სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში აცხადებს მიღებას მონაწილეობითი ბიუჯეტირების ონლაინ სასწავლო კურსზე.
კურსის მიზანია მსმენელებს მიაწოდოს სისტემატიზებული თეორიული მასალა და პრაქტიკული მაგალითები მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ მსოფლიოში და საქართველოში არსებული გამოცდილების შესახებ.
კურსი განკუთვნილია:
- საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის;
- სტუდენტებისთვის;
- პროფესიული სასწავლებლებისთვის;
- ბიზნესს ასოციაციებისთვის;
- საინიციატივო ჯგუფებისთვის;
- სამოქალაქო აქტივისტებისთვის;
- ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებისთვის.
კურსის საშუალებით მსმენელები მიიღებენ ინფორმაციას რა არის მონაწილეობითი ბიუჯეტირება, როგორ უნდა მოხდეს მონაწილეობითი ბიუჯეტირების მოდელის შერჩევა, პროცესის დაგეგმვა და განხორციელება. კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ განსაზღვრონ კონკრეტული მუნიციპალიტეტისათვის ოპტიმალურად მორგებული მონაწილეობითი ბიუჯეტირების მოდელი, განსაზღვრონ სამიზნე ჯგუფები, ჩამოაყალიბონ სამუშაო გეგმა და შეფასების პროცედურები.
სწავლა წარიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში და გაგრძელდება 1 თვის განმავლობაში. კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც ვიდეო ლექციები, ასევე ინტერაქტიული ონლაინ ლექციები და მენტორინგის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მონაწილეებისთვის კონსულტაციების გაწევას, რათა ეფექტურად ჩაერთონ ბიუჯეტირების პროცესში.
სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და მონაწილეებს თავად შეუძლიათ დროის გადანაწილება. კურსზე სწავლა დაიწყება ივლისში და დასრულდება აგვისტოში.
კურსებზე სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
კურსის ხელმძღვანელი: დავით ყიფიანი.
დავით ყიფიანს ადგილობრივ თვითმმართველობის საკითხებზე მუშაობის მრავლწლიანი გამოცდილება აქვს. მას დაწერილი აქვს სხვადასხვა სახელმძღვანელო და გზამკვლევი მონაწილეობითი დემოკრატიის და მონაწილეობითი ბიუჯეტირების თემაზე. საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახორციელებდა საკონსულტაციო საქმიანობას მონაწილეობით ბიუჯეტირების დანერგვის ხელშესაწყობად.
კურსზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და მათი შერჩევა მოხდება მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესის და განრიგის შესახებ.
აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ბმული: https://forms.gle
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 9 ივლისი, 2023 წელი
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 598 74 35 12, თათა ბოჭორიშვილი
USAID – ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის შესახებ:
ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა წარმოადგენს ხუთწლიან ინიციატივას, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება საქართველოში. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას და ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. პროგრამა მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების, ინკლუზიური და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების კუთხით და დახმარებას უწევს, ცენტრალურ ინსტიტუტებს დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში.
პროგრამის გვერდი სოციალურ მედიაში: USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა