მიუხედავად იმისა, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობა არსებითად საქველმოქმედო საქმიანობას წარმოადგენს, ისინი ავტომატურად არ ითვლებიან საქველმოქმედო ორგანიზაციებად. იმისათვის, რომ ისინი ჩაითვალონ საქველმოქმედო ორგანიზაციებად, აუცილებელია, რომ მათ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღონ ასეთი სტატუსი.
საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ორგანიზაციას, რომელიც:
საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას, გაუქმებასა და ჩამორთმევას შესაბამისი საგადასახადო ორგანოს წარდგინებით ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება ხდება უვადოდ და სტატუსი ძალაში შედის მინიჭებისთანავე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი პირდაპირ განსაზღვრავს იმ საქმიანობების ჩამონათვალს, რომლებიც ითვლება საქველმოქმედო საქმიანობად, კერძოდ საქველმოქმედო საქმიანობად ითვლება:
1. დახმარების უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით ნებაყოფლობით და უანგაროდ გაწევა იმ პირებისათვის, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, მათ შორის:
2. ორგანიზაციების მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელება შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებების დაცვა; გარემოს დაცვა; დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება; კულტურა; განათლება; მეცნიერება; ფიზიკური აღზრდა და სამოყვარულო სპორტი; ხელოვნება; ჯანმრთელობის დაცვა; სოციალური დაცვა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი განსაზღვრავს, საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის რა არ ჩაითვლება ქველმოქმედებად. ქველმოქმედებას არ მიეკუთვნება ზემოაღნიშნული საქმიანობა:
საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისთვის შემოსავლების სამსახურს წარედგინება წერილობითი განცხადება და განსაზღვრული დოკუმენტები.
წერილობით განცხადება უნდაშეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
წერილობით განცხადებას უნდა დაერთოს:
განცხადების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსი 1 თვის ვადაში იღებს მოტივირებულ გადაწყვეტილებას. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, სტატუსი მინიჭებულად ჩაითვლება.
ორგანიზაციას საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი უუქმდება:
ორგანიზაციას, რომელსაც ჩამოერთვა საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი, უფლება აქვს მისი აღდგენის თაობაზე განცხადება შეიტანოს სტატუსის ჩამორთმევის მიზეზის აღმოფხვრიდან არა უადრეს 1 წლისა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესული ცვილებების თანახმად, არასამეწარმეო იურიდიული პირების კავშირებად და ფონდებად დაყოფა არ ხდება, კანონი იცნობს მხოლოდ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ერთიან ცნებას. ამასთან აღსანიშნავია, რომ არასამეწარმეო იურიდიული პირი შეიძლება იყოს, როგორც წევრობაზე დაფუძნებული, აგრეთვე არ იყოს დამოკიდებული წევრობაზე.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება, საქართველოში დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა) საქართველოში.
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაცია ხორციელდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის აუცილებელ დოკუმენტს წარმოადგენს სადამფუძნებლო შეთანხმება/პარტნიორთა შეთანხმება, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის წესდება. თუ რა სავალდებულო მონაცემებს უნდა შეიცავდეს სადამფუძნებლო შეთანხმება (წესდებასთან ერთად), განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით. სადამფუძნებლო შეთანხმება უნდა შეიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ მონაცემებს, ამასთან წესდებით, როგორც სადამფუძნებლო შეთანხმების ნაწილით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს დამატებით სხვა მონაცემებიც.
წესდების ბუნებიდან გამომდინარე, იგულისხმება რომ მასში ცვლილებების აუცილებლობა იშვიათად უნდა დადგეს. აქედან გამომდინარე, ხშირ ცვლილებებს დაქვემდებარებული კონკრეტული მონაცემები, როგორც წესი, სადამფუძნებლო შეთანხმების არასაწესდებო ნაწილში უნდა მოხვდეს. როგორც წესი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წესდების (როგორც სადამფუძნებლო შეთანხმების ნაწილის) შემადგენელი მონაცემებია: ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის მიზანი; ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად მიღების, წევრობიდან გასვლისა და გარიცხვის წესი, თუ იგი წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია; გ) რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს (პირის) დასახელება, გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა; დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ხელმძღვანელი პირის) შექმნის (არჩევის) წესი და უფლებამოსილების ვადა. მოცემული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი, წესდება შეიძლება მოიცავდეს ა(ა)იპ-ის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა მონაცემებსაც, რომლებსაც დამფუძნებლები მიიჩნევენ რელევანტურად.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი შეიძლება დააფუძნოს ერთმა პირმაც, ეს შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის მომსახურების ვადები და საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადები, მომსახურების საფასურის განაკვეთები, მომსახურების საფასურის გადახდის და გადახდისაგან გათავისუფლების წესები და პირობები.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციას, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ჩვეულებრივ, ახორციელებს 1 სამუშაო დღის ვადაში. თუმცა, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ ისარგებლონ დაჩქარებული მომსახურებით. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია, ცვლილებების რეგისტრაცია ან მისი შეწყვეტის რეგისტრაცია მოხდეს განცხადების შეტანის დღესვე. დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობისას გადაიხდევინება მომსახურების დამატებითი საფასური.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაინტერესებული პირის მიერ წარედგინება:
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ჰქონდეს რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზედაც/რომლებზედაც შესაძლებელია ელექტრონული შეტყობინების გაგზავნა. შესაბამისად, რეგისტრაციისას ხდება ამ მონაცემების მითითება. ელექტრონული შეტყობინების რეგისტრირებულ ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნა ამ შეტყობინების შესაბამისი პირისთვის ჩაბარებად მიიჩნევა.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის სხვა წესები განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. რეგისტრაციის პროცედურები განისაზღვრება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციით.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სადამფუძნებლო შეთანხმების სავალდებულო მონაცემები დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით. კერძოდ, სადამფუძნებლო შეთანხმება წესდებასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
გარდა ზემოაღნიშნულისა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ჰქონდეს რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზედაც/რომლებზედაც შესაძლებელია ელექტრონული შეტყობინების გაგზავნა.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც იწვევს მის რეგისტრირებულ მონაცემებში/სარეგისტრაციო დოკუმენტებში ცვლილებებს, საჭიროებს რეგისტრაციას. ცვლილება განხორციელებულად ითვლება მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება.
რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება ხორციელდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე, თუ წესდებით ან ამ ცვლილების რეგისტრაციის საფუძვლად წარდგენილი გარიგებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ცვლილებების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის სააგენტოს წარედგინება: განცხადება, უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება; სადამფუძნებლო შეთანხმების კონსოლიდირებული ვერსია და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, ცვლილების სახის მიხედვით შეიძლება წარდგენილი/მოთხოვნილი იქნეს სხვა დოკუმენტებიც, რაც დამოკიდებულია ცვლილების ხასიათზე (მაგ: იურიდიული მისამართის ცვლილებისას იურიდიული მისამართის განსაზღვრისთვის ადგილსამყოფლის მესაკუთრის სათანადო წესით დადასტურებული თანხმობა ან ადგილსამყოფლით სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება; ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შეცვლისას მისი თანხმობა ასეთი უფლებამოსილების შესრულებაზე).
სადამფუძნებლო შეთანხმების ცვლილების განხორციელების მოთხოვნის შემთხვევაში სუბიექტის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა ცვლილების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად სააგენტოს უნდა წარუდგინოს სადამფუძნებლო შეთანხმების/წესდების კონსოლიდირებული ტექსტი ელექტრონულ, რედაქტირებად (“Microsoft Word”) ფორმატში, რაც სააგენტოს მისცემს შესაბამისი მონაცემების ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით დამუშავების შესაძლებლობას. წარდგენილი კონსოლიდირებული ტექსტის ხარვეზი რეგისტრაციის შემაფერხებელ გარემოებად ჩაითვლება.
2010 წლის 1 იანვრიდან საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი რეგისტრაციას არ საჭიროებს.
საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაციისთვის, საჯარო რეესტრის მომსახურების საფასური შეადგენს 200 ლარს, თუ ეს პროცედურა ხორციელდება 1 სამუშაო დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული პროცედურა ხორციელდება განცხადების შეტანის დღეს (დაჩქარებული მომსახურება), საჯარო რეესტრის მომსახურების საფასური შეადგენს 400 ლარს.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2022 წლის 1 იანვრიდან შეიქმნა ერთიანი ელექტრონული პორტალი, როგორც ერთიანი ელექტრონული პლატფორმა – კომუნიკაციის ვირტუალური სივრცე. ის ერთი მხრივ უზრუნველყოფს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის საჯაროობას და ხელმისაწვდომობას, ხოლო მეორე მხრივ, გამოიყენება რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის და დაინტერესებულ პირებსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის ოფიციალური კომუნიკაციისთვის. ელექტრონული პორტალი, თავის მხრივ, სააგენტოს რეგისტრირებული მონაცემებისა და სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდებისგან შედგება. სააგენტოს რეგისტრირებული მონაცემების გვერდზე განთავსდება სუბიექტის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები და სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომლებიც საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი კი არის ერთიანი ელექტრონული პორტალის ფარგლებში სუბიექტისათვის მიკუთვნებული ელექტრონული პლატფორმა (ელექტრონული მისამართი), რომელიც გამოიყენება სუბიექტსა და სააგენტოს შორის კომუნიკაციისა და სუბიექტისთვის ელექტრონული სერვისების მიწოდების მიზნით, ასევე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით სუბიექტის მიერ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საჯაროდ განსათავსებლად.
2022 წლის 1 იანვრიდან, რეესტრში სუბიექტის პირველადი რეგისტრაციისას ერთიან ელექტრონულ პორტალზე სააგენტო ქმნის სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდს − ელექტრონულ მისამართს, რომელიც მოქმედებს აღნიშნული სუბიექტის გაუქმებამდე. ხოლო 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული სუბიექტის ელექტრონული მისამართის აქტივაცია განხორციელდება დადგენილი ზოგადი წესის მიხედვით, რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასთან ერთად, ასეთი მოთხოვნის ან ამ სუბიექტის რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში.
ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) მეშვეობით სააგენტოსთვის განცხადებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში ელექტრონული პორტალის სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის (ელექტრონული მისამართის) აქტივაცია შესაძლებელია, ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) მეშვეობით, სერვისების ელექტრონული ფორმით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის დადგენილი წესითა და პირობებით.
რეგისტრაციის მიზნით განცხადების და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენა შეიძლება ელექტრონულად (ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის − My.gov.ge-ს მეშვეობით), აგრეთვე მატერიალური ფორმის დოკუმენტაციის სსიპ – იუსტიციის სახლის ან სხვა ავტორიზებულ პირისათვის პირადად წარდგენის გზით.
სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში, მასზე ხელმოწერების დამოწმება შეიძლება მოხდეს სანოტარო წესით. ხოლო ასეთის არ არსებობისას, სარეგისტრაციო დოკუმენტაციაზე ხელმოწერა უნდა შესრულდეს სააგენტოს, იუსტიციის სახლის ან ავტორიზებული პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით.
ელექტრონული სარეგისტრაციო განცხადების/სარეგისტრაციო დოკუმენტების სააგენტოსთვის წარსადგენად საჭიროა ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის − My.gov.ge.-ის მეშვეობით ელექტრონულ სარეგისტრაციო განცხადებასა და დოკუმენტაციაზე ხელმოწერა დამოწმდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული გულისხმობს ელექტრონული ფორმის დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებას (სპეციალური მოწყობილობის საშუალებით ელექტრონულად შესრულებული ხელმოწერა). ამისთვის საჭიროა ელექტრონული პირადობის მოწმობა (შესაბამისი კოდებით), სპეციალური მოწყობილობა – წამკითხველი და პირადობის უნივერსალური პროგრამა.
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს აქვს სახელწოდება, რომელშიც აღინიშნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისადმი მისი კუთვნილება. სახელწოდება შეიძლება შეირჩეს იურიდიული პირის საქმიანობის საგნის მიხედვით ან იყოს ფანტაზიის ნაყოფი. ამასთან, სახელწოდება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე დამატებით გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მეწარმის საფირმო სახელწოდებისათვის დადგენილი წესები, კერძოდ:
ნებისმიერი პირს შეუძლია სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული პორტალის (my.gov.ge; napr.gov.ge) შესაბამის ბმულზე წინასწარ გადაამოწმოს, არის თუ არა მის მიერ იურიდიული პირისთვის შერჩეული სახელწოდება/საფირმო სახელწოდება უკვე რეგისტრირებული სხვა იურიდიული პირის სახელწოდების/საფირმო სახელწოდების იდენტური ან მასთან მიმსგავსებული. უკვე გამოყენებული სახელწოდებების წინასწარი გადამოწმება თავიდან აარიდებს დაინტერესებულ პირს რეგისტრაციის პროცედურების შეფერხებას და გაჭიანურებას.
რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში დაშვებულ ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ისეთი შემთხვევები, როცა მონაცემების გადატანისას ხდება უზუსტობების დაშვება. კერძოდ, როცა ეს გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემის უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა. ასეთი ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან ნებისმიერი პირის მოთხოვნით გაასწოროს რეგისტრირებულ მონაცემში დაშვებული ტექნიკური ხარვეზი. რეგისტრირებულ მონაცემში დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გასწორებაზე მომსახურების საფასური არ გადაიხდება.
აღნიშნული პროცედურები განისაზღვრება „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით. ინსტრუქციის მიხედვით, დაინტერესებული ფიზიკური პირის (მათ შორის, მისი წარმომადგენლის) ვინაობა დგინდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, მათ შორის, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის მოწმობის, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის საფუძველზე. დასაშვებია დაინტერესებული პირის/წარმომადგენლის ვინაობის დადგენა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან საერთაშორისო მართვის მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაცემულია საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურების მიერ. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად ასევე მიიჩნევა შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული პასპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხოეთში სამოქმედოდ, ბინადრობის მოწმობა ან სამშობლოში დაბრუნების დროებითი მოწმობა.
საიდენტიფიკაციო მონაცემების (რეკვიზიტების) ცვლილებაში იგულისხმება ისეთი ცვლილება, რომელიც იწვევს არა რეესტრში რეგისტრირებული პირის (მაგ: ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი პირის ცვლილებას/შეცვლას) ან რეგისტრირებული სხვა მონაცემის ცვლილებას (მაგ: მისამართის ცვლილება/შეცვლა), არამედ რეგისტრირებული მონაცემების საფუძვლად არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემის ცვლილებას. მაგალითად, შეიცვალა არა ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირი, არამედ რეესტრში რეგისტრირებულმა ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელმა პირმა შეიცვალა გვარი. ასევე, მაგალითად, იურიდიულმა პირმა შეიცვალა არა იურიდიული მისამართი, არამედ რეესტრში რეგისტრირებულ იურიდიულ მისამართს – ქუჩას შეეცვალა დასახელება ან ნუმერაცია.
საიდენტიფიკაციო მონაცემების (რეკვიზიტის) ცვლილების რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაინტერესებული პირის მიერ წარედგინება: განცხადება; დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; საიდენტიფიკაციო მონაცემის ცვლილების დამადასტურებელი, კანონით დადგენილი წესით შედგენილი დოკუმენტი; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების ერთი სამუშაო დღის ვადაში რეგისტრაციაზე მომსახურების საფასური არ გადაიხდება, ხოლო თუ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია რეგისტრაცია განცხადების შეტანის დღეს, მაშინ მომსახურების საფასური შეადგენს 75 ლარს.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის 1 სამუშაო დღის ვადაში მომზადების მომსახურების საფასური 20 ლარს შეადგენს, ხოლო თუ მოთხოვნა განხორციელდა ელექტრონულად, ინტერნეტის საშუალებით მომსახურების საფასური 13 ლარია. დაჩქარებული წესით, განცხადების შეტანის დღეს კი ამ მომსახურების საფასური, შესაბამისად, 75 ან 52 ლარს შეადგენს.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან/ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ამონაწერის ინგლისურ ენაზე მომზადების საფასური შეადგენს 26 ლარს. ამასთან, აღნიშნული საფასური ემატება იმ მომსახურების საფასურს, რომელთან ერთადაც მოთხოვნილია ინგლისურენოვანი ამონაწერის მომზადება.
რეორგანიზაციაში იგულისხმება ისეთი შემთხვევები, როდესაც უკვე რეგისტრირებული იურიდიული პირი განიცდის არსებით ცვლილებას და სხვა ფორმით აგრძელებს არსებობას. ზოგადი წესის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს რეორგანიზაციის ისეთ ფორმებს როგორებიცაა: გარდაქმნა; შერწყმა (მიერთება ან გაერთიანება); გაყოფა (დაყოფა ან გამოყოფა).
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია შეიძლება მოხდეს შერწყმის (გაერთიანება, მიერთება) ან გაყოფის (დაყოფა, გამოყოფა) სახით. რაც შეეხება გარდაქმნას ანუ სამართლებრივი ფორმის შეცვლას, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი ფორმის შეცვლით იგი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნება. შესაბამისად, დაუშვებელია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გარდაქმნა სამეწარმეო იურიდიულ პირად.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაციის თავისებურებები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. ამასთან, გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესები და პროცედურები.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლა, სამეწარმეო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაუშვებელია. შესაბამისად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია სამეწარმეო იურიდიულ პირად, ანუ მისი გარდაქმნა სამეწარმეო საზოგადოებად დაუშვებელია. ამასთან, ეს არ გამორიცხავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის უფლებას, თავად ამ ორგანიზაციის ბაზაზე განახორციელოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა ან თავად დააფუძნოს ნებისმიერი ფორმის სამეწარმეო საზოგადოება (მაგალითად, დააფუძნოს შპს).
არასამეწარმეო იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაციით (სადამფუძნებლო შეთანხმება/წესდება) უნდა განისაზღვროს ის ორგანო ან პირი რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაციის შესახებ. ამასთან, რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრა დამოკიდებულია კონკრეტული იურიდიული პირის მოწყობის თავისებურებებზე (მაგ: წევრთა კრება, გამგეობა და სხვა).
იურიდიული პირის დაშლა არის პროცესი, რომლის დროსაც ხდება ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი და ორგანიზაციის არსებობის შეწყვეტა – რეგისტრაციის გაუქმება. რეორგანიზაციის დროს იურიდიული პირი სხვადასხვა რეორგანიზებული ფორმით აგრძელებს არსებობას, ხოლო იურიდიული პირის დაშლის შედეგად იგი არსებობას წყვეტს. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაშლა ხდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზოგადი წესით, რომელი განსაზღვრავს სამეწარმეო საზოგადოების დაშლის საფუძვლებსა და წესებს. ამ კანონის განზოგადების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თავისებურებების გათვალისწინებით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაშლის საფუძველი შეიძლება იყოს მაგალითად: სადამფუძნებლო დოკუმენტებით (სადამფუძნებლო შეთანხმებით/წესდებით) ასეთი გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირის/ორგანოს გადაწყვეტილება იურიდიული პირის დაშლის შესახებ; იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; წესდებით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
არასამეწარმეო იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაციით (სადამფუძნებლო შეთანხმება/წესდება) უნდა განისაზღვროს ის ორგანო ან პირი რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაშლის/ლიკვიდაციის შესახებ. ამასთან, დაშლის/ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრა დამოკიდებულია კონკრეტული იურიდიული პირის მოწყობის თავისებურებებზე (მაგ: წევრთა კრება, გამგეობა და სხვა).
თუ არასამეწარმეო იურიდიული პირის ლიკვიდაცია ხდება თავად იურიდიული პირის გადაწყვეტილებით, არასამეწარმეო იურიდიული პირის ლიკვიდატორებად ინიშნებიან იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სადამფუძნებლო დოკუმენტაცია/წესდება ან იურიდიულ პირში უფლებამოსილი ორგანო/პირის გადაწყვეტილება სხვა პირების დანიშვნას ითვალისწინებს.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაცია ხდება „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესებით. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ადგენს დამატებით მოთხოვნებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ლიკვიდაციისას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ: ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების მიღწევას; ბ) გასხვისება ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს; გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირს რეგისტრაციისას განსაზღვრავენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლები/წევრები. თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებმა/წევრებმა არ განსაზღვრეს მისი ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორებიც ლიკვიდირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. თუ ასეთი იურიდიული პირი (პირები) არ არსებობს ან ასეთი იურიდიული პირის (პირების) გამოვლენა შეუძლებელია, შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ აღნიშნული ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.
აკრძალულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება მის დამფუძნებლებს/წევრებს, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი მოიხსენება როგორც ორგანიზაცია. შესაბამისად, ორგანიზაციებისთვის დადგენილი მოგების გადასახადით დაბეგვრის წესები ვრცელდება არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზეც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2019 წლის 1 იანვრამდე არსებული რედაქციის მიხედვით – ორგანიზაციის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი იყო სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის 2019 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქციით, ორგანიზაციის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, ამასთან მოგების გადასახადით დაიბეგრება ის ხარჯები და გადახდები, რომელიც არ აკმაყოფილებს ამავე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. სხვანაირად რომ ვთქვათ, მოგების გადასახადი დგინდება მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციებისთვის, ამავდროულად გადასახადის ობიექტის განსაზღვრისათვის ამოსავალია გაწეული ხარჯები. ანუ ამ ხარჯების შესაბამისობა საგადასახადო კოდექსით დადგენილ ლეგიტიმურ მიზნებთან და ფარგლებთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ორგანიზაციის, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
აღსანიშნავია, რომ მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.85-ზე გაყოფის შედეგად.
არასამეწარმეო იურიდიული პირები (აგრეთვე საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული “ორგანიზაციის”
ცნებაში შემავალი სხვა სუბიექტები) გათავისუფლებული არიან ქონების გადასახადის
გადახდისაგან, გარდა მიწისა და ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებული ქონებისა.
სხვანაირად, რომ ვთქვათ არასამეწარმეო იურიდიული პირები იხდიან ქონების გადასახადს
მხოლოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, გრანტზე ვრცელდება გარკვეული სახის საგადასახადო შეღავათები. კერძოდ:
2019 წლის 1 იანვრამდე, მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდებოდა ორგანიზაციის (მათ შორის, არასამეწარმეო იურიდიული პირის) მიერ მიღებული გრანტები, საწევრო შენატანები და შემოწირულობები. თუმცა, 2019 წლის 1 იანვრიდან ორგანიზაციებისთვის შეიცვალა მოგების გადასახადით დაბეგვრის რეჟიმი. ორგანიზაციის მოგების გადასახადით დაბეგვრისათვის განმსაზღვრელია არა შემოსავლის სახე ან წყარო (გრანტი, შემოწირულობა, ეკონომიკური საქმიანობა და სხვა), არამედ მის მიერ გაწეული ხარჯების თავსებადობა ორგანიზაციის მიზნებთან ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნობრიობასთან. აქედან გამომდინარე, 2019 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო კოდექსიდან ამოღებული იქნა პუნქტები რომელიც მოგების გადასახადისაგან ათავისუფლებდა გრანტს, საწევრო შენატანს ან შემოწირულობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის თანახმად, გრანტის მიმღებ პირს, რომელმაც გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში შეიძინა საქონელი ან/და მომსახურება, უფლება აქვს ჩაითვალოს ან დაიბრუნოს ამ საქონლისათვის, თუ მომსახურებისათვის გადახდილი დღგ, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან უკუდაბეგვრისას ბიუჯეტში დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა ან დაბრუნება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ გრანტის მიმღებმა პირმა შესაბამისი დოკუმენტი საგადასახადო ორგანოს წარუდგინა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვის დასრულებიდან 3 თვის ვადაში. დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესი.
იმისათვის რომ საქონლის იმპორტი გათავისუფლდეს გადასახადისაგან, აუცილებელია რომ
მას მიენიჭოს გრანტის სტატუსი. ამისათვის, გრანტის მიმღები ვალდებულია შემოსავლების
სამსახურში მატერიალური ან ელექტრონული ფორმით წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
უცხო ენაზე შედგენილ ყოველ დოკუმენტს, რომელსაც გრანტის მიმღები წარუდგენს
შემოსავლების სამსახურს, უნდა ერთვოდეს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.
შემოსავლების სამსახური კანონმდებლობით დადგენილი სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში საიმპორტო საქონელს ანიჭებს გრანტის სტატუსს ან იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გრანტის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საწარმოს მიერ საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება არ დაიბეგრება მოგების გადასახადით, თუ ეს საქმიანობა ხორციელდება საქველმოქმედო სტატუსის მქონე ორგანიზაციის სასარგებლოდ. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად (მუხლი 983), საწარმოს მოგების გადასახადით არ ებეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ან/და ფულადი სახსრების გადაცემის შემდეგი შემთხვევები:
საშემოსავლო გადასახადის გადამხდელს წარმოადგენენ რეზიდენტი ფიზიკური პირები, ასევე არარეზიდენტი ფიზიკური პირები, რომლებიც შემოსავალს იღებენ საქართველოში არსებული წყაროდან.
საქართველოს რეზიდენტად, მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს, ან ფიზიკური პირი, რომელიც ამ საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში. საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღეზე ნაკლებ ხანს ყოფნის შემთხვევაში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში ფიზიკური პირი ითვლება არარეზიდენტად.
რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის, სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს.
საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
თუ კუთვნილი გადასახადის თანხა პირის მიერ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ არის გადახდილი, პირი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი საურავი. საურავი ერიცხება თანხას, რომელიც არის სხვაობა პირის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან, თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის 0,05 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის შესაბამისად:
გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის.
გრანტად ითვლება ასევე „ინოვაციების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტი. აგრეთვე იმ იურიდიულ პირებზე გაცემული სახსრები რომელთაც „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი.
გარდამავალი ეტაპისთვის, გრანტად ითვლება ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აწარმოე საქართველოში მიერ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში” მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ფარგლებში მეწარმე სუბიექტზე/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფზე გაცემული სახსრები, საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების მოქმედების ვადის განმავლობაში.
გრანტად არ ჩაითვლება სამეწარმეო მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები.
დონორსა და გრანტის მიმღებს შორის იდება წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, მიღებული სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც დონორი უყენებს გრანტის მიმღებს.
გრანტის ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს მისი მიზნობირიობა, ანუ იგი გაიცემა განსაზღვრული საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნის მისაღწევად (მაგ. საგანმანათლებლო, ჯანდაცვის დაცვა და სხვა). ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ დონორის თანხმობით შეიძლება შეიცვალოს გრანტის მიზნობრიობა და იგი გამოყენებულ იქნეს არა იმ თავდაპირველი მიზნებისათვის, რისთვისაც იგი გაიცა.
გრანტის სახით მიღებული ქონების რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ქმედება წინასწარ იყო გათვალისწინებული გრანტის ხელშეკრულებაში.
სახელმწიფო შესყიდვა არის “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს
კანონით დადგენილ შემთხვევებში, ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით
შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო
სამუშაოს შესყიდვა, რომელიც ხორციელდება შემდეგი სახსრებით:
სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ნებისმიერმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, მათ შორის არასამეწარმეო იურიდიულმა პირმაც.
გამარტივებული შესყიდვა არის შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება:
ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვა ხდება იმ შემთხვევაში თუ ხორციელდება 5 000 ლარის ან მეტი ღირებულების ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა. ამასთან, ელექტრონული ტენდერი არ გამოიყენება თუ არსებობს გამარტივებული შესყიდვის საფუძველი.
კონკურსი არის სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული საშუალება, რომელიც გამოიყენება საპროექტო მომსახურების შესყიდვისთვის. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით,
საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვისა და ელექტრონული ტენდერისგან განსხვავებული სახელმწიფო შესყიდვის – კონკურსის – საშუალებით. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია კონკურის საშუალებით შეისყიდოს საპროექტო მომსახურება, მათ შორის, დიზაინერული, დაგეგმარების, ხარჯთაღრიცხვის, არქიტექტურული, საინჟინრო გეგმები ან პროექტები.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კონკურსის ან ელექტრონული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენისათვის წესდება საფასური 50 ლარის ოდენობით, ხოლო კონსოლიდირებული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის – საფასური 5 000 ლარის ოდენობით. ამასთან, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეიძლება დადგინდეს კონკურსში ან ელექტრონულ ტენდერში საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენისათვის ზემოთ მოცემული საფასურისაგან განსხვავებული საფასური, ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით − კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის ზემოთ მოცემული საფასურისაგან განსხვავებული საფასური.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ერთმანეთისგან განასხვავებს სახელმწიფო ქონებას და მუნიციპალიტეტის ქონებას. სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი (უძრავი და მოძრავი ნივთები), აგრეთვე არამატერიალური ქონებრივი სიკეთე (წილი საწარმოში, მოთხოვნები და სხვა). მუნიციპალიტეტის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, მათ შორის, ქონება, რომელსაც მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკა, ან რომელსაც მუნიციპალიტეტი შექმნის, შეიძენს ან დაირეგისტრირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თვითმმართველი ერთეულის ქონება იყოფა ორ კატეგორიად – ძირითად (განუსხვისებელ) და დამატებით ქონებად: ა) ძირითად (განუსხვისებელი) ქონებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ქონება, რომელიც არის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების განხორციელების საფუძველი და რომელიც მუნიციპალიტეტმა შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ თავისი საჯარო ფუნქციების შესასრულებლად და უფლებამოსილების განსახორციელებლად. ბ) დამატებით ქონებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ქონება, რომელიც არ არის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების ნაწილი და რომელიც მუნიციპალიტეტმა შეიძლება გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისება დაუშვებელია, გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. მუნიციპალიტეტის დამატებითი ქონების გასხვისება დასაშვებია საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
პრივატიზება ეს არის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირების (ფიზიკური ან იურიდიული პირები) ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე ან მუნიციპალიტეტის ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა.
სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზების/რეალიზაციის შემთხვევებისა) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, აგრეთვე სახელმწიფოს, სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკი, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისას − ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი შეიძლება იყოს, საქართველოს კონსტიტუციითა და “სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული პირები.
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შემძენი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. ხოლო გამონაკლისი შემთხვევები და სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ურთიერთობები დადგენილია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით.
მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისა) ქონების შემძენი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია. ამასთან, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი შეიძლება იყოს, საქართველოს კონსტიტუციითა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული პირები.
სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ქონების პრივატიზების საკითხების მარეგულირებელი კანონმდებლობა რაიმე სახის შეღავათებს პრივატიზების პროცესში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის არ ითვალისწინებს. ეს უკანასკნელნი პრივატიზაციის პროცესში ისეთივე წესითა და პირობებით იღებენ მონაწილეობას, როგორც სხვა დაინტერესებული პირები (მყიდველები).
სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge) ან სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.privatization.ge), რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. აუქციონის გამოცხადება და ვაჭრობა ხორციელდება ვებგვერდზე www.eauction.ge. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ისეთ პერიოდულ გამოცემაში, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება.
მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია თბილისის შემთხვევაში ქვეყნდება აუქციონის განმახორციელებელი სუბიექტის − აუქციონატორის ვებგვერდზე, ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში და ვებგვერდზე www.eauction.ge, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტის შემთხვევაში – ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში და ვებგვერდზე www.eauction.ge
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, უძრავ ქონებას მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.
უძრავი ნივთის შესაძენად, აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, უძრავი ქონების ნასყიდობის პირობები გამარტივდა, სანოტარო ხელშეკრულების გაფორმება არ არის სავალდებულო, თუმცა კანონი არ კრძალავს სანოტარო ფორმის გამოყენებასაც. გამყიდველი და მყიდველი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგენენ ნასყიდობის ხელშეკრულების წერილობით ფორმას და ხელს მოაწერენ რეგისტრატორის თანდასწრებით.
“საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან გაიცემა ნებისმიერ პირზე.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება:
ასეთი საკანონმდებლო აუცილებლობა არ არსებობს, მაგრამ აღნიშნული უძრავი ქონების გასხვისების ან სხვაგვარად დატვირთვის შემთხვევაში საჭიროა ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რაც ავტომატურად გამოიწვევს ამ უფლების რეგისტრაციას, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ იარსებებს ინფორმაცია აღნიშნული უძრავი ქონების საკუთრების შესახებ.
კერძო სამართლის იურიდიული პირის მონაწილეობით 1 წელზე მეტი ვადით დადებული ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულებები (მათ შორის, ხელშეკრულებები, რომელთა საერთო ვადა აღემატება 1 წელს) უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში. ამ უფლებების წარმოშობისათვის აუცილებელია მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა გარკვეული ნიშნებით წააგავს ნარდობის/მომსახურების ხელშეკრულებას, რომლის დროსაც ასევე ხდება ანაზღაურების სანაცვლოდ გარკვეული სამუშაოს შესრულება, თუმცა მათ შორის არის მნიშვნელოვანი განსხვავებები. მაგალითად, შრომითი ურთიერთობის დროს სამუშაოს შესრულება ხდება დასაქმებული – ფიზიკური პირის მიერ და ისიც ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, მაშინ როცა ნარდობის/მომსახურების ხელშეკრულების დროს ეს ასე შეიძლება არ ხდებოდეს. ნარდობისას შემსრულებელი/მენარდე შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირი, ამასთან სამუშაოთა შესრულება არ ხდება ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში. გარდა ამისა, შრომითი ურთიერთობის დროს დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება ხდება პირადად, მაშინ როცა ნარდობის დროს ამის ვალდებულება არსებობს მაშინ, თუ ეს ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან შესასრულებელი სამუშაოს შესრულების სპეციფიკა ამას მოითხოვს.
შრომითი ურთიერთობის მიზნებისთვის, დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. დისკრიმინაციის ფორმად ასევე განიხილება, სამუშაო ადგილზე შევიწროება (მათ შორის, სექსუალური შევიწროება), რაშიც მოიაზრება ზემოთ მოცემული რომელიმე ნიშნით განპირობებული არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. ;
დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში ვიზეა მტკიცების ტვირთი? დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება, თუ კანდიდატი ან დასაქმებული მიუთითებს იმ ფაქტებზე ან/და გარემოებებზე, რომლებიც ქმნის საფუძველს გონივრული ვარაუდისთვის, რომ დამსაქმებელმა დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ მოთხოვნა დაარღვია.
დისკრიმინაციად არ ჩაითვლება კანდიდატისადმი დადგენილი მოთხოვნები, თუ დადგენილი მოთხოვნები გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან ან სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერი საშუალება.
