლება, გორი.)