კონკურსი (PR) გზამკვლევის შექმნაზე

27.11.2018

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) გზამკვლევის შექმნაზე.

მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ

აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. პროექტს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს (CSI) კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით არსებულ კონსორციუმთან ერთად. კონსორციუმში ასევე შედიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანზიაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.

პროექტის ამოცანებია:

  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის გაზრდა, დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე მოხალისეობის ხელშეწყობით;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა რეგიონებში;
  • სამოქალაქო საზოგადოების აქტორების როლის გაძლიერება პოლიტიკის დიალოგის პროცესში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.

უფრო ვრცლად პროექტის შესახებ: https://www.facebook.com/CSSIGE/?hc_location=ufi

დავალება:

პროექტის ფარგლებში, შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) მიმართ არსებული სტერეოტიპების დაძლევის საკომუნიკაციო სტრატეგია და 2 წლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია და მათი ცნობადობის გაზრდა. ასევე სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.

ამ კამპანიის ფარგლებში უნდა შეიქმნას საზოგადოებასთან ურთიერთობის გზამკვლევი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.

გზამკვლევის მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გაიგონ საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი არსი, რომელიც მდგომარეობს ორგანიზაციის მიზანმიმართულ კომუნიკაციაში საკუთარ სამიზნე აუდიტორიასა და დაინტერესებულ მხარეებთან. გზამკვლევის დახმარებით მათ უნდა შეძლონ ეფექტური კომუნიკაციის წარმოება ჟურნალისტებთან, სამიზნე აუდიტორიისთვის/თემისთვის გასაგები მესიჯების მიწოდება და მათგან უკუკავშირის მიღება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებაში, გააძლიერებს მათ მანდატს, ლეგიტიმურობას შემატებს მათ მიერ წარმოებულ ადვოკატირებისა და ლობირების პროცესს.

გზამკვლევი უნდა მოიცავდეს როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ნაწილს: კონკრეტულ ნიმუშებს (ტემპლეიტებს), ინფოგრაფიკებს და სხვა ინსტრუმენტებს, რომელთა გამოყენებასაც მკითხველი ადვილად შეძლებს.

გზამკვლევის გამოცემის და გავრცელების პასუხისმგებლობას იტოვებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

მოთხოვნები:

  • სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია კანდიდატს ჰქონდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები 2018 წ. 10 დეკემბრის 18:00 სთ-მდე, შემდეგ ელ.ფოსტაზე: temuri@civilin.org

  • რეზიუმე ან ავტობიოგრაფია;
  • გზამკვლევის კონცეფცია;
  • ჰონორარი;
  • 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.

საკონკურსო განაცხადებს განიხილავს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ აპლიკანტებს.

გთხოვთ, დამატებითი კითხვებისთვის მიმართოთ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს: თემურ ჯალიაშვილს, temuri@civilin.org, ტელ: 599 759 724.