ვაჟა სალამაძე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დამფუძნებელია. მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის 28-წლიანი გამოცდილება, აქედან 25 წელი დაუთმო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარებასა და მათი ფუნქციონირებისთვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბებას; აქვს საჯარო პოლიტიკის ანალიზის, სხვადასხვა სფეროში პოლიტიკის ფორმირების, ასევე – საკანონმდებლო აქტების ინიცირებისა და მათი ნაციონალურ და საერთაშორისო დონეზე ლობირების გამოცდილება; ის, ასევე, ასწავლის პოლიტიკის ანალიზს საქართველოსს ხვადასხვა უნივერსიტეტში.
ვაჟა სალამაძეს აქვს საერთაშორისო დონეზე მუშაობის გამოცდილება. 2010-2012 წლებში იყო “განვითარების სფეროში საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეფექტურობის ღია ფორუმის” თანათავმჯდომარე; მოგვიანებით – “საზოგადოებრივი ორგანიზაციების პარტნიორობა ეფექტური განვითარებისათვის” გლობალური საბჭოს წევრი.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ჩამოყალიბებამდე, ვაჟა სალამაძე საქართველოს მთავრობაში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობდა. მას აქვს მისურის უნივერსიტეტის (სენტლუისი, აშშ) საჯარო პოლიტიკის და ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, ასევე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრის დიპლომი და თბილისის ეკონომიკის და სამართლის ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის მაგისტრის დიპლომი.
დავით ტივიშვილი არის CSI-ის ფინანსური დირექტორი, აქვს ფინანსურ მენეჯმენტში მრავალწლიანი გამოცდილება, საიდანაც, ბოლო წლები, საერთაშორისო პროექტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობას დაუთმო.
დავით ტივიშვილს აქვს საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობებისათვის საჭირო, მაღალი დონის ფინანსური და საბუღალტრო უნარები; შეუძლია პერსონალის კონსულტირება და ტრენირება ფინანსურ, ბუღალტრულ და საკანონმდებლო საკითხებთან დაკავშირებით; აქვს მენეჯმენტისა და გუნდური მუშაობის უნარი.
დავით ტივიშვილს აქვს დოქტორის ხარისხი ეკონომიკურ და ფინანსურ დარგში.
ია გაბუნია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის პროექტის მენეჯერია. მას აქვს საჯარო და ბიზნეს სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს ია გაბუნია 2005 წლიდან შეუერთდა. ამ პერიოდიდან, ის სამოქალაქო საზოგადოების და ეკონომიკური განვითარების პროგრამებს ხელმძღვანელობს.
ია გაბუნიას აქვს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტირების მაგისტრის ხარისხი; ილია ჭავჭავაძის სახელობის ენათა და კულტურათა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ფილოლოგის დიპლომი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის მიმართულებით; გავლილი აქვს არაერთი სასწავლო და საკვალიქიკაციო პროგრამა შედეგზე ორიენტირებული მართვის, მონიტორინგისა და შეფასების, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებებით.
თემურ ჯალიაშვილი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია; აქვს საჯარო და ბიზნეს სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში თემურ ჯალიაშვილი 2005 წლიდან მუშაობს და, ამ პერიოდის განმავლობაში, მონაწილეობა მიიღო მრავალი პროექტისა და საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა-განხორციელებაში.
თემურ ჯალიაშვილს აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგის დიპლომი; ფლობს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სერტიფიკატს საზოგადოებასთან ურთიერთობასა და ღონისძიებათა მენეჯმენტში.
ლევან ფანიაშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აქვს მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობის დარგში. ის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მთავარი იურისტი და ადვოკატირების ოფიცერია, აქვს 16-წლიანი გამოცდილება სამართლებრივი აქტების ანალიზისა და შემუშავების, აგრეთვე, სამართლებრივი კონსულტაციების გაწევისა და ტრენინგების ჩატარების მიმართულებით, როგორც საჯარო მოხელეების, ისე – საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. სხვადასხვა დროს, მუშაობდა მენეჯერულ პოზიციაზე, აქვს საჯარო და საზოგადოებრივ სექტორში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება.
