ადგილობრივი განვითარება დემოკრატიული პროცესების განვითარების და კარგი მმართველობის ხელშეწყობის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ადგილობრივი სტრატეგიების, პოლიტიკის დოკუმენტების და პროექტების შემუშავება თანამონაწილეობითი მეთოდების გამოყენებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) პური მსოფლიოსთვის (Bread for the World) მხარდაჭერით იწყებს განაცხადების მიღებას ახალ ონლაინ სასწავლო პროგრამაზე „საზოგადოებრივი მონაწილეობა ადგილობრივი განვითარებისთვის.“
კურსის მიზანია დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მისცეს აიმაღლონ ცოდნა და კომპეტენცია ადგილობრივი თვითმმართველობის არსის, მისი ფუნქციონირების პრინციპებისა და ღირებულებების შესახებ, გაიგონ ამ პროცესში რა მნიშვნელობა და გავლენა აქვს საზოგადოებრივ მონაწილეობას და სამოქალაქო ჩართულობას, გაეცნონ მონაწილეობის სამართლებრივ და ინსტიტუციურ მექანიზმებს, გაანალიზონ ამ პროცესების ძლიერი და სუსტი მხარეები, შეაფასონ არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები. კურსის მონაწილეები შეისწავლიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვადასხვა მონაწილე მხარეებთან ეფექტური თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საკითხებს, როგორ უნდა დაიგეგმონ და განხორციელონ მონაწილეობითი პროცესი. პროგრამა მიმართულია მონაწილეთა ანალიტიკური უნარების გაძლიერებაზე.
კურსის ხელმძღვანელი: ლიზი სოფრომაძე
კურსი განკუთვნილია საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის, სტუდენტებისთვის, საჯარო მოხელელეების და სამოქალაქო აქტივისტებისთვის. სასწავლო კურსი არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები, დავალებები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და მონაწილეს თავად შეუძლია დროის გადანაწილება.
კურსებზე სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
კურსებზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესის და განრიგის შესახებ.
აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ბმული
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 9 სექტემბერი, 2021
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 598 74 35 12
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი