თემურ ჯალიაშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

ელ–ფოსტა: temuri@civilin.org

თემურ ჯალიაშვილი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია; აქვს საჯარო და ბიზნეს სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში თემურ ჯალიაშვილი 2005 წლიდან მუშაობს და, ამ პერიოდის განმავლობაში, მონაწილეობა მიიღო მრავალი პროექტისა და საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა-განხორციელებაში.

თემურ ჯალიაშვილს აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგის დიპლომი; ფლობს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სერტიფიკატს საზოგადოებასთან ურთიერთობასა და ღონისძიებათა მენეჯმენტში.