მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სოფლად სიღარიბის დაძლევის მოდელები

აჭარა. 16 ნოემბერს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და ოქსფამის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თემაზე: "სოფლად სიღარიბის დაძლევის მოდელები". სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში, ოქსფამის ფიენანსური მხარდაჭერით, აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, აღნიშნული პროექტი საქართველოს 2 რეგიონში (სამეგრელო, აჭარა) განხორციელდა და მის მიზანს სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

წინასწარ შერჩეულ უკიდურეს სიღარიბეში მყოფ ოჯახებს გადაეცათ საწარმოო კაპიტალი, უტარდებოდათ თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა მეკარტოფილეობაში, მებოსტნეობაში, მეცხოველეობასა და მეფუტკრეობაში. პარალელურად გაიცემოდა ინდივიდუალური კონსულტაციები და რჩევები. გამოყენებილი იქნა ეტაპობრივი თანამონაწილეობის პრინციპიც.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ამ ორგანიზაციების მიერ აპრობირებული სოფლად სიღარიბის დაძლევის მოდელი. გამოცდილების გაზიარების მიზნით, პროექტის აქტივობებსა და მოდელზე მომზადდა ფილმი, რომელიც ორგანიზატორებმა აჩვენეს შეხვედრაზე, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.

შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, რეგიონში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პროექტში ჩართული ბენეფიციარები.