ონლაინ სწავლება

CSI ერთ-ერთი პირველი ორგანზიაციაა, რომელმაც საქართველოში დისტანციური სწავლება შემოიღო. სწავლების ეს ფორმა მოქალაქეებსა და საჯარო მოხელეებს აძლევს საშუალებას, მათთვის მოხერხებულ დროსა და ვითარებაში აიმაღლონ ცოდნის დონე სხვადასხვა აქტუალური მიმართულებით. კურსებზე სწავლა უფასოა, დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

დღეისთვის, CSI-ის პლათფორმა http://e-learning.ge/ 31 ონლაინ კურსს ითვლის. სასწავლო კურსები დისტანციურია და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები, დავალებები, შეფასება, სხვა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი მოქნილია და მსმენელს თავად შეუძლია, მაქსიმალურად დაზოგოს რესურსები და ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად ისწავლოს.