მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

არასამეწარმეო იურიდიული პირების დაბეგვრის თავისებურებები საქართველოში

31 აგვისტოს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, სადაც წარადგინეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაბეგვრის თემაზე შექმნილი გზამკვლევი. გზამკვლევის ზოგად ნაწილში მოცემულია ინფორმაცია არასამეწარმეო იურიდიული პირის (ააიპ) დაარსების, საქმიანობის სამართლებრივი ასპეტებზე, ასევე საქველმოქმედო ორგანიზაციის საქმიანობის მარეგულირებელ ნორმებზე, არასამეწარმეო იურიდიული პირების შემოსავლის წყაროებზე და ა.შ.

დოკუმენტის კერძო ნაწილში ყურადღება გამახვილებულია სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციათა დაბეგვრის თავისებურებებსა და იმ შეღავათებზე, რომლებიც დაკავშირებულია არასამეწარმეო იურიდიულ პირებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობასთან. გზამკვლევი მომზადდა "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა" და მის მიერ მართული პროექტის - "საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" (G-PAC) ფარგლებში. დოკუმენტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირების ფინანსურ სტაბილურობას და ასევე დაეხმაროს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, კანონით გათვალისწინებული საგადასახადო უფლებების და ვალდებულებების რეალიზებაში.
არასამეწარმეო იურიდიული პირების დაბეგვრის თავისებურებები საქართველოში (გზამკვლევი)