სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე ადვოკატირების ოფიცრის პოზიციაზე. კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება სამართლებრივ ანალიზზე, ანალიტიკური კვლევების, სტატიების, პოლიტიკის დოკუმენტების მომზადებასა და ადვოკატირებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
1. ორგანიზაციის საქმიანობის სფეროებთან დაკავშირებულ თემებზე კვლევების წარმოება, მონაცემების ანალიზი და დამუშავება; საუკეთესო პრაქტიკის და ადგილობრივი გამოცდილების მოძიება განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამართლებრივ საკითხებს და მათ ადვოკატირებას;
2. ანალიტიკური სტატიების, კვლევითი ანგარიშების და პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება;
3. ახალი საკითხებისა და საკვლევი მასალის მოძიება/ინიცირება;
4. მიმდინარე პროექტების კოორდინირება, ღონისძიებების დაგეგმვა, სემინარების, ტრენინგების, პრეზენტაციებისა და სხვა ორგანიზაციული საქმიანობის განხორციელებაში მონაწილეობა;
5. დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან, ასევე სახელმწიფო უწყებებთან სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან კომუნიკაცია;
6. სამუშაო შეხვედრებსა და საჯარო ღონისძიებებში ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა;
7. საჭიროების შემთხვევაში, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის სხვადასხვა პროექტების დახმარება ანალიზისა და კვლევის კუთხით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი სამართლის, პოლიტიკური მეცნიერებების, სახელმწიფო მართვის, ან სხვა შესაბამის დარგში;
• ანალიტიკური სტატიების წერის / პოლიტიკის დოკუმენტების ან/და სამართლებრივი დოკუმენტების შექმნის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
• სამართლებრივი კონსულტაციების გაცემის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
• მნიშვნელოვანია, კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ და ქართულ ენაზე;
• კვლევების ჩატარების უნარი და გამოცდილება; სასურველია ღია მონაცემების ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
• ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
• შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
ანაზღაურება და პირობები:
• სამუშაო გრაფიკი – სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე;
• შრომის ანაზღაურება – ანაზღაურება განისაზღვრება მხარეთა მოლაპარაკების საფუძველზე, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
განცხადების წარდგენის პროცესი:
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vazha@civilin.org
1. CV (ინგლისურ ენაზე);
2. სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე, რომელშიც მითითებული იქნება, თუ რატომ ხართ დაინტერესებული აღნიშნული სამუშაოთი და რატომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს.
განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 31.07.2023.
არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ადვოკატირების ოფიცერი“.