სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს ონლაინ სასწავლო პროგრამისთვის „ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის“ კურსის შექმნასა და გაძღოლაზე.
მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის გაზრდა, დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე მოხალისეობის ხელშეწყობით;
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები;
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა რეგიონებში;
- სამოქალაქო საზოგადოების აქტორების როლის გაძლიერება პოლიტიკის დიალოგის პროცესში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.
უფრო ვრცლად პროექტის შესახებ: https://www.facebook.com/CSSIGE/?hc_location=ufi
დავალება:
პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) მიმართ არსებული სტერეოტიპების დაძლევის საკომუნიკაციო სტრატეგია და 2 წლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია და მათი ცნობადობის გაზრდა. ასევე სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.
ვიდეო-ლექციების კურსი განთავსდება ონლიან სწავლების პორტალზე e-learning.ge.
სამუშაო ითვალისწინებს სასწავლო მოდულის შექმნას, ვიდეო ლექციების ჩაწერაში მონაწილეობას (8-10 ლექცია), სასწავლო მასალის (საკითხავი ლიტერატურა, ტესტები, განსახილველი ქეისები, დავალებები , ტესტების და სხვა) უზრუნველყოფას და სწავლების პროცესის გაძღოლას (ინტერაქცია სტუდენტებთან, ფორუმში განხილვების და დისკუსიების სტიმულირება და მონაწილეობა, მიმდინარე და საბოლოო შეფასება, სტუდენტების ზოგადი „მენტორინგი”). კურსის ხანგრძლივობაა 2-დან 2.5 თვემდე.
- კურსის სილაბუსი (თანდართული ფორმის შესაბამისად);
- კურსის მასალები, რაც მოიცავს საკითხავი ლიტერატურას, ტესტებს, განსახილველ ქეისებს, დავალებებს , ტესტების და სხვა დამატებით მასალას რასაც კურსის მენტორი ჩათვლის მიზანშეწონილად;
- ვიდეო ლექციები.
მოთხოვნები:
- ლექციების კითხვის ან სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია კანდიდატს ჰქონდეს კამერის წინ მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები 2018 წ. 17 დეკემბრის 18:00 სთ-მდე, შემდეგ ელ.ფოსტაზე: temuri@civilin.org
- რეზიუმე ან ავტობიოგრაფია;
- კურსის სილაბუსი;
- ჰონორარი შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით:
- ა) მოდულის შექმნა და ვიდეო ლექციების ჩაწერა;
- ბ) კურსის გაძღოლა (2-3 თვე) ;
- შერჩევისას შესაძლოა საპილოტე ლექციის ჩაწერის მოთხოვნაც;
- 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.
საკონკურსო განაცხადებს განიხილავს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ აპლიკანტებს.
გთხოვთ, დამატებითი კითხვებისთვის მიმართოთ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს: თემურ ჯალიაშვილს, temuri@civilin.org, ტელ: 599 759 724.