ლევან ფანიაშვილი აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო (მათ შოროს მუნიციპალური) საგრანტო დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის მიმართულებით, საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში. წლების განმავლობაში, მონაწილეობდ სხვადასხვა ადგილობრივი თვითმმართველობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებაში. გარდა ამისა, ის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და თვითმმართველობის საჯარო მოხელეებისთვის აქტიურად მართავს ტრენინგებს, აგრეთვე, არის საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოხელეებისთვის განკუთვნილი რამდენიმე ონლაინ კურსის ხელმძღვანელი/ლექტორი.
ლევან ფანიაშვილი არის სხვადასხვა კვლევის, სახელმძღვანელოსა და პუბლიკაციების ავტორი/თანაავტორი.
ნათია აფხაზავა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელია. ორგანიზაციაში საქმიანობა უმცროსი ექსპერტის პოზიციაზე დაიწყო, 2012 წლიდან კი, ბათუმის ფილიალს ხელმძღვანელობს. მას სამოქალაქო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისი საქმიანობა მოიცავს გამჭირვალე და მონაწილეობითი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობას, ადგილობრივი ნორმატიული აქტების შემუშავებასა და ლობირებას, ეფექტური თანამშრომლობის ჩამოყალიბების ხელშეწყობას საზოგადოებრივი ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტურქტურებს შორის, ასევე – საზოგადოებრივი აქტორების მონაწილეობის გაძლიერებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ნათია არის ბათუმის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, საზოგადოება “ბათომის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და სამოქალაქო აქტივისტი.
ნათია აფხაზავამ დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, აქვს მაგისტრის ხარისხი კონსტიტუციურ და ადმინისტრაციულ სამართალში; აქვს არაერთი საერთაშორისო და რეგიონალური პროგრამების სერტიფიკატი; გაიარა საჯარო მმართველობა – მალმოს უნვერსიტეტში (შვედეთი) და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების პრაქტკული კურსი, ღია სამყაროს პროგრამის ფარგლებში (აშშ).
ლალი შალვაშვილი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის სოციალური მედიის მენეჯერი, მანამდე საზოგადოებრივი ორგანიზაციების პორტალის (csogeorgia.org) რედაქტორი. მას აქვს ჟურნალისტიკაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ისეთ მედიასაშუალებებში, როგორებიცაა: გაზეთი “დრონი”, გაზეთი “რეზონანსი”, პირველი არხი (საინფორმაციო პროგრამა “მოამბე”), ტელეკომპანია „იმედი“ (საინფორმაციო პროგრამა „ქრონიკა). იგი ავტორია მრავალი საგაზეთო სტატიისა და სატელევიზიო სიუჟეტის.
ლალი შალვაშვილმა დაამთავრა სულხან–საბა ორბელიანის სახელმწიფო ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. გაიარა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მედია მენეჯმენტის კურსი, „რეიტერის“ ტრენინგ–კურსი ჟურნალისტურ ტექნიკაში, აშშ–ს განვითარების სააგენტოს (USAID) კურსი – ეკონომიკა ჟურნალისტებისთვის, აშშ–ს საინფორმაციო სააგენტოს (USIA) მიერ ორგანიზებული საგამოძიებო ჟურნალისტიკის, ასევე ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მედიამონიტორინგის კურსი.
დარეჯან მურადაშვილი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის გორის ოფისს 2018 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს. CSI-ის ის BftW-ს მიერ დაფინანსებული პროექტის – „ადგილობრივი აქტორების მდგრადი კავშირის შექმნა საქართველოში“, ფარგლებში შეურთდა.
დარეჯან მურადაშვილს აქვს როგორც საერთაშორისო ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ასევე, არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
2009-2013 წლებში მუშაობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ ) ოფისის მენეჯერის, პროექტის მენეჯერის ასისტენტის პოზიციებზე; 2014-2017 წლებში იყო ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ რეგიონალური წარმომადგენელი და ევროპის სამზობლო პროგრამის ( ENPARD) პროექტის კოორდინატორი.
დარეჯან მურადაშვილს დამთავრებული აქვს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასახვა გაცვლით სასწავლო სემინარებსა და სასწავლო პროგრამებში, როგორიცაა პროექტის ციკლის მართვა,სოფლის მეურნეობა,კოოპერირება, საერთაშორისო ურთიერთობები და შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვის მიმართულებით; არის 2014 წლის გორის დემოკრატიის სკოლის (NIMD) კურსდამთავრებული.
2019 წელს გაიარა აღმოსავლეთ პარტნიორობის მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსი ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონული მმართველობის და დაინტერესბულ მხარეებთან ურთიერთობის მეთოდებზე. არის 2019 წლის აშშ პროფესიული პრაქტიკის პროგრამის მონაწილე. აქვს ასევე ლობისტური საქმიანობის გამოცდილება.
თამარ ბოჭორიშვილს აქვს სამოქალაქო სექტორში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. ის მონაწილეობდა სხვადასხვა საგანმანათლებლო და კვლევით პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი საჯარო პოლიტიკაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტში.
2017 წლიდან ის არის დისტანციური სწავლების კოორდინატორი, ხელმძღვანელობს სხვადასხვა მიმართულებით ონლაინ კურსების შემუშავებასა და დისტანციური სწავლების განხორციელებას. ის ჩართული იყო 18 ონლაინ კურსის შექმნაში და ასევე არის ონლაინ კურსის „ადვოკატირება და ლობირება“ თანა-ავტორი. თამარი ასევე აქტიურად არის ჩართულო მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერების და შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.
ნინო მღვდელაძემ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და 2011 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში, 2013 წელს კი – ამავე უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამის მაგისტრის ხარისხი.
მან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში გაიარა სტაჟირების პროგრამა აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის – „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში.
ნინო მღვდელაძეს აქვს რაოდენობრივ და თვისებრივ კვლევებში მონაწილეობის გამოცდილება; ასევე – პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებისა და პოლიტიკის ანალიზის პრაქტიკა; არის 2013 წლის მოწვევის ახალგაზრდული პარლამენტისა და საჯარო მმართველთა ინსტიტუტის წევრი.
ნინო სურგულაძე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში ფინანსური ოფიცრის პოზიციაზე 2017 წლიდან მუშაობს. მას აქვს სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება: იყო საქართველოს სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის მთავარი ეკონომისტი; ააიპ ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების მთავარი ბუღალტერი (ევროკავშირის, G-PAC, OSGF, რუსთაველის ფონდი, აშშ საელჩოს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის-IOM მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების ფინანსური მართვა და ბუღალტერიის წარმოება); UNDP პროექტის ფარგლებში, ააიპ ქართველ და გერმანელ ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრში ახდენდა ქალთა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კორდინაციის ხელშეწყობას, დონორ ორგანიზაციებთან ანგარიშის წარდგენას, ბიუჯეტის კონტროლს; იყო გრანტების კოორდინატორი ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოში (OSGF და ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გაცემული ქვე-გრანტების ფინანსური მართვა).
ნინო სურგულაძემ დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი; ფლობს საერთაშორისო ორგანიზაციების სერთიფიკატებს: EU და CSRDG – „გადასახადები და ფინანსური აუდიტი“, UNDP – „პროექტების შედეგების შეფასება და ანგარიშგებების მომზადება“, G-Pac – „არასამთავრობო ორგანიზაციების საგადასახადო დაბეგვრის ასპექტები“, საბუღალტრო აღრიცხვის კურსი პროგრამა ORIS-ის განახლებული ფუნქციონალის გამოყენებაში, CTC – “ხარისხის მართვის სტანდარტები ISO 9001-2000”, ORIS, MS Office – “საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით საბუღალტრო აღრიცხვის კურსი”.
სოფიო ჯაში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) გუნდს 2022 წელს, ასისტენტ-მკვლევრის პოზიციაზე შეუერთდა. სოფიოს 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით აქვს დასრულებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრიატი და საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). სწავლის პერიოდებში ჰქონდა მაღალი აკადემიური მოსწრება და იღებდა სემესტრულ სტიპენდიებს. GIPA-ში სწავლისას, სოფიოს 2017-2019 წლების ნაკადის საუკეთესო სტუდენტის სტატუსიც ჰქონდა.
სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, მას აქვს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობის გამოცდილება.
ნინა ფიჩხაია, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) გუნდს, 2023 წელს, პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე შეუერთდა. ნინამ, 2019 წელს, მიიღო სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამჟამად, სწავლობს, ამავე უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე. მას აქვს ახალგაზრდების აკადემიური და პროფესიული განვითარების მიმართულებით პროექტების მართვის, და ამ პროგრამების განვითარების მენეჯმენტის მხარდაჭერისა და ადმინისტრირების გამოცდილება, მათ შორის, მოხალისეობრივ ფორმატში; ნინა სხვადასხვა დროს, ასევე, მუშაობდა კერძო და საჯარო სექტორში, იღებდა მონაწილეობას ბიზნეს განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში, შესაბამისი საჭირო მოკვლევის წარმოებასა და ადმინისტრაციული მხარდაჭერის მიმართულებით ჩატარებულ ღონისძიებებში.
ზურაბ მენაღარიშვილი – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) გუნდს 2023 წელს, ადვოკატირების ოფიცრის პოზიციაზე შემოუერთდა. ზურამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებაში. მოგვიანებით, 2020 წელს დაასრულა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა. მაგისტრატურის საფეხურზე სწავლისას, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პოლიტიკის მეცნიერებას სწავლობდა ზალცბურგის უნივერსიტეტში. ბოლო წლების განმავლობაში მუშაობდა ქართულ ონლაინ-გამოცემა “ნეტგაზეთში”, სადაც ამზადებდა ანალიტიკურ სტატიებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის, რეგიონული კონფლიქტებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ.
ნინო კეთილაძე არის სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტის საინფორმაციო ტექნოლოგიების, ასევე – საიტის ადმინისტრატორი.
მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი და დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ამავე ფაკულტეტზე.
აქვს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილება.
ოლღა გიორგობიანი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ადმინისტრაციული მენეჯერია. მას აქვს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის 26-წლიანი გამოცდილება.
1997– 2005 წლებში ის მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში, მინისტრის აპარატის მთავარ სპეციალისტად, 2005 წლიდან – დღემდე მუშაობს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში, ადმინისტრაციულ მენეჯერად.
ოლღა გიორგობიანმა დაამთავრა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის რეგიონალური კოორდინატორი, მოქალაქეთა მონაწილეობის და კარგი მმართველობის ოფიცერი – ქრისტინეს სამოქალაქო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორის რეგიონული და ადგილობრივი თვითმართველობის გაძლიერებისა და მონიტორინგის განხორციელების მიმართულებით. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში ქრისტინეს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ადგილობრივი პრობლემების ადვოკატირება, ახალგაზრდების როლის გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მონაწილეობის მექანიზმების გამოყენებისა და ადგილობრივ დონეზე დანერგვის ლობირება და სხვა. ქრისტინე გურგენიძემ დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, არის კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი საერთო სპეციალიზაციით და კონრად ადენაურეის ფონდის სტიპენდიანტი.
მალხაზ ლაგაზიძე სპორტის დამსახურებული ოსტატია ტყვიით სროლაში, იყო საქართველოს ნაკრების წევრი.
მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, კერძო და საზოგადოებრივ სექტორებში.
15 წელია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში მუშაობს.
იგი მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, კერძო და საზოგადოებრივ სექტორებში.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში მუშაობს 2023 წლიდან.