Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the acf domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home3/civilino/public_html/wp-includes/functions.php on line 6121
ტენდერი: ბრენდირებული პრომო პროდუქციის დამზადებასა და მოწოდებაზე - Civil Society Institute

ტენდერი: ბრენდირებული პრომო პროდუქციის დამზადებასა და მოწოდებაზე

21.09.2023

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ( CSI) აცხადებს ტენდერს პრომო (ბრენდირებული) პროდუქციის დამზადებასა და მოწოდებაზე.

აღნიშნული ტენდერი ცხადდება USAID მიერ დაფინანსებული პროექტის (სახელწოდება ინგლისურად: „Local Governance Program , Contract No.: 72011422C00001, Subcontract No. 188-1110-CSI-Firm Fixed Price-7 – Title: „Strengthening Civic Engagement and Participatory Governance Capacities in Local Governments“; სახელწოდება ქართულად: „ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა“ (კონტრაქტი No.: 72011422C00001, ქვეკონტრაქტი No. 188-1110-CSI-Firm Fixed Price-7 – „ადგილობრივ თვითმმართველობებში სამოქალაქო ჩართულობის და მონაწილეობითი მმართველობის უნარების გაძლიერება“) ფარგლებში.

შესყიდვის საგანი: მომსახურება პრომო მასალების (ბრენდირებული: ბლოკნოტი, კალამი, ტელეფონის სტიკერი, ჩანთა, მაისური, ჰუდი, ფლაერი) დამზადებასა და მოწოდებაზე, შემდეგი ლოტების მიხედვით:

ლოტი # 1
ბლოკნოტი – ბრენდირებული (სამი ლოგო ფერადი, 2023/2024 წლების კალენდარი)
მახასიათებლები:
ზომა: A6;
ყდა 300გრ. ცარცი ფერადი ორმხრივი ბეჭდვით;
წინა შიდა ყდაზე მოკლე ინფორმაციის ფერადი ბეჭდვა;
უკანა ყდის ორივე მხარეს 2023 და 2024 კალენდრების ფერადი ბეჭდვა;
შიდა ფურცლები 1ფერში (ხაზების გარეშე);
ბეჭდვა: 100 ფურცელი;
აკინძვა ზამბარაზე;
რაოდენობა: 1000 (ათასი);
700 ც. ქართული;
300 ც. აზერბაიჯანულ- ქართული.

ლოტი # 2
კალამი -ბრენდირებული (ორი ლოგო ფერადი)
მახასიათებლები:
თეთრი  (თავსახურის გარეშე);
რაოდენობა: 1000 (ათასი) ცალი.

ლოტი #3
ტელეფონის სტიკერი, წებვადი წყალგამძლე ქაღალდი, ბრენდირებული (ერთი ლოგო ფერადი და ვებ-გვერდის მისამართი www.chaertemartvashi.ge)
მახასიათებლები:
ზომა: 3 სმ დიამეტრი;
რაოდენობა: 1000(ათასი) ცალი;
700 ც. ქართული;
300 ც. აზერბაიჯანული.

ლოტი #4
ჩანთა – ბრენდირებული (სამი ლოგო ფერადი, და ვებ-ვერდი www.chaertemartvashi.ge)
მახასიათებლები:
მასალა სქელი ბიაზი;
ზომა:32*40 ზე, ფერადი ლოგოები;
რაოდენობა: 500 (ხუთასი) ცალი.

ლოტი #5
მაისური – ბრენდირებული (სამი ლოგო ფერადი, და ვებ-გვერდი www.chaertemartvashi.ge)
მახასიათებლები:
რაოდენობა: 500 (ხუთასი) ცალი;
320 ც. ქართული;
180 ც. აზერბაიჯანულ-ქართული;
თეთრი ფერის, L და XL ზომა.

ლოტი #6
ჰუდი – ბრენდირებული, ჯიბის და დათბილვის გარეშე (სამი ლოგო ფერადი, და ვებ- გვერდი www.chaertemartvashi.ge)
მახასიათებლები:
რაოდენობა: 100 (ასი) ცალი;
70 ც. ქართული;
30 ც. აზერბაიჯანულ-ქართული;
L და XL ზომა.

ლოტი #7
ფლაერი – ბრენდირებული, ფერადი, ორგვერდიანი
მახასიათებლები:
300 გრამიანი ცარცი;
ორმხრივი ბეჭედვა;
ზომა: A 4;
რაოდენობა: 1000 (ათასი) ცალი;
600 ც. ქართული;
400 ც. აზერბაიჯანული.

კონკურსში მონაწილეობის პროცედურა:

ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ 2023 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელ.ფოსტაზე: t.imnadze@civilin.org

დოკუმენტების ჩამონათვალი:
• დაინტერესებული პირის გამოცდილების მოკლე აღწერა;
• ლოტი, რომელშიც იღებს მონაწილეობას (შეიძლება ერთი ლოტი, რამდენიმე ან ყველა);
• ბიუჯეტი – (დანართ #1-ში მითითებული ფორმით);
• დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს დამკვეთისგან ბრენდირების შესახებ სრული ინფორმაციის მიღების შემდეგ სამუშაოს შესრულების ხანგრძლივობა;
• ამონაწერი მეწარმეთა და არამეწარმეთა (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ამასთან ამონაწერი გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 წლისა;
• საგადასახადო შედარების აქტი (დასაშვებია ელექტრონული ფორმით), რომელიც გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 დღისა;
• შემოთავაზებული პროდუქციის ელექტრონული ფოტოები (JPG ფორმატში) და ფიზიკური ნიმუშები.

საკონკურსო განაცხადებს განიხილავს სატენდერო კომისია, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ იურიდიულ პირებს.

გთხოვთ, დამატებითი კითხვებისთვის მიმართოთ შესყიდვების ოფიცერს, თორნიკე იმნაძეს:
ელ. ფოსტის მისამართი: t.imnadze@civilin.org
ტელ: 598 78 73 11

დანართი #1 ბიუჯეტის ფორმა (გადმოწერეთ)

დანართი #2 პრომო პროდუქციის დიზაინი (გადმოწერეთ)