სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (www.civilin.org) პური მსოფლიოსთვის (Bread for the World) მხარდაჭერით იწყებს განაცხადების მიღებას ონლაინ სასწავლო პროგრამაზე.
თუ თქვენ ხართ საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის თანამშრომელი, სტუდენტი, საჯარო მოხელე, ან სამოქალაქო აქტივისტი, მაშინ საშუალება გეძლევათ, ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, სამუშაოდან თუ სწავლიდან მოუწყვეტლად გაიღრმავოთ ცოდნა და უნარები შემდეგი მიმართულებით:
- მონაწილეობითი ბიუჯეტირება
- სახელმწიფო შესყიდვები
სასწავლო კურსები არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები, დავალებები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და მონაწილეს თავად შეუძლია დროის გადანაწილება.
ონლაინ კურსების საშუალებით მონაწილეები შეძლებენ მიიღონ ცოდნა ისეთ საკითხებზე როგორიც არის: როგორ უნდა განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, პროცესის მართვა და ანალიზი; რა არის მონაწილეობითი ბიუჯეტირება, როგორ უნდა მოხდეს მონაწილეობითი ბიუჯეტირების მოდელის შერჩევა და დანერგვა.
კურსებზე სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
კურსებზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესის და განრიგის შესახებ.
აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ლინკი: https://forms.gle/aeMagchppVqBpuaw6
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 ივნისი, 2020 წელი
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 598 74 35 12
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი
კურსების აღწერა:
მონაწილეობითი ბიუჯეტირება
კურსის მიზანია მსმენელებს მიაწოდოს სისტემატიზებული და სტრუქტურირებული როგორც თეორიული მასალა, ასევე პრაქტიკული მაგალითები, რომელიც ასახავს მონაწილეობითი ბიუჯეტირების მსოფლიოში და საქართველოში არსებულ გამოცდილებას. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ განისაზღვრონ კონკრეტულ მუნიციპალიტეტისათვის ოპტიმალურად მორგებული მოდელი, განსაზღვრონ სამიზნე ჯგუფები, ჩამოაყალიბონ სამუშაო და შეფასების პროცედურები.
კურსის ხელმძღვანელი: დავით ყიფიანი
სახელმწიფო შესყიდვები
კურსის ფარგლებში მსმენელები მოისმენენ და პრაქტიკული სავარჯიშოებით გაიღრმავებენ ცოდნას, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცედურებთან დაკავშირებით – შესყიდვების დაგეგმვიდან დაწყებული, შესყიდვების ანალიზის (თვითშეფასების) დასრულებული. კურსში წარმოდგენილი იქნება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვების განხორციელების პროცესების მართვის თანამედროვე პრინციპები და მსოფლიო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;
კურსში წარმოდგენილი და განხილული იქნება საერთაშორისო სივრცეში აღიარებული უახლესი მიდგომები და პრაქტიკული რჩევები შემსყიდველთათვის; ასევე თანამედროვე გამოცდილება, რომელიც დაეხმარება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ მოსამსახურეებს სახელმწიფო შესყიდვების კანონშესაბამის განხორციელებაში, რაც გულისხმობს, სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალედ ხარჯვას, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილე ნებისმიერი პირისთვის. კურსი შექმნილია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან ერთად.
კურსის ლექტორები არიან:
ირაკლი გოლეთიანი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვების სამსახურის უფროსი
კოტე გუგეშაშვილი -სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი
დავით ჯაიანი -სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
გიორგი ლაცაბიძე – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი