ქეთი ირემაშვილი

იურისტი

ელ-ფოსტა: keti@civilin.org 

ქეთევან ირემაშვილი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს 2020 წელს შემოუერთდა. იგი მუშაობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრის/ECNL-ის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში განხორციელებული პროექტის ფარგლებში Monitoring Progress, Empowering Action. პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გარემოს შეფასება, მონიტორინგი და ხელშეწყობა.

ქეთევანმა ირემაშვილმა უმაღლესი იურიდიული განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, სადაც 2016 წელს დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი და მოიპოვა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. იგი საერთაშორისო პროექტებში 2005 წლიდან მუშაობს, მათ შორისაა: ამერიკის იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების პროგრამა (ABA/CEELI-ABA/ROL), საჯარო ინტერესის სამართლებრივი პროგრამა (Public Interest Law Institute /PILI), USAID-ის მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროშო განხორციელებული პროექტები – Co-Reform და HSSP); აქვს თხუთმეტწლიანი პედაგოგიური გამოცდილება უმაღლლესი განათლების სფეროში, მუშაობდა ადვოკატთა ასოციაციის ტრენერად დაზღვევის სამართლისა და მედიაციის მიმართულებით. ფლობდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა სამინისტროს მიერ მინიჭებულ მედიატორის მანდატს კოლექტიურ შრომით დავებზე.

ქეთევან ირემაშვილი არის არაერთი სასწავლო ვიზიტისა და სამუშაო შეხვედრის მონაწილე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, იგი მომხსენებელია საერთაშორისო კონფერენციებზე (International Journal on Clinical Legal Education/IJCLE; Asia Pro Bono Conference); არის კარნეგის ფონდის სტიპენდიანტი/Carnegie Fellow კლინიკური იურიდიული განათლების მიმართულებით, 2009-2010 წლებში მუშაობდა ვაშინგტონის უნივერსიტეტში კლინიკურ ფაკულტეტზე.

ქეთევან ირემაშვილი არის არაერთი სამეცნიერო და პრაქტიკული სტატიის ავტორი და თანაავტორი, მათ შორისაა სამოქალაქო კოდექსის განახლებული კომენტარები და საერთაშორისო სახელმძღვანელო Transparency in Insurance Law (Springer Publication). 2020 წლიდან ატარებს pro bono სამოტივაციო ტრენინგებს ლიდერობისა და თვითგანვითარების მიმართულებით.