Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the acf domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home3/civilino/public_html/wp-includes/functions.php on line 6121
სსო მეტრი - Civil Society Institute

სსო მეტრი

სსო მეტრი – მონიტორინგის ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემო ფასდება აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში. ინსტრუმენტი საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება და მოიცავს 11 სხვადასხვა სფეროს 30–მდე სტანდარტსა და 170–მდე ინდიკატორს. მისი საშუალებით იზომება პრაქტიკა და საკანონმდებლო გარემო.

ინსტრუმენტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ ევროპის 800–ზე მეტმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ. შესაბამისად, სსო მეტრი არის ადგილობრივ საჭიროებებსა და რეგიონის სპეციფიკას მაქსიმალურად მორგებული ინსტრუმენტი.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)¸ არასამეწარმეო სამართლის ევროპულ ცენტრთან (ECNL) ერთად, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენელი რეგიონული ორგანიზაციების მონაწილეობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, 2017 წლიდან აქტიურად მონაწილეობს აღნიშნულ პროცესებში.

პროცესის პარტნიორი ორიგანიზაციები არიან: საერთაშორისო გამჭვირვალობა სომხეთში (TIAC),  სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (საქართველო), პრომო-ლექს ასოციაცია (მოლდოვა), სოციალური აქტივიზმის მხარდაჭერის საინიციატივო ცენტრი “Ednania” (უკრაინა).

ამ დროისთვის, სსო მეტრის გამოყენებით, მომზადებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების საარსებო გარემოს ამსახველი არა ერთი ანგარიში.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) ორგანიზებით მომზადებულია საქართველოში არსებული სიტუაციური ანგარიშები: 2019, 2020, 2021 , 2022, 2023 წლები. ანგარიშების მიხედვით შესაძლებელია შეფასდეს ქვეყნის პროგრესი ან რეგრესი 11 სფეროს მიხედვით. შედეგები იზომება 7–ბალიანი სისტემით. შეფასების სისტემა საშუალებას იძლევა შედარდეს ქვეყნის მიღწევები წლების მიხედვით, გამოწვევებისა და ასე შემდეგ.

შეფასების ინსტრუმენტი ყოველწლიურად იხვეწება და ფართოვდება.

2021 წელს, სსო მეტრის ფარგლებში შეიქმნა რეგიონული ჰაბი, სადაც აღამოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნის 20–მდე საზოგადოებრივი ორგანიზაცია გაწევრიანდა. ჰაბი ხელს უწყობს გამოცდილების, ცოდნის გაზიარებას, ახალი კონტაქტების დამყარებას და ა.შ. მისი მიზანია საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით წვლილი შეიტანოს მონიტორინგისა და ადვოკატირების პროცესში, რაც სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

საქართველოდან ჰაბს შეურთდნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI).