თუ თქვენ :
- ხართ საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის წევრი ან თანამშრომელი, სტუდენტი ან სამოქალაქო აქტივისტი;
- გაინტერესებთ საზოგადოებრივი საქმიანობა და გსურთ გაიღრმავოთ ანალიტიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევები;
- გსურთ ჩაერთოთ პოლიტიკის დიალოგში და რეფორმების პროცესში.
- მაშინ საშუალება გეძლევათ:
ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, სამუშაოდან თუ სწავლიდან მოუწყვეტად გაიღრმავოთ ცოდნა და უნარები შემდეგ საკითხებზე:
სოციალური კვლევის მეთოდები
საჯარო პოლიტიკის ანალიზი
ადვოკატირება და ლობირება
საჯარო ფინანსები
დამატებითი ინფორმაცია ონლაინ პროგრამის შესახებ:
პროგრამა 4 სალექციო კურსისგან შედგება: სოციალური კვლევის მეთოდები, საჯარო პოლიტიკის ანალიზი, ადვოკატირება და ლობირება, საჯარო ფინანსები. პროგრამა დისტანციურია და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები, დავალებები, შეფასება და ა.შ. ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. შესაბამისად, მონაწილეებს ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, მათთვის ხელსაყრელ დროს, შეუძლიათ ჩაერთონ პროგრამაში და მაქსიმალურდ დაზოგონ რესურსები.
ონლაინ სასწავლო კურსების პირველი ციკლი 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2015 წლის მარტში დასრულდა. ონლაინ კურსების პირველ ციკლზე ჯამში დარეგისტრირდა 172 მსმენელი (130 საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი, 42 სტუდენტი). კურსდამთავრებულთა 97 % კმაყოფილია ონლაინ სასწავლო პროგრამით, ასევე კურსდამთავრებულთა 89 % მიიჩნევს, რომ პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა გამოყენებადია მათ საქმიანობაში.
პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. თითოეული კურსის ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატები.
პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია როგორც ცალკეული კურსების გავლა, ასევე სრული სალექციო პროგრამის არჩევა.
ონლაინ-პროგრამის განრიგი:
- სოციალური კვლევის მეთოდები 18 იანვარი 2016 წელი- 30 მარტი 2016 წელი
საჯარო პოლიტიკის ანალიზი, 18 იანვარი 2016 წელი- 15 მარტი 2016 წელი
ადვოკატირება და ლობირება 18 იანვარი 2016 წელი- 30 მარტი 2016 წელი
საჯარო ფინანსები 18 იანვარი 2016 წელი- 15 მარტი 2016 წელი
კურსების აღწერა:
სოციალური კვლევის მეთოდები
სალექციო კურსი მიზნად ისახავს, მსმენელებმა შეიძინონ საბაზისო ცოდნა სოციალური კვლევის, კვლევის სტრატეგიის, მეთოდოლოგიის, მეთოდიკის, ტექნიკის შესახებ. მსმენელებს საშუალება ეძლევათ, დაეუფლონ სოციალური ინფორმაციის მოპოვების სხვადასხვა მეთოდს, რომლებიც რელევანტურია როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევებისათვის. კურსს აქვს პრაქტიკული (გამოყენებითი) ღირებულება: ის მოამზადებს მსმენელებს იმისათვის, რომ შეძლონ სოციალური კვლევების ჩატარება სუპერვაიზორთა მეთვალყურეობის ქვეშ.
კურსის ხელმძღვანელი: იაგო კაჭკაჭიშვილი
საჯარო პოლიტიკის ანალიზი
კურსი წარმოადგენს პრაქტიკულად ორიენტირებული სემინარების ციკლს, რომლის მიზანია მსმენელებს გააცნოს ის უშუალო გარემო, რომელშიც საჯარო პოლიტიკის ანალიზი ხორციელდება; აგრეთვე გააცნოს პოლიტიკის ანალიზის თეორია და დაეხმაროს კურსის მონაწილეებს ანალიტიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. სემინარების მსვლელობაში დაწვრილებით განიხილება პოლიტიკის ანალიზის მეთოდის შემადგენელი ნაწილები: პრობლემის განსაზღვრა, შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბება, ალტერნატიული პროგრამების შემუშავება, ალტერნატიული პროგრამების შედეგების შეფასება, არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება. ყურადღება დაეთმობა, აგრეთვე, პოლიტიკის ანალიზის პროდუქტის ზეპირ და წერილობით პრეზენტაციას.
კურსის ხელმძღვანელი: ქეთევან მელიქაძე
ადვოკატირებისა და ლობირება
კურსის მიზანია მსმენელებმა თეორიული და პრაქტიკული თვალსაზრისით, საბაზისო ცოდნა შეიძინონ ადვოკატირებასა და ლობირებაში. კურსში წამოწეული საკითხები მსმენელს წარმოდგენას შეუქმნის ადვოკატირების და ლობირების სრულ პროცესზე. კურსში განხილულია საქართველოს კონსტიტუციური მოწყობა და მმართველობის ძირითადი ორგანოები, რათა სტუდენტს წარმოდგენა შეექმნას იმ გარემოზე, რომელშიც ლობირებისა და ადვოკატირების კამპანია ხორციელდება. ამასთანავე, კურსი მოიცავს იმ საკითხებს, რაც აუცილებელია ადვოკატირების და ლობირების კამპანიის წარმოებისთვის. ლექციებში მიმოხილულია თუ როგორ ხდება ლობირების საკანომდებლო რეგულირება საქართველოში, ასევე, როგორ ხდება ადვოკატირების და ლობირების პროცესის დაგეგმვა, რომელი სტრატეგიები და ტექნიკები გამოყენება კამპანიის წარმოებისას და ა.შ. კურსში ასევე განხილულია პრაქტიკული მაგალითები და ქეისები საქართველოს რეალობიდან, რაც მსმენელს დაეხმარება მომავალში თავად დაგეგმოს და ეფექტურად განახორციელოს ადვოკატირების და ლობირების კამპანია.
კურსის ხელმძღვანელი: ვაჟა სალამაძე
საჯარო ფინანსები
წარმოდგენილი სალექციო კურსი მიზნად ისახავს, მსმენელებმა შეიძინონ საბაზისო ცოდნა საჯარო ფინანსებში, კერძოდ კი ისეთ საკითხებზე როგორიცაა: საქართველოს სახელმწიფო ფინანსების სისტემა, ბიუჯეტირება და ასიგნებები; სხვადასხვა დონის ბიუჯეტები, საბიუჯეტო დეფიციტი და მისი მართვა; დელეგირებული კომპეტენციების დაფინანსების მექანიზმები; საბიუჯეტო კლასიფიკაცია; საბიუჯეტო ანგარიშგება, სახელმწიფო შესყიდვების სისტემა. კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ საჯარო ფინანსების როგორც თეორიული საკითხების გააზრება, ასევე მათი პრაქტიკაში რეალიზება.
კურს გაუძღვებიან: ოთო კიკვაძე, მიშა ძაგანია
რეგისტრაცია:
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 4 დეკემბერი 2015 წელი
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: (995 32) 2 36 36 00