ახალგაზრდების მოწვევა პროექტში ”მართე შენი ქალაქი” მონაწილეობის მისაღებად

20.04.2016

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი, პროექტი „მართე შენი ქალაქის” ფარგლებში აცხადებს ახალგაზრდების მიღებას. პროექტის მიზანია მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა თვითმმართველობის საქმიანობაში. ამ მიზნით ბათუმის 13 უბანში შეირჩევა 26 ახალგაზრდა, რომლებიც გაივლიან ტრენინგ-კურსს: „თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა”, ასევე უბნების მიხედვით ჩაატარებენ საჯარო შეხვედრებს და შეიმუშავებენ 13 ინიციატივას თვითმმართველობაში წარსადგენად. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მონაწილეობითი თვითმმართველობის დანერგვას.

განაცხადი შეგიძლიათ წარმოადგინოთ 2016 წლის 10 მაისამდე და გახდი ჩვენი პროექტის მონაწილე !

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ- დასავლეთი მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით