კონკურსი ახალგაზრდებისთვის

10.03.2022

თუ ხარ 16-29 წლის გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა და გაქვს სურვილი ჩაერთო შენი თემის განვითარების პროცესში, გსურს მიიღო მონაწილეობა შენი ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვაში, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით იწყებს კამპანიას „მე ვგეგმავ ჩემი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს“ და აცხადებს კონკურს გორის სამოქალაქო ბიუჯეტის ახალგაზრდული კლუბის წევრების შესარჩევად.

კამპანიის მიზანია თვითმართველობის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის სტიმულირება და სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის პოპულარიზება.

კამპანია რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მოიცავს:

I. სამოქალაქო ბიუჯეტის კლუბის ჩამოყალიბება და წევრების შესაძლებლობების გაძლიერება;
შერჩეულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ტრენინგების საშუალებით აიმაღლონ ცოდნა შემდეგი მიმართულებით:

  • ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციები;
  • მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმალური და არაფორმალური მექანიზმები;
  • კომუნიკაციის უნარები;
  • ასევე დამატებით გაიარონ ონლაინ სასწავლო კურსი „ მონაწილეობა ადგილობრივი განვითარებისთვის.

II. სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის საინფორმაციო კამპანიაში მონაწილეობა;

  • ტრენინგების გავლის შემდეგ კლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა აქტიურად ჩაერთონ სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების პროცესში.
  • ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიიღონ მონაწილეობა მოსახლეობასთან საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრებში.
  • ტერიტორიულ ერთეულებში მოახდინონ საჭიროებების მოკვლევა და პროექტების წერის პროცესში მოსახლეობას გაუწიონ მენტორობა.

III. კონკურსი გამარჯვებული პროექტების გამოსავლენად;

  • კლუბის წევრებს, როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფურად(მაქსიმუმ 3 წევრი), ექნებათ შესაძლებლობა წარადგინონ პროექტები გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
  • კონკურსისთვის წარდგენილი პროექტები უნდა ემსახურებოდეს თემში სოციალური პრობლემების მოგვარებას, ახალგაზრდული და კრეატიული იდეების განხორცილებას.
  • წარდგენილი და დადასტურებული პროექტებიდან გამოვლინდება და დაჯილდოვდება გამარჯვებული პროექტის ავტორი ან ავტორთა ჯგუფი შემდეგ ნომინაციებში: ყველაზე კრეატიული პროექტი, ყველაზე ახალგაზრდული პროექტი, ყველაზე სოციალური პროექტი.

კამპანიის განხორციელების პერიოდი მოიცავს: აპრილი-ოქტომბერი, 2022 წელი.

კამპანიის დასრულების შემდეგ კლუბის წევრებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

დაინეტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა 2022 წლის 28 მარტის ჩათვლით.

კამპანია ხორციელბედა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, პროექტის – „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“ (მეორე ფაზა) ფარგლებში, გერმანული ორგანიზაცია „პური მსოფლიოს“ მხარდაჭერითა და გორის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით.