ისტორია

ყველაფერი 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს ეკონომიკის რეფორმირების და განვითარების საერთაშორისო ცენტრში ბიზნეს სამართლის დეპარტამენტი შეიქმნა.

1995 წლის ბოლოს, დეპარტამენტი ცენტრს გამოეყო და 1996 წლის 8 თებერვალს “საქართველოს ბიზნეს სამართლის ცენტრის” სახელით დარეგისტრირდა. ამ სახელით გაიცნო იგი ფართოდ ქართულმა საზოგადოებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ.

ორგანიზაციის საქმიანობის არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და 2002 წელს, მართვის სტრუქტურის ოპტიმიზაციისთვის, მისმა გამგეობამ რეორგანიზაცის ერთწლიანი გეგმა შეიმუშავა. შედეგად, 2003 წლის 25 ივნისიდან ბიზნეს სამართლის ცენტრი ფონდ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტად (CSI) ჩამოყალიბდა.