დეკლარაცია

დეკლარაცია
დეკლარაციასთან მიერთება
დეკლარაციის ხელმომეწრები

 

საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია თვითრეგულირების დოკუმენტია. მისი ხელმოწერით, საზოგადოებირივი ორგანიზაციები თანხმდებიან კონკრეტული საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტებით იმუშაონ.

დოკუმენტი საზოგადოებრივი ორგანიზაციების დიდი აქტიურობით შემუშავდა. სამუშაო ჯგუფში, რომელიც ტექსტის შესამუშავებლად შეიქმნა, ყველა დაინტერესებული ორგანიზაცია მონაწილეობდა. დეკლარაციის პრეზენტაცია თბილისში, სექტორის 60-მდე წარმომადგენლის წინაშე მოხდა. შემდეგ, განხილვები ჩატარდა ქვეყნის რვა რეგიონში, სადაც დეკლარაციის ტექსტის ირგვლივ მსჯელობაში 150-ზე მეტი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ჩაერთო.

ადამიანის უფლებების, სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის აღიარება და დაცვა, ადამიანის შესაძლებლობების გაფართოება და დემოკრატიულ პროცესებში მისი ჩართვა, მდგრადი გარემოს ხელშეწყობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, პარტნიორობა და სოლიდარულობა, ცოდნის გაზიარება, პოზიტიურ ცვლილებებზე ორიენტაცია – გამჭოლი პრინციპები, რომელსაც შედეგებზე ორიენტირებული ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია უნდა იზიარებდეს, დეკლარაციის უმთავრესი პრინციპებია.

ქართული კონტექსტიდან გამომდინარე, საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია მოიაზრებს, ასევე, პრინციპებს, რომელიც ქართული ორგანიზაციებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი უნდა იყოს – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფოს სუვერენულობის აღიარებას, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ოკუპანტ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის დაუშვებლობას, საქართველოს ევროპული კურსის გაზიარებას, ევროინტეგრაციის ხელშეწყობას.