2016 წლის მარტიდან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი ახორციელებს პროექტს „მართე შენი ქალაქი“.
პროექტის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის მოსახერხებელი მოდელის ჩამოყალიბება ქალაქ ბათუმში.
ეს ხელს შეუწყობს ქალაქის მართვაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდას, მათ ინფორმირებას ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით გატარებული რეფორმების, თვითმმართველობის პროცესში საზოგადოების ეფექტიანი მონაწილეობის შესახებ; ასევე – კანონმდებლობის ცვლილებიდან გამომდინარე, ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, ადგილობრივი მმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის სისტემის რეფორმირებას.