კონკურსი განაცხადის მიღების თაობაზე: ქვე-გრანტირების მექანიზმი

27.09.2015

ქვე გრანტირების მექანიზმი, პროექტის ”გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში”, ორგანიზაცია “საბინაო მეურნეობის ინიციატივა აღმოსავლეთ ევროპაში” (IWO www.iwoev.org), საერთაშორისო პარტნიორთან, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI www.civilin.org) ბათუმის ფილიალთან ერთად, აცხადებს კონკურსს.

აღნიშნული პროექტის მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობები საცხოვრებელ/სბინაო სექტორში აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიურ ინსტიტუტებს ან/და მათ კონსორციუმებს.

კონკურსის მიზანია ჩამოყალიბდეს ინფორმაციის გავრცელებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ძლიერი პუნქტი, რათა დაეხმაროს ბინათმესაკუთრეებს ჩამოაყალიბონ და მართონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები (ბმა). შესაბამისად, მოცემული კონკურსის მიზანია ბათუმში შეიქმნას და გაძლიერდეს რესურსცენტრი (Technical Advisory Centre – TAC), რომლიც განახორციელებს შესაბამისი სამიზნე ჯგუფების მხარდაჭერას რათა ხელი შეუწყოს მათი ცოდნის ამაღლებას საბინაო მეურნეობის საკითხებში.

რესურს-ცენტრის მიზნები და ამოცანები:
მოქალაქეების ინფორმირებულობის და ცნობიერების დონის ამაღლება მესაკუთრეთა ქონებრივი უფლებების საკითხებზე, რომლებიც ბმა-ს შექმნისა და საქმიანობის ძირითადი პრინციპებია;
სასწავლო სემინარების და ტრენინგების ჩატარება ბმა-ს შექმნის და საქმიანობის საკითხებზე;
ყოველდღიური კონსულტაციების გაწევა „ცხელი ხაზის“ საშუალებით;
საგანმანათლებლო საქმიანობების გატარება ბუღალტრებისთვის;
ბმა-ს დახმარება შეხვედრების ორგანიზებასა და მოწყობაში, აუცილებლობის შემთხვევაში კი ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა;
ინდივიდუალური კონსულტაციების გაწევა და მოქალაქეთა ადგილებზე განათლება;
რეკომენდაციების შესამუშავებლად ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაცებისა და ბმა-ების ძალისხმევის გაერთიანება კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით ;
საუკეთესო პრაქტიკის პოპულარიზაცია ბმა-ების პარტნიორ ქალაქებში;
პარტნიორ ქალაქებში ურთიერთთანამშრომლობის დამყარება საერთაშორისო ფონდებთან და ორგანზაციებთან ბმა-ების განვითარებისათვის ორგანიზაციული და ფინანსური დახმარების გაწევის გზით.

საპროექტო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა არის 29.12.2015. 

საინფორმაციო შეხვედრები პოტენციურ აპლიკანტებთან გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის მიერ ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად:

თარიღი დრო ადგილი
08/12/2015 12:00 -13:00 საათი
ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
მის: ფარნავაზ მეფის ქ.62/64

10/12/2015 12:00-13:00 საათი
ბათუმის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზი
მის: ლუკა ასათიანის 25

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ბათუმის ფილაილი
დირექტორი: ნათია აფხაზავა
მისამართი: მელიქიშვილის ქუჩა #59, ბ18, ბათუმი, საქართველო
ტელეფონი: 599 777 185
ელ-ფოსტა: natia@civilin.org