იწყება განაცხადების მიღება მონაწილეობითი ბიუჯეტირების კურსზე

02.07.2019

ამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (www.civilin.org) პური მსოფლიოსთვის (Bread for the World) მხარდაჭერით იწყებს განაცხადების მიღებას მონაწილეობითი ბიუჯეტირების ონლაინ სასწავლო კურსზე.

თუ თქვენ ხართ საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის წევრი ან თანამშრომელი, სტუდენტი, საჯარო მოხელე, ან სამოქალაქო აქტივისტი, მაშინ საშუალება გეძლევათ, ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, სამუშაოდან თუ სწავლიდან მოუწყვეტლად გაიღრმავოთ ცოდნა და უნარები მონაწილეობით ბიუჯეტირების მიმართულებით.

მონაწილეობითი ბიუჯეტირების კურსის მიზანია მსმენელებს მიეწოდოს სისტემატიზებული და სტრუქტურირებული თეორიული მასალა, ასევე, პრაქტიკული მაგალითები, რომლებიც ასახავს მონაწილეობითი ბიუჯეტირების მსოფლიოში და საქართველოში არსებულ გამოცილებას.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ განსაზღვრონ კონკრეტული მუნიციპალიტეტისთვის ოპტიმალურად მორგებული მოდელი, განსაზღვრონ სამიზნე ჯგუფები, ჩამოაყალიბონ სამუშაო და შეფასების პროცედურები.

სწავლა დაიწყება სექტემბერში და დასრულდება ნოემბერში.

ონლაინ სწავლების შესახებ:

სასწავლო კურსები არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები, დავალებები, შეფასება და ა.შ. ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და სტუდენტს თავად შეუძლია დროის გადანაწილება. შესაბამისად, მონაწილეებს ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად შეუძლიათ გაიარონ ონლაინ კურსი და მაქსიმალურად დაზოგონ რესურსები. სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

ონლაინ სასწავლო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და ამ დრომდე ცხრა ციკლი წარმატებით დასრულდა. ჯამში სწავლებაზე დარეგისტრირდა 3034 მონაწილე და გაიცა 1 084 სერთიფიკატი. მონაწილეთა 97% კმაყოფილია პროგრამაში მონაწილეობით; 96% თვლის რომ ონლაინ სისტემა მოსახერხებელი და „მეგობრულია“ სწავლისთვის; ხოლო 97% თვლის რომ ონლაინ კურსებიდან მიღებული ცოდნა გამოყენებადია მათ საქმიანობაში.

ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია:

ონლაინ-სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. კურსებზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსებზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას.

იხილეთ აპლიკაციის ლინკი: https://forms.gle/rGpce46wcynWwhVj6

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 18 ივლისი 2019 წელი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (995 32) 2 36 36 00
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი