მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

დისკუსია სასოფლო სამეურნეო კოოპერაციების შესახებ

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და ოქსფამ დიდი ბრიტანეთის საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივით 20 ნოემბერს, გორში გაიმართა სასოფლო-სამურნეო კოოპერაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში არსებული კოოპერატივების, ფერმერთა ასოციაციების წევრები, დამოუკიდებელი ფერმერები და გორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

კანონპროექტზე მომუშავე ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის, ოქსფამის, ასოციაცია "ელკანასა" და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ექსპერტებმა წარადგინეს შემუშავებული კანონპროექტი.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა აქტიური დისკუსია საკანონმდებლო პაკეტის სამომავლო რედაქციის შესახებ. მონაწილეებმა იმსჯელეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის დამაბრკოლებელ გარემოებებსა და მათ გამოსწორების შესაძლებლობებზე. აღინუსხა გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები მათი სამომავლო გათვალსწინების მიზნით. მსგავსი ფორმატისა და შინარსის შეხვედრა დეკემბერში ოზურგეთში იგეგმება.