სოციალური საწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შესაძლებლობა გეძლევათ სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ ცოდნა სოციალური მეწარმოების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების იურიდიული და ფინანსური მართვის საკითხებზე.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ონლაინ სწავლება პრიორიტეტული არის მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ამიტომ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, „არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრის” (ICNL) ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გთავაზობთ მიღებას შემდეგ სასწავლო კურსებზე:
- სოციალური საწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური აღრიცხვა, ანგარიშგება და საგადასახადო საკითხები
- სოციალური საწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების იურიდიული მართვა
სასწავლო კურსები არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები, დავალებები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და მონაწილეს თავად შეუძლია დროის გადანაწილება.
ონლაინ კურსების საშუალებით მონაწილეები შეძლებენ მიიღონ ცოდნა ისეთ საკითხებზე როგორიც არის: სოციალური მეწარმეობის არსი და თავისებურებები; არასამეწარმეო იურიდიული პირის დაფუძნების, რეგისტრაციისა და მართვის სამართლებრივი ასპექტები; კერძო სამართლის იურიდიული პირების შემოსავლის წყაროების სამართლებრივი რეგულირება; მოხალისეობის რეგულირება. ასევე ფინანსური ანგარიშების მომზადების სტანდარტები; ორგანიზაციების სააღრიცხვო პოლიტიკა და საგადასახადო დაბეგვრის საკითხები. კურსები განკუთვნილია სოციალური საწარმოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, ასევე იმ პირებისთვის, ვინც დაინტერესებულები არიან ამ საკითხებით.
კურსებზე სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
ამ ეტაპზე შესაძლებლობა გაქვთ განაცხადი შემოიტანოთ მხოლოდ ერთ კურსზე. ამ კურსებზე გამოცხადდება მიღების მეორე ეტაპი. კურსებზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესის და განრიგის შესახებ.
აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ლინკი: https://docs.google.com/forms
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 5 მაისი, 2020 წელი
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 598 74 35 12
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი
კურსების აღწერა:
სოციალური საწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური აღრიცხვა, ანგარიშგება და საგადასახადო საკითხები
კურსის მიზანია სოციალური საწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური მენეჯერების, ბუღალტრებისათვის, აგრეთვე ორგანიზაციების ხელმძღვანელებისათვის ფინანსური აღრიცხვის, ანგარიშგების და საგადასახადო საკითხებზე უახლესი ინფორმაციის მიწოდება. კურსი მიმოიხილავს სოციალური საწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური საქმიანობის ძირითად პრობლემატიკას, პრაქტიკული მაგალითების განხილვის გზით სახავს მათი გადაჭრის გზებს. კურსის ძირითადი მიზანია ფინანსური და საგადასახადო სტანდარტების მოთხოვნის გაცნობა მსმენელთათვის და მათი სწორი დანერგვის ხელშეწყობა საწარმო/ორგანიზაციების აღრიცხვა ანგარიშგების სიტემაში. კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს: ფინანსური ანგარიშების მომზადება; ფულადი სახსრების, მარაგების, მატერიალური და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა; სამუშაო დროის აღრიცხვა, ადმინისტრაციული ხარჯების განაწილება, პროექტული აქტივობების ორგანიზაცია, ორგანიზაციების სააღრიცხვო პოლიტიკა; სოციალური საწარმოების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საგადასახადო დაბეგვრის საკითხები.
იხილეთ კურსის პრომო ვიდეო:
კურსის ხელმძღვანელი: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ფინანსური მენეჯერი, დავით ტივიშვილი
სოციალური საწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების იურიდიული მართვა
კურსის მიზანია სოციალური საწარმოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული ჯგუფები გაეცნონ, სოციალური მეწარმეობისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებულ ძირითად სამართლებრივ საკითხებს.
კურსი მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: სოციალური მეწარმეობის არსი და თავისებურებები; კერძო სამართლის იურიდიული პირების ფორმები და სახეები, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეგისტრაციისა და მართვის სამართლებრივი ასპექტები; საქველმოქმედო საქმიანობის რეგულირება და საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მიღების სამართლებრივი ასპექტები; შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი ასპექტები; მოხალისეობის სამართლებრივი რეგულირება; შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები; ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია,
იხილეთ კურსის პრომო ვიდეო:
კურსის ხელმძღვანელი: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მთავარი იურისტი, ლევან ფანიაშვილი