ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის შეფასების ელექტრონული კითხვარი

03.11.2019

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი „ადგილობრივი განვითარების აქტორების მდგრადი კავშირის შექმნა საქართველოში” პროექტის ფარგლებში აცხადებს ტენდერს ელექტრონული კითხვარის პროგრამული უზრუნველყოფისთვის. ელექტრონული კითხვარის პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური პირობები:

  • მარტივი დიზაინი;
  • სხვადასხვა ტიპის 200-მდე სტატიკური კითხვის აწყობა (ღია/დახურული/multiple choice);
  • კითხვების დალაგება 8 ბლოკად. თითოეულ კითხვას ენიჭება მაქსიმუმ 1 ქულა (თუმცა პასუხების რაოდენობა განსახვავდება). ბლოკებს კი ენიჭებათ
  • სხვადასხვა წონა, რაც განსაზღვრავს საბოლოო შეფასებას;
  • მომხმარებლად რეგისტრაციისა და შესვლის (log in) საშუალება;
  • კითხვარის პასუხების პერიოდულად შენახვის (save as draft) შესაძლებლობა;
  • ნედლი მონაცემების ექსპორტირება ექსელის ფორმატში;
  • ნედლის მონაცემების პროგრამული დამუშავების შესაძლებლობა;
  • მონაცემების დეტალური სტატისტიკური ანალიზი და გრაფიკული გამოსახვა;
  • მომხმარებელს უნდა ჰქონდეს საშუალება დაინახოს თითოეულ ბლოკში მიღებული შედეგი. ასევე, საბოლოო ჯამური შეფასება და მისი ნარატიული აღწერა.

პროექტის შესახებ:

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს პროექტს „ადგილობრივი განვითარების აქტორების მდგრადი კავშირის შექმნა საქართველოში”, რომელიც დაფინანსებულია გერმანული საერთაშორისო ფონდის, Bread for the World-ის მიერ. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობას, განვითარების ყველა აქტორისთვის საჭირო ცოდნისა და შესაძლებლობების გაჩენას, რათა ერთობლივად განსაზღვრონ ადგილობრივი საჭიროებები და განვითარების პრიორიტეტები, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელება.

დაინტერესებულ მხარეებთან საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება 2019 წლის 13 ნოემბერს, 15:00 სთ-ზე. მის.: 26 მაისის მოედანი 2, V სართული, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ოფისი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, არაუგვიანეს 18 ნოემბრის, 18:00 საათისა, გამოგვიგზავნეთ აღნიშნული სამუშაოსთვის საჭირო ვადა და ბიუჯეტი, შემდეგ ელ-ფოსტაზე: g.avazashvili@civilin.org

სატენდერო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • იურიდიული პირის დასახელება ან ფიზიკური პირის სახელი და გვარი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • იურიდიული პირის შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • იურიდიული პირის შემთხვევაში საგადასახადო შედარების აქტი (დასაშვებია ელექტრონული ფორმით), რომელიც გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში
  • მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 დღისა.
  • მომსახურების ღირებულება (ბიუჯეტი);
  • მომსახურების განხორციელების ვადა.დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონზე: 032 2 36 36 00; 032 2 36 56 75.