კამპანია „ეს ქვეყანა შენია” ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას. კამპანია მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას:
1.სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებები;
2.სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობა;
3.სამოქალაქო აქტივიზმი.
კამპანია დაეხმარება საზოგადოებას გააცნობიეროს, რომ გზა ევროპული ტიპის საზოგადოებისკენ, სადაც დაცულია უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, არის ეკონომიკის, განათლების მაღალი დონე, დაცულია სოციალური უფლებები, გადის სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებებზე.
ქვეყნის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აღნიშნულ პროცესში თითოეული მოქალაქის მიერ მისი როლისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე.
კონკურსი ახალგაზრდებისთვის „ეს ქვეყანა შენია”
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მოსწავლეთა ჯგუფებს (მათ შორის თვითმმართველობებს, სამოქალაქო კლუბების და მოსწავლეთა სხვა ჯგუფებს). თითოეულ ჯგუფს შესაძლოა ჰყავდეს ერთი კურატორ-მასწავლებელი.
კონკურსის ვადები
საკონკურსოდ წარმოდგენილი აქტივობა უნდა განხორციელდეს კონკურსის გამოცხადებიდან 30 ივნისამდე.
შეფასება
5 საუკეთესო ნაშრომს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. ასევე, საუკეთესო მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გაემგზავრონ ფინალურ შეკრებაზე, სადაც თავს მოიყრის ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონის გამარჯვებული და სადაც ჩატარდება კონკურსის სუპერ-ფინალი.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსში მონაწილეთათვის
საკონკურსო მასალა უნდა შეესაბამებოდეს კამპანია “ეს ქვეყანა შენიას” ერთ-ერთ მიმართულებას:
1.სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრება
ფორმატი: ესსე, ბლოგი, პოსტერი, ვიდეორგოლი და სხვა;
2.სამოქალაქო აქტივიზმი
ფორმატი: ფლეშმობი, ადვოკატირება, სოციალური მედია კამპანია და სხვა;
3.საზოგადოებრივი ორგანიზაციების (არასამთავრობო ორგანიზაციების) საქმიანობის წარმოჩენა.
ფორმატი: ერთობლივი ინიციატივები (მაგ. ერთობლივი დისკუსიების გამართვა, ერთობლივი კამპანიის ორგანიზება და ა.შ.), სსო-ების საქმიანობის შესახებ კამპანია, სსო-ებთან მოხალისეობრივი თანამშრომლობა და სხვა.
მონაწილეთა რაოდენობა: დასაშვებია ნაშრომის როგორც ჯგუფურად (მაქსიმუმ 5 მოსწავლე), ასევე ინდივიდუალურად წარმოდგენა;
საკონკურსოდ წარმოსადგენი მასალა: მოკლე ანგარიში (დეტალური ინსტრუქცია იხ. საკონკურსო განაცხადის ფორმაში) და საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა (ფოტო ან ვიდეო რეპორტაჟი, ბმული და სხვა);
შეფასების კრიტერიუმები:
შესაბამისობა კონკურსის მიზანთან;
- აქტუალობა – რამდენად მნიშვნელოვანია დასმული საკითხი და რამდენად ითვალისწინებს რეგიონის/ქვეყანის კონტექსტს;
- ეფექტურობა – რამდენად სწორად და ეფექტურად აღწევს მოცემული ნაშრომით კონკურსანტი წინასწარ დასახულ მიზანს;
- მასშტაბი/მოცვა: რამდენად ბევრმა ადამიანმა ნახა/გააზიარა წარმოდგენილი მასალა, ან რამდენად ფართო გამოხმაურება მოყვა;
- კრეატიულობა – რამდენად ინოვაციურია იდეა და რამდენად ორიგინალურად არის იგი წარმოდგენილი;
- გავლენა – რამდენად არის ზეგავლენის მქონე, მამოტივირებელი, შთამაგონებელი და „აჰა” განცდის მომგვრელი საკონკურსო ნაშრომი.
წარმოდგენილი საკონკურსო ნაშრომი უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის პირობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნება განხილული.
გთხოვთ, საკონკურსო მასალა გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 30 ივნისისა შემდეგ მისამართზე: csogeorgiage@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
ეკა სიმსივე 591812412
მაია გოგოლაძე 577624823
სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია” მიმდინარებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” ფარგლებში. პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.