თამარ ბოჭორიშვილი

მკვლევარ-ასისტენტი

ელ-ფოსტა: tamar@civilin.org

თამარ ბოჭორიშვილს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა, ასევე, მიღებული აქვს ამავე უნივერსისტეტი საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.

თამარ ბოჭორიშვილმა, საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის (G-PAC) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, 2013 წელს 6-თვიანი სტაჟირება გაიარა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში, ხოლო 2014 წლიდან არის CSI-ის თანამშრომელი. მას აქვს სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის, ასევე კვლევების ჩატარების და საჯარო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების გამოცდილება.

ამჟამად, თამარ ბოჭორიშვილი არის დისტანციური სწავლების კოორდინატორი, ასევე – ტრენინგების ფასილიტატორი.