ქეთი მელიქაძე

ქეთევან მელიქაძე გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელია. მისი ძირითადი საქმიანობა არის ხელი შეუწყოს მთავრობას იმგვარი სერვისებისა და სისტემების განვითარებაში, რომელიც დაიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ძალადობის მსხვერპლ, სახელმწიფოს დაცვის ქვეშ მყოფ და ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს.

ქეთევან მელიქაძეს განათლება მიღებული აქვს ისეთი მიმართულებებით როგორებიცაა: მედიცინა, ჟურნალისტიკა, ეკონომიკა, საჯარო პოლიტიკა და მენეჯმენტი; არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და აქვს საერთაშორისო განვითარების პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი.

მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სოციალური პროგრამებისა და პროექტების პოლიტიკის ანალიტიკოსი და კონსულტანტი; ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პრობლემებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციის მენეჯმენტი; საჯარო პოლიტიკისა და პოლიტიკის ანალიზის მიმართულებით ლექციები და გაკვეთილები სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის.

ქეთევან მელიქაძე არის სხვადასხვა პროფესიული ასოციაციის წევრი, ასევე – რამდენიმე პუბლიკაციის თანაავტორი, მათ შორისა: ალტერნატიული სასჯელი საქართველოში (2007); განათლების ხელმისაწვდომობა (2004); განათლება და სიღარიბის დაძლევა საქართველოში (2003).