სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი მუშაობს სოციალურ სფეროზე და ზრუნვაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ეფექტური საარსებო გარემოს შექმნაზე.
პროექტის ფარგლებში უკვე მესამედ ტარდება კონკურსი სოციალურ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის – “ვიზრუნოთ ერთმანეთზე”.
კონკურსის მიზანი:
ხელი შეუწყოს სოციალურ საკითხების უფრო ფართოდ და ღრმად გაშუქებას.
კონკურსის ნომინაციები:
- საუკეთესო საგაზეთო სტატის;
- საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი;
- საუკეთესო ფოტო ნამუშევარი;
- საუკეთესო რადიო სიუჟეტი.
თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული. გადაეცემა გამარჯვებულის დიპლომი და ფულადი ჯილდო – 1000