მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სი-ეს-აიმ სიღარიბის დაძლევის პროგრამის შედეგები შეაჯამა

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (სი-ეს-აი) დღეს, 15 ნოემბერს, ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში, პროგრამის "სოფლად სიღარიბის დაძლევის მოდელები" - 5 წლიანი შედეგები შეაჯამა.

პროექტის მენეჯერის ია გაბუნიას თქმით, პროექტი სამეგრელოსა და აჭარაში, საერთაშორისო ორგანიზაცია "ოქსფამის" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მისივე თქმით, პროექტის მთავარი ამოცანა იყო სოფლად მაცხოვრებელი უკიდეურეს სიღარიბეში მყოფი ადამიანების საარსებო პირობების გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში, 150 ოჯახს დაურიგდა საწარმოო კაპიტალის სახით ყველა საჭირო საშუალება წარმოების დასაწყებად.

"თავდაპირველად ფერმერთა ჯგუფებს უფინანსდებოდათ საწარმოო კაპიტალის 100%, ყოველ წელს კი, ჩვენი მონაწილეობა 25%-ით მცირდებოდა. ხუთი წლის ბოლოს ბენეფიციარებს მიეცათ საშუალევბა, რომ მთლიანად დაეფინანსებინათ საკუთარი მეურნეობები"- განაცხადა ია გაბუნიამ.

შეხვედრაზე გაიმართა პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.