გონივრული მისადაგების პრინციპი გულისხმობს დამსაქმებლის მიერ ისეთი ღონისძიებების განხორციელებას რომელიც ხელს უწყობს შრომით ურთიერთობებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის, კერძოდ, გონივრული მისადაგების პრინციპის, დაცვის მიზნით დამსაქმებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა დასაქმების, კარიერული წინსვლის, კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ხელმისაწვდომობისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ღონისძიება დამსაქმებელს არაპროპორციულ ტვირთს აკისრებს. ეს ტვირთი არაპროპორციულად არ მიიჩნევა, თუ კონკრეტულ ღონისძიებასთან დაკავშირებით მოქმედებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები, შეღავათები ან/და სხვა, ალტერნატიული საშუალებები.
საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს შრომის კოდექსის” მე-11 მუხლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული არ არის დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, თუ ვიხელმძღვანელებთ ამ კოდექსის და საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის სამოქალაქო კოდექსის ზოგადი სულისკვეთებით, უარი არ უნდა იყოს უსაფუძვლო და არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციის ნიშნებს.
არასრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირი არის დასაქმებული, რომლის ნორმირებული სამუშაო დრო კვირის განმავლობაში ან საშუალოდ 1 წლამდე ხანგრძლივობის შრომითი ურთიერთობის პერიოდში ანალოგიურ პირობებში სრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირის ნორმირებულ სამუშაო დროზე ნაკლებია. ამ მიზნებისთვის, სრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირი არის დასაქმებული, რომელიც იმავე ფორმის შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში იმავე დამსაქმებლისთვის ასრულებს იმავე ან მსგავს სამუშაოს და დასაქმებულია იმავე მიმართულებით, იმავე დეპარტამენტში ან სამსახურში. იმავე მიმართულებით, იმავე დეპარტამენტში ან სამსახურში ანალოგიურ პირობებში სრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირის არარსებობის შემთხვევაში გასათვალისწინებელია იმავე დამსაქმებელთან ანალოგიურ პირობებში სრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირი. ასეთი პირის არარსებობის შემთხვევაში გასათვალისწინებელია საქმიანობის იმავე სფეროში სრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირი.
არასრულ სამუშაო განაკვეთზე მომუშავე დასაქმებულს აქვს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების უფლება. სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე მომუშავე დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა თითქმის მსგავსია. არასრულ სამუშაო განაკვეთზე მომუშავე დასაქმებულის მიმართ განსხვავებული მოპყრობა ობიექტური საფუძვლებიდან უნდა გამომდინარეობდეს. აკრძალულია შრომის პირობებთან დაკავშირებით არასრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირის მიმართ განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ პირობებში სრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებულ პირთან შედარებით მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პირი დასაქმებულია არასრულ სამუშაო განაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განსხვავებული მოპყრობა გამართლებულია ობიექტური საფუძვლით.
დასაქმებულს უფლება აქვს დასაქმდეს ერთზე მეტ სამუშაოზე. დასაქმებულის უფლება, დასაქმდეს ერთზე მეტ სრულ ან არასრულ სამუშაო განაკვეთზე, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება შეიზღუდოს, თუ პირი, რომლისთვისაც უნდა შესრულდეს შეთავსებითი სამუშაო, დამსაქმებლის კონკურენტია. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ დასაქმებულს ფაქტობრივად უნდა შეეძლოს შეთავსებითი სამუშაოს შესრულება, მისი სამუშაო განაკვეთის და შესასრულებელი სამუშაოს თავისებურებების გათვალისწინებით.
პირთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით და მისი ვადის გაგრძელება დაუშვებელია. სხვანაირად რომ ითქვას, გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულება იდება მხოლოდ ერთხელ. ამასთან აღსანიშნავია, რომ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 6 თვეს.
დამსაქმებელს ეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, რომ თავი აარიდოს შრომითი ხელშეკრულების დადებას. სტაჟიორი არ ანაცვლებს დასაქმებულს. დამსაქმებელს არ აქვს უფლება, აიყვანოს სტაჟიორი იმ დასაქმებულის ნაცვლად, რომელთანაც შრომითი ურთიერთობა შეჩერდა ან/და შეწყდა.
ანაზღაურებისგარეშე სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა − 1 წელს. პირს უფლება აქვს, ერთსა და იმავე დამსაქმებელთან ანაზღაურებისგარეშე სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ერთხელ.
სტაჟიორისა და დამსაქმებლის ურთიერთობას აწესრიგებს წერილობითი ხელშეკრულება. სტაჟირების ვადის ხანგრძლივობის მიუხედავად, სტაჟიორთან ხელშეკრულება აუცილებლად უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით.
დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მივლინებაში გაგზავნა იმ შემთხვევაში მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის შეცვლად, თუ მივლინების დღეების რაოდენობა აღემატება შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღეების ოდენობას. ამასთან, თუ შრომითი ხელშეკრულებით არ არის დადგენილი მივლინებების დღეების რაოდენობა, დასაქმებულის მივლინებაში გაგზავნა იმ შემთხვევაში მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის შეცვლად, თუ მივლინების პერიოდი წელიწადში 45 კალენდარულ დღეს აღემატება.
სამუშაო დრო არის შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობა. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის შეცვლა მოითხოვს მხარეთა შეთანხმებას. ამასთან, დამსაქმებელს უფლება აქვს ცალმხრივად, დასაქმებულის თანხმობის გარეშე შეცვალოს სამუშაოს დაწყების ან დამთავრების დრო არაუმეტეს 90 წუთით, რაც თავის მხრივ არ ჩაითვლება შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის შეცვლად.
თუ იმ დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც არის ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალი, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ იძლევა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას, მას გონივრული მისადაგების ფარგლებში უფლება აქვს, მოითხოვოს იმავე დამსაქმებელთან თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი სამუშაოს შესრულება.
ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/სამუშაო პროცესის 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტი რეჟიმია, ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ.
საქართველოს შრომის კოდექსი დღის სამუშაოზე დასაქმებული სრულწლოვანი პირებისთვის არ ადგენს ყოველდღიური სამუშაო დროის მაქსიმალურ ხანგრძლივობას. აღნიშნული განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამასთან, საქართველოს შრომის კოდექსი ასეთ მინიმალურ სტანდარტს ადგენს არასრულწლოვანი და ღამის სამუშაოზე დასაქმებული პირებისთვის. კერძოდ:
საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, სამუშაო დღეებს/ცვლებს შორის დასაქმებულის უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. გარდა ამისა, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული დასვენებით 7-დღიანი პერიოდის განმავლობაში უწყვეტად არანაკლებ 24 საათისა. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია დასაქმებულმა არაუმეტეს 14 დღის განმავლობაში მიმდევრობით ორჯერ ისარგებლოს 24-საათიანი დასვენების დროით. გარდა ზემოაღნიშნული საერთო სტანდარტებისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერ წარმომადგენელს ან მხარდამჭერს უფლება აქვს, დასვენების დღეების გარდა, თვეში ერთხელ ისარგებლოს დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღით ან დამსაქმებელს შეუთანხმოს შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებულისგან განსხვავებული სამუშაო დრო.
დამსაქმებელი ვალდებულია სამუშაო დღეს წერილობით ან/და ელექტრონულად აღრიცხოს დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი დრო და სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი გააცნოს დასაქმებულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, სამუშაოს ორგანიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. დამსაქმებელი ვალდებულია სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის დოკუმენტი შეინახოს 1 წლის განმავლობაში. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმას განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა განსაზღვრულია მინისტრის 2021 წლის 12 თებერვლის N01-15/ნ ბრძანებით.
დასაქმებულის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება ხდება მისი თანხმობით. ამასთან, საქართველოს შრომის კოდექსი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როცა მას ევალება ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება, კერძოდ, დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან\და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის (ანაზღაურების გარეშე), აგრეთვე საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან\და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის (სათანადო ანაზღაურებით). აღსანიშნავია, რომ აკრძალულია იმ დასაქმებულის, რომელიც არის ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, არასრულწლოვანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი ან მხარდამჭერი ან რომელსაც ჰყავს 3 წლამდე ბავშვი, ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.
საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დასაქმებულის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება უნდა ანაზღაურდეს შრომის ანაზღაურების გაზრდილი ოდენობით ან დასაქმებულს უნდა მიეცეს პროპორციული დამატებითი დასვენების დრო. საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, არ ანაზღაურდება დასაქმებულის მიერ სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით, რომლის ოდენობაც განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით ან/და შრომის შინაგანაწესით (თუ ის შრომითი ხელშეკრულების ნაწილია). ამასთან, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის პროპორციული დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე.
ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა ანაზღაურდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემდეგ გადასახდელ ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებასთან ერთად. ამასთან, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ პროპორციული დამატებითი დასვენების დრო დასაქმებულს უნდა მიეცეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს 4 კვირისა, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
უქმე დღეების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს შრომის კოდექსით. გარდა კოდექსისა, სხვა უქმე დღეები შეიძლება დადგინდეს სხვა საკანონმდებლო აქტით (მაგ: საარჩევნო კოდექსის მიხედვით არჩევნების დღე უქმე დღეა) და საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით. გარდა ამისა, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულს უნდა მიეცეს დამატებით ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში სულ მცირე 10 კალენდარული დღე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შრომის კოდექსი ადგენს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების მინიმალურ ოდენობებს, შესაბამისად შრომის ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით (თუ ის შრომითი ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია) შეიძლება განისაზღვროს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების უფრო მეტი ოდენობა.
დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 143 კალენდარული დღის ოდენობით. დასაქმებულს უფლება აქვს, ეს შვებულება, თავისი შეხედულებისამებრ, გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე. შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით. გარდა ამისა, დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ აღნიშნული შვებულებების დამატებით ანაზღაურებაზე.
დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 587 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე. შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით. გარდა ამისა, დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ აღნიშნული შვებულებების დამატებით ანაზღაურებაზე.
ბავშვის მოვლის გამო 604 კალენდარულ დღიანი (ან შესაბამისად 587 დღიანი) შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ. რაც შეეხება ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებას, ამ შვებულებით სარგებლობა ბავშვის დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ბავშვის მამას უფლება აქვს, ისარგებლოს აღნიშნული შვებულების იმ დღეებით, რომლებიც ბავშვის დედას არ გამოუყენებია.
დასაქმებულს თავისი თხოვნის საფუძველზე, მთლიანად ან ნაწილ–ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ეძლევა ბავშვის მოვლის გამო დამატებითი, ანაზღაურების გარეშე შვებულება 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი. ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება მიეცემა ნებისმიერ პირს, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს (მშობელი, ბებია, ბაბუა და სხვა).
შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამასთან, შრომის ანაზღაურება არის ძირითადი ან მინიმალური ანაზღაურება ან ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელიც გადახდილია ფულადი ფორმით ან ნატურით და რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ. შრომის ანაზღაურების გადახდის წესიც განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით, ამასთან დაცული უნდა იქნეს საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი მინიმალური სტანდარტი რაც გულისხმობს შრომის ანაზღაურების არანაკლებ თვეში ერთხელ გაცემას.
ქალისა და მამაკაცისათვის თანაბარი შრომის ანაზღაურების გადახდის პრინციპი გულისხმობს, რომ დამსაქმებელი ვალდებულია ქალი და მამაკაცი დასაქმებულების მიერ თანაბარი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში უზრუნველყოს მათთვის თანაბარი შრომის ანაზღაურების გადახდა.
დასაქმებულს უფლება აქვს, პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, ასევე მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე.
მასობრივ დათხოვნად მიიჩნევა დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების 30 კალენდარული დღის განმავლობაში ისეთი საფუძვლით შეწყვეტა, რომელიც არ არის განპირობებული დასაქმებულის პიროვნებით ან ქცევით ან შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლით:
შრომითი ნორმების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შრომის ინსპექციის სამსახური. 2021 წლამდე შრომის ინსპექციის მანდატი ვრცელდებოდა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის ზედამხედველობაზე, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან შრომის ინსპექციის მანდატი გაფართოვდა და მისი უფლებამოსილებები ასევე გავრცელდა შრომის ნორმების სხვა ასპექტებზეც.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დადგენილია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შრომითი ნორმების დარღვევაზე. ამასთან, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დგინდება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ნორმების დარღვევაზე, შესაბამისად ამ საკითხებზე არ ვრცელდება შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატი.
შრომითი ნორმების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და ადმინისტრაციული სახდელები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. ადმინისტრაციული სახდელის სახით დამსაქმებელის მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნეს გაფრთხილება ან ჯარიმა ზემოაღნიშნული კანონებით გათვალისწინებული ოდენობით. გარდა ამისა, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასევე შეიძლება გამოყენებული იქნეს ადმინისტრაციული სახდელი – სამუშაო პროცესის შეჩერების სახით. ადმინისტრაციული სახდელის შერჩევისას გაითვალისწინება დარღვევის ხასიათი, ინტენსივობა, დამსაქმებლის შემოსავლის ოდენობა და სხვა.
შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი ისე წერილობითი ფორმით. ამასთან, ზეპირი ფორმით ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში. კერძოდ, თუ შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა არ აღემატება 1 თვეს, ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ზეპირი ფორმითაც. შესაბამისად, თუ შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა 1 თვეს აღემატება, აუცილებელია შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულების დასადებად და ნამდვილობისთვის არ არის სავალდებულო სანოტარო წესით დამოწმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 548–ე მუხლის მიხედვით, მიმდინარე რემონტის ჩატარება, ჩვეულებრივ, ევალება დამქირავებელს და დამქირავებელი მოვალეა ეს სამუშაოები შეასრულოს საკუთარი ხარჯებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 549–ე მუხლის თანახმად, დამქირავებელს არა აქვს უფლება, გაქირავებული ნივთი გამქირავებლის თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს, ხოლო გამქირავებელს უფლება აქვს, უარი თქვას ქვექირავნობაზე. თუმცა, გამქირავებელს არ შეუძლია უარი თქვას საცხოვრებელი სადგომის ქვექირავნობაზე, თუ საპატიო მიზეზის არსებობისას დამქირავებელს სურს მიაქირაოს მესამე პირს დაქირავებული საცხოვრებელი სადგომი მთლიანად ან მისი ნაწილი. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, თუ გამქირავებლისათვის ქვემოქირავნე წარმოადგენს მისთვის არასასურველ პიროვნებას, ან საცხოვრებელი სადგომი ზედმეტად გადაიტვირთა, ან თუ სხვა მიზეზების გამო გამქირავებლისათვის მიუღებელია ქვექირავნობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 558–ე მუხლის თანახმად, გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში.
ქირავნობის ხელშეკრულებისათვის დადგენილი ნორმები მოქმედებს იჯარის ხელშეკრულების დროსაც, თუ სხვა რაიმე განსხავავებული კანონისმიერი წესები არ არსებობს იჯარის ხელშეკრულებისთვის. განსხვავება კი მდგომარეობს იმაში, რომ იჯარის ხელშეკრულების დროს მოიჯარეს იჯარით გადაცემული ქონების სწორი სამეურნეო გამოყენების შედეგად შეუძლია მიიღოს სარგებელი, რაც შეუძლებელია ქირავნობის ხელშეკრულების დროს დამქირავებლისთვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 561–ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს სამ თვეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმის გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
მოხალისეობა არის მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხების მარეგულირებელ ძირითად საკანონმდებლო აქტს წარმოადგენს „მოხალისეობის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც მოხალისეობა არის ამ კანონით დადგენილი ორგანიზაციული მოწესრიგების ფარგლებში ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ცოდნითა და უნარით, ნებაყოფლობით და უანგაროდ განხორციელებული საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა. ეს კანონი არ არეგულირებს ინდივიდუალურ მოხალისეობას.
სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს არა „მოხალისეობის შესახებ” საქართველოს კანონი, არამედ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონი. გარდა ამისა, მოხალისეობითი ურთიერთობა, რომლის ერთი მხარე პოლიტიკური გაერთიანებაა, რეგულირდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.
,,მოხალისეობის შესახებ” კანონის მიხედვით, მოხალისე შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, რომელიც საკუთარი ცოდნითა და უნარით, ნებაყოფლობით და უანგაროდ ახორციელებს საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობას. მოხალისე შეიძლება იყოს 16 წელს მიღწეული ფიზიკური პირი, ხოლო 16 წლამდე არასრულწლოვანი მოხალისეობით ურთიერთობას ახორციელებს თავისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის ორგანოს/მეურვეობის ორგანოს თანხმობით.
სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისე შეიძლება იყოს ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს და რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელებაში.
მოხალისეობითი ურთიერთობა არის მოხალისისა და მასპინძელი ორგანიზაციის ურთიერთობა. „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს მასპინძელი ორგანიზაციების ჩამონათვალს. კერძოდ. მასპინძელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს:
აღსანიშნავია, რომ მოხალისეობითი ურთიერთობა, რომლის ერთი მხარე პოლიტიკური გაერთიანებაა, რეგულირდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით. გარდა ამისა, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს არა „მოხალისეობის შესახებ” საქართველოს კანონი, არამედ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონი.
„მოხალისეობის შესახებ“ კანონის მიზნებისთვის საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობად მიიჩნევა იმ იურიდიული პირისთვის დახმარების გაწევა, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ერთ-ერთ შემდეგ სფეროში: ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განვითარების, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების, სიღარიბის დაძლევისა და სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, ახალგაზრდობისა და ბავშვთა საკითხების, გენდერული საკითხების, კონფლიქტების მოგვარების, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დახმარების, მიგრაციის, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, ცხოველთა უფლებების დაცვის სფეროები.
ფიზიკურ პირს მოხალისეობის განხორციელებისას უნარჩუნდება უმუშევრის სტატუსი. მას უფლება აქვს, ისარგებლოს იმ შეღავათითა და დახმარებით, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით უმუშევართათვის არის გათვალისწინებული.
მასპინძელი ორგანიზაციის ვალდებულებები მოხალისის მიმართ განისაზღვრება კანონმდებლობით და მოხალისეობითი ხელშეკრულებით. ამასთან, „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს მასპინძელი ორგანიზაციის ძირითად ვალდებულებებს. თუმცა, მასპინძელი ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სახე და პირობები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით.
„მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მასპინძელი ორგანიზაცია ვალდებულია:
„მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული მოხალისეობის შემთხვევაში, მოხალისეობითი ხელშეკრულება იდება წერილობით ან ზეპირად. ამასთან, ხელშეკრულება აუცილებლად წერილობით იდება, თუ მოხალისეობითი ურთიერთობა 1 თვეზე მეტ ხანს გრძელდება.
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაგროვებითი საპენსიო სქემა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც არიან დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები და იღებენ შემოსავალს დასაქმებიდან ან თვითდასაქმებიდან, გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა. დაგროვებითი საპენსიო სქემა ასევე, ვრცელდება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა.
2019 წლის 1 იანვრიდან საპენსიო სქემაში ავტომატურად გაწევრიანდება რეზიდენტი დასაქმებული საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე რეზიდენტი დასაქმებული, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის ქალის შემთხვევაში ჯერ არ ქონდა შესრულებული 55 წელი, ხოლო კაცის შემთხვევაში ჯერ არ ქონდა შესრულებული 60 წელი.
იმ დასაქმებულ პირს, რომელიც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყო 40 წლის ან მეტის, უფლება აქვს წერილობით მიმართოს საპენსიო სააგენტოს და გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან ამ სქემაში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრებიდან 5 თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრებიდან 3 თვისა.
დაგროვებითი პენსიის მიზნებისთვის დასაქმებულად ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც:
დაგროვებითი პენსიის მიზნებისთვის თვითდასაქმებულად ითვლება ინდივიდუალური მეწარმე, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც არ ექვემდებარება გადასახადის წყაროსთან დაკავებას.
დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება ნებაყოფლობითია თვითდასაქმებული პირებისთვის. ასევე, დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფილობით შეუძლიათ გაწევრიანდნენ დასაქმებული ქალები, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე შეუსრულდათ 55 წელი ან მეტი და დასაქმებული კაცები, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე შეუსრულდათ 60 წელი ან მეტი.
საპენსიო შენატანი არის დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილის სასარგებლოდ, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ასახვის მიზნით, კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით გადახდილი თანხა. ამ თანხას იხდიან დამსაქმებელი, დასაქმებული და სახელმწიფო, თუ მონაწილე დასაქმებულია, ან/და თვითდასაქმებული და სახელმწიფო, თუ მონაწილე თვითდასაქმებულია.
დაგროვებითი საპენსიო სისტემის მართვის მიზნით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეიქმნა დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საპენსიო სააგენტო. საპენსიო სააგენტო პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე.
საპენსიო შენატანი უნდა განხორციელდეს რეზიდენტი პირის ყველა სარგებელზე, კერძოდ მომსახურების გაწევით მიღებულ იმ შემოსავალზე, რომელიც იბეგრება გადახდის წყაროსთან, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლით გათვალისწინებული ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე (გარდა შემოსავლისა, რომელიც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, როიალტით, ქირით, იჯარით მიღებული და საინვესტიციო შემოსავალი).
საპენსიო სქემაში მონაწილე ფიზიკური პირის საპენსიო შენატანების დაფინანსება ხორციელდება შემდეგნაირად:
სახელმწიფო საპენსიო შენატანს მას შემდეგ განახორციელებს, რაც საპენსიო სააგენტოს შეტყობინებით დადასტურდება, რომ მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აისახა დამსაქმებლის, დასაქმებულის და შესაბამისად თვითდასაქმებულის გადასახდელი საპენსიო შენატანები (შენატანი). სახელმწიფო არ განახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულის დასაბეგრი წლიური ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის იმ მოცულობაზე, რომელიც აღემატება 60 000 ლარს.
დამსაქმებლის მიერ დასაბეგრ ოპერაციაზე საპენსიო შენატანების გადახდისას გასათვალისწინებელია, რომ დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანების გამოანგარიშება, გადახდა და საპენსიო სააგენტოში დეკლარირება ხდება ერთდროულად. არსებობს მარტივი და დეტალური დეკლარაციები. დეკლარაციის წარმდგენმა შესაძლოა შეავსოს მათგან ერთ-ერთი. დეტალური დეკლარაცია მარტივისაგან განსხვავებით, დეტალურ ინფორმაციას იძლევა მიღებული სარგებელის სახეების შესახებ. არჩევანი დეკლარაციის წარმდგენს ეკუთვნის. დეკლარაციაში შეიტანება საპენსიო სქემაში გაწევრიანებული პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სარგებლის თანხა, რის საფუძველზეც განისაზღვრება საპენსიო შენატანების მოცულობა. აღსანიშნავია, რომ საპენსიო შენატანების საპენსიო სააგენტოში ჩარიცხვამდე, ანუ საპენსიო სააგენტოში ბალანსის შევსებამდე, სათანადო დეკლარაციის წარდგენა ვერ მოხდება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად (მუხლი 16511), დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის გამოვლენა (მიუხედავად გამოვლენილი დარღვევების საერთო რაოდენობისა) გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
ახორციელებენ სავალდებულოდ რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ეკონომიკურ საქმიანობას. ამასთან, სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, იწვევს კანონმდებლობით დადგენილ ფინანსურ პასუხისმგებლობას. მოქმედი კანონმდებლობით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, სავალდებულოდ რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობის სახეებში შედის:
საქმიანობის ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციისათვის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნას უფლებამოსილი პირის განცხადება ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის შესახებ და ინფორმაცია საქმიანობის კონკრეტული სახეებისა და საქმიანობის ადგილის (მისამართის) შესახებ ელექტრონული ფორმით. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის შედეგად მზადდება ამონაწერი, რომელიც ასახავს ეკონომიკური საქმიანობების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს. ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის ვადაა 1 წელი რეგისტრაციის მომენტიდან. ამ ვადის გასვლა იწვევს რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულობას, თუ დაინტერესებული პირი არ წარადგენს მოთხოვნას რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ.
მომსახურების საფასური ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციისთვის, აგრეთვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაციისთვის შეადგენს 39 ლარს (2 სამუშაო დღის ვადაში).
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია გარკვეული მოთხოვნები და წესები სამეწარმეო საზოგადოების საქმიანი წერილისათვის, რომელიც ასევე ვრცელდება არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზეც. კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს თუ რა იგულისხმება საქმიან წერილში, თუმცა აღნიშნულში შეიძლება მოვიაზროთ, როგორც საჯარო დაწესებულებებთან, ისე ნებისმიერ პირთან არსებული საქმიანი კომუნიკაცია. აღსანიშნავია, რომ საქმიანი წერილისთვის კანონით დადგენილი მოთხოვნები ეხება როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული სახით შედგენილ საქმიან წერილს.
კანონის თანახმად, ორგანიზაციის ყველა საქმიან წერილზე უნდა მიეთითოს კონკრეტული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შესახებ სულ მცირე შემდეგი მონაცემები: ა) სახელწოდება (რეესტრში რეგისტრირებული ოფიციალური სახელწოდება); ბ) იურიდიული მისამართი; გ) საიდენტიფიკაციო ნომერი. გარდა ამისა, ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა ორგანიზაციამ საქმიან წერილზე სახელწოდებასთან ერთად უნდა მიუთითოს დამატება „ლიკვიდაციის პროცესში“. იგივე წესი ვრცელდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მყოფ პირზე. ეს პირი ვალდებულია მიუთითოს აგრეთვე „გადახდისუუნარობის პროცესში“ ან მიუთითოს გადახდისუუნარობის კონკრეტული რეჟიმის თაობაზე − „რეაბილიტაციის რეჟიმში“ ან „გაკოტრების რეჟიმში“.
უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის ყველა საქმიან წერილზე უნდა მიეთითოს აგრეთვე ფილიალის მარეგისტრირებელი ორგანო და რეგისტრაციის ნომერი.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია გარკვეული მოთხოვნები და წესები სამეწარმეო საზოგადოების ვებგვერდისთვის, რომელიც ასევე ვრცელდება არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზეც. კერძოდ, თუ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს გააჩნია ვებგვერდი, იგი ვალდებულია მის ვებგვერდზე მიუთითოს ყველა ის მონაცემი, რომლებიც მიეთითება მის საქმიან წერილზე (სულ მცირე ის მონაცემები რომლის მითითებაც სავალდებულოა საქმიან წერილზე).
2022 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის ცვლილებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსში. ახლებურად მოწესრიგდა სუბიექტების მოწყობის, დაფუძნებისა და გადაწყვეტილებების მიღების საკითხები. აღნიშნული ცვლილებები გულისხმობს როგორც სუბიექტების სადამფუძნებლო დოკუმენტების შინაარსობრივ მხარეს, ისე სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ ფორმალურ მოთხოვნებს. შესაბამისად, სუბიექტებს ევალებათ სადამფუძნებლო დოკუმენტებისა და სარეგისტრაციო მონაცემების ახალი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად შექმნილ სამეწარმეო სუბიექტებთან ერთად, ასევე ევალება იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფილიალებს, რომელთაც რეგისტრაცია გაიარეს 2022 წლის 1 იანვრამდე. ამ თარიღიდან რეგისტრირებული სუბიექტების რეგისტრაცია ისედაც მოხდა ახალი კანონმდებლობის მოთხოვნებით, აქედან გამომდინარე 2022 წლის 1 იანვრიდან რეგისტრირებულ სუბიექტებს შესაბამისობის პროცედურების გავლა აღარ მოუწევთ.
2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული სუბიექტები ვალდებული არიან, 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამ ვადის გასვლის შემდეგ სუბიექტებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან მოცემულთან დაკავშირებით ინფორმირების გზით, დამატებით მიეცემა 3 თვიანი ვადა სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. თუ სუბიექტი ამ ვადაშიც სარეგისტრაციო მონაცემებს არ მოიყვანს კანონთან შესაბამისობაში, მისი რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება.
სამეწარმეო სუბიექტებთან ერთად, ცვლილებები ასევე შეეხო არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო იურიდიული პირების ფილიალებს. შესაბამისად, მათ მოუწვეს სარეგისტრაციო მონაცემების კანონის ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, სულ ცოტა ელექტრონული მისამართის შექმნის სახით, კერძოდ:
გარდა ზემოაღნიშნულისა, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს მოუწევთ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის კანონის ახალ მოთხოვნებთან შინაარსობრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა და ფაქტობრივი მონაცემების რეესტრის მონაცემებში ასახვა იმ ნაწილში რაც მათ ეხებათ. ეს ცვლილებები გულისხმობს სახელწოდების ახალ სტანდარტებს, იურიდიულ მისამართის განსაზღვრებას და ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის უფლებამოსილების ვადას, კერძოდ:
2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის – ელექტრონული მისამართის შექმნა და აქტივაცია შეიძლება განხორციელდება როგორც რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასთან ერთად, ისე დამოუკიდებლად ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში.
ელექტრონული პორტალის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მართვასა და კანონით განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია სუბიექტის მხოლოდ ერთი ხელმძღვანელი პირი. თუ სუბიექტს ჰყავს ერთზე მეტი ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი, უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი განისაზღვრება სუბიექტის უფლებამოსილ პირთა გადაწყვეტილებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი პირი განსაზღვრულია სადამფუძნებლო შეთანხმებით.
ელექტრონული მისამართის შექმნისთვის სავალდებულოა სადამფუძნებლო შეთანხმებაში მიეთითოს სუბიექტის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. სადამფუძნებლო შეთანხმებაში მობილური ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება არ არის სავალდებულო, თუ სააგენტოში სარეგისტრაციო განცხადება წარდგენილია უშუალოდ სუბიექტის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ. ამ შემთხვევაში მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი მიეთითება სარეგისტრაციო განცხადებაში. აღნიშნული მონაცემები არ არის საჯარო. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მონაცემების საჯაროობა და ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება.
თუ ელექტრონული მისამართის შექმნა ხდება სარეგისტრაციო მონაცემების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასთან ერთად, ელექტრონული მისამართის შექმნა ხდება ამ ცვლილებების რეგისტრაციის თანადროულად. შესაბამისად წარსადგენი იქნება შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის საჭირო დოკუმენტები (უფლებამოსილ პირთა გადაწყვეტილება/ოქმი შესაბამისობის უზრუნველყოფასა და ცვლილებების განხორციელებაზე, სადამფუძნებლო შეთანხმების/წესდების კონსოლიდირებული ტექსტი). ხოლო, თუ ელექტრონული მისამართის შექმნა ხდება დამოუკიდებლად, წარსადგენი იქნება ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირის განცხადება ელექტრონული მისამართის შექმნის შესახებ.
თუ სუბიექტის სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა გულისხმობს მხოლოდ ელექტრონული მისამართის შექმნას და სუბიექტს ჰყავს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი მხოლოდ ერთი პირი, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს:
თუ სუბიექტს ჰყავს ერთზე მეტი ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი და სადამფუძნებლო შეთანხმებით/წესდებით არ არის განსაზღვრული, თუ მათგან რომელია ელექტრონულ მისამართზე უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი, რეესტრს დამატებით წარედგინება უფლებამოსილ პირთა გადაწყვეტილება ერთზე მეტი ხელმძღვანელი პირიდან რომელი იქნება ელექტრონულ მისამართზე უფლებამოსილი (გადაწყვეტილებას ხელს უნდა აწერდეს სადამფუძნებლო შეთანხმებით/წესდებით განსაზღვრული პირი/პირები).
თუ სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა მოიცავს როგორც სარეგისტრაციო დოკუმენტების შინაარსობრივ ცვლილებას, ისე ელექტრონული მისამართის შექმნას, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს:
თუ სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა მათ შორის მოიცავს იურიდიული მისამართის შეცვლას, მარეგისტრირებელ ორგანოს დამატებით უნდა წარედგინოს უძრავი ნივთის მესაკუთრის სათანადო ფორმით შედგენილი და დამოწმებული თანხმობა ან უძრავ ნივთზე დაინტერესებული პირის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი დოკუმენტი.
ა(ა)იპ-ის რეგისტრაციისთვის აუცილებელ დოკუმენტს წარმოადგენს სადამფუძნებლო შეთანხმება/პარტნიორთა შეთანხმება/წესდება. თუ რა სავალდებულო მონაცემებს უნდა შეიცავდეს სადამფუძნებლო შეთანხმება/წესდება, განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით. გარდა ამისა, წესდებით, როგორც სადამფუძნებლო შეთანხმების ნაწილით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს დამატებით სხვა მონაცემებიც. სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა მოიცავს სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანას და ცვლილებების რეგისტრაციას, შესაბამისად, განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენის გარდა, მარეგისტრირებელ ორგანოს ასევე უნდა წარედგინოს სადამფუძნებლო შეთანხმება/წესდება ერთიანი კონსოლიდირებული დოკუმენტის სახით, რომელშიც ასახულია ყველა განხორციელებული ცვლილება.
სადამფუძნებლო შეთანხმების/წესდების სარეკომენდაციო ხასიათის ნიმუშები ხელმისაწვდომია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე – https://napr.gov.ge/required-info
სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტების დამოწმება შეიძლება მოხდეს სანოტარო წესით ან უშუალოდ მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. ამასთან, დოკუმენტების ზემოთ მოცემული წესით დამოწმება არ არის საჭირო, თუ დოკუმენტები წარდგენილია ელექტრონული სახით (ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის my.gov.ge-ს მეშვეობით) და მათზე ხელმოწერა შესრულებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სახით („ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).
განცხადება და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში, იუსტიციის სახლებში, სხვა ავტორიზებულ პირებთან (ნოტარიუსები და სხვა) პირადად ან ელექტრონულად (ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის – my.gov.ge-ს მეშვეობით).
სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა გულისხმობს რეგისტრირებული მონაცემებში ცვლილების შეტანას. აქედან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურების საფასურიც ცვლილებების რეგისტრაციის საფასურის ანალოგიურია. კერძოდ, საჯარო რეესტრის მომსახურების საფასური შეადგენს 200 ლარს, თუ ეს პროცედურა ხორციელდება 1 სამუშაო დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული პროცედურა ხორციელდება განცხადების შეტანის დღეს (დაჩქარებული მომსახურება), საჯარო რეესტრის მომსახურების საფასური შეადგენს 400 ლარს. გარდა ამისა, თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურება რეესტრში ხდება – რეგისტრაციის საფასურს ემატება 7 ლარი.