კონკურსი მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკომუნიკაციო სტრატეგიის და მონიტორინგის სახელმძღვანელოების მომზადებაზე

04.05.2021

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი  (CSI) პროექტის „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“  – ფარგლებში აცხადებს კონკურსს მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი ბიუჯეტირების სახელმძღვანელოების მომზადდებასა და მისი დანერგვის ხელშეწყობაზე, კერძოდ:

ლოტი (1) მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკომუნიკაციო სტრატეგიის სახელმძღვანელო;
ლოტი (2) მონაწილეობითი ბიუჯეტირების მონიტორინგის და შეფასების სახელმძღვანელო.

ტექნიკური დავალება:
დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის და კარგი მმართველობის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება და მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მონაწილეობითი ბიუჯეტირება პირდაპირი დემოკრატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთ მაღალ საფეხურს წარმოადგენს. ის დღითიდღე აქტუალური ხდება მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 5 სამიზნე მუნიციპალიტეტის (გორი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ბათუმი, ხელვაჩაური) მხარდაჭერა მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის დანერგვა/გაძლიერების კუთხით. მუნიციპალიტეტების საჭიროებებიდან გამომდინარე დაგეგმილია მომზადდეს: მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკომუნიკაციო სტრატეგიის სახელმძღვანელო (ლოტი 1), რომელიც დაეხმარება მუნიციპალიტეტებს მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვაში და განხორციელებაში. სახელმძღვანელომ უნდა მოიცვას პროცესის ყველა ეტაპზე ეფექტიანი კომუნიკაციის განხორციელების გზები და ასევე, მონიტორინგის საშუალებები. ასევე მომზადდეს მონაწილეობითი ბიუჯეტირების მონიტორინგის და შეფასების სახელმძღვანელო (ლოტი 2), რომელიც დაეხმარება მუნიციპალიტეტებს მონიტორინგის და შეფასების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, განხორციელებასა და ანგარიშის მომზადებაში, სახელმძღვანელო უნდა მოიცავდეს მონიტორინგის და შეფასების ეტაპებს, მეთოდოლოგიას და ასევე განხორციელების გზებს და საშუალებებს.

ტექნიკური დავალების მიზანია: მონაწილეობითი ბიუჯეტის საკომუნიკაციო სტრატეგიის სახელმძღვანელოს შექმნა სამიზნე მუნიციპალიტეტებისთვის, ასევე პროცესის მონიტორინგის და შეფასების სახელმძღვანელოს შემუშავება, რაც დაეხმარება მათ მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ეფექტურად განხორციელებაში და ზეგავლენის შეფასებაში.

შესრულებული სამუშაოს აღწერა: კონტრაქტორის მიერ შესასრულებელი სამუშაოს აღწერა მოიცავს (ორივე სახელმძღვანელოზე – ლოტი 1 ლოტი 2):

  • კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს პროექტის ჯგუფთან და მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით სახელმძღვანელოს შემუშავება, ასევე საჭიროებისამებრ სხვა რელევანტურ მხარეთა ჩართულობა;
  • სახელმძღვანელო უნდა იყოს პრაქტიკული დოკუმენტი, რომელიც დაეხმარება მუნიციაპლიტეტებს მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის წარმართვაში, პრაქტიკული რჩევებით და ნიმუშებით წარმოდგენილი;
  • კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს სახელმძღვანელოს შესაბამისად, მუნიციპალიტეტების საჭიროებაზე მორგებული სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მხარდაჭერა და კონსულტაციების გაწევა;
  • კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს დამკვეთისთვის სახელმძღვანელოს გამოყენების/დანერგვისთვის საჭირო შესაბამისი ტრენინგების და სამუშაო შეხვედრების ჩატარება, ასევე მენტორინგი.

საქმიანობის პერიოდი: ივნისი – ნოემბერი 2021 წელი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • მუნიციპალიტეტებთან მუშაობის და მსგავსი მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოს ან/და სამოქმედო გეგმის შემუშავების გამოცდილება;
  • მოქალაქეთა მონაწილეობის, მათ შორის მონაწილეობითი ბიუჯეტირების მექანიზმის შესახებ ცოდნა და გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • დამკვეთ გუნდთან ერთად სამიზნე მუნიციპალიტეტებში გამგზავრების შესაძლებლობა.

საბოლოო პროდუქტები:
ლოტი 1:

  • საკომუნიკაციო სტრატეგიის სახელმძღვანელო;
  • სამიზნე მუნიციპალიტეტებზე მორგებული კომუნიკაციის სტრატეგიის შესრულებისა და მონიტორინგის სამოქმედო გეგმა;
  • ტრენინგის მეთოდოლოგია, ტრენინგის ჩატარება და მენტორინგის ანგარიში;

ლოტი 2:

  • მონიტორინგის და შეფასების სახელმძღვანელო;
  • სამიზნე მუნიციპალიტეტებზე მორგებული მონიტორინგის და შეფასების სამოქმედო გეგმა;
  • ტრენინგის მეთოდოლოგია, ტრენინგის ჩატარება და მენტორინგის ანგარიში;

ტენდერში მონაწიელობა:
აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფიზიკურ პირებს.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • რეზიუმე ან ავტობიოგრაფია;
  • სახელმძღვანელოს თქვენეული ხედვა და შემუშავების ეტაპების მიმოხილვა;
  • წარსულში განხორციელებული მსგავსი პროექტების ე.წ. პორთფოლიო;
  • მსგავსი მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოს საერთაშორისო და/ან ადგილობრივი გამოცდილების შესახებ ლინკებისა და/ან ინფორმაციის წარმოდგენა;
  • წარსულში განხორციელებული მსგავსი პროექტებიდან ორი რელევანტური რეკომენდატორი ორგანიზაცია/ფიზიკური პირი;
  • მომსახურების საფასური შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით: ა) სახელმძღვანელოს მომზადება; ბ) მენტორინგი/ტრენინგი;
  • სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო დრო/ აქტივობების და შესრულების თაიმლაინის მითითებით.

შეფასების კრიტერიუმები:

  • შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება;
  • სახელმძღვანელოს კონცეფცია;
  • მომსახურების ფასი;
  • შესრულების საჭირო ვადა.

დოკუმენტის მიღება ხდება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: natia@civilin.org
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 7 ივნისი 2021 წელი.
განიხილება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი.
საკონკურსო განაცხადებს განიხილავს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშრიდება ინტერვიუსთვის შერჩცეულ აპლიკანტებს.
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო პირი: ნათია აფხაზავა, მობ: 599 777 185

კონკურსი გამოცხადდა პროექტის „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“ მეორე ფაზის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი პური მსოფლიოს (BftW) მხარდაჭერით. პროექტი ხელს უწყობს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, რათა მონაწილეობისა და ჩართულობის გზით, მოქალაქეებმა შეძლონ საკუთარი ცხოვრების უკეთ მართვა, კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების მიღება. პროექტის შედეგად ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, განვითარების სფეროში ჩართული აქტორები შეძლებენ გაიუმჯობესონ ცოდნა, უნარები და ორგანიზაციული შესაძლებლობები, რათა ერთობლივად განსაზღვრონ ადგილობრივი საჭიროებები და განვითარების პრიორიტეტები, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულება იმ ინტერვენციების განხორცილებაზე, რომლებიც მიზნად ისახავს არსებული ვითარების გაუმჯობესებას.