ოლიკო გიორგობიანი

ადმინისტრაციული მენეჯერი

ელ-ფოსტა: oliko@civilin.org

ოლიკო გიორგობიანი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ადმინისტრაციული მენეჯერია. მას აქვს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება.

1997– 2005 წლებში ის მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში, მინისტრის აპარატის მთავარ სპეციალისტად, 2005 წლიდან – დღემდე მუშაობს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში, ადმინისტრაციულ მენეჯერად.

ოლღა გიორგობიანმა დაამთავრა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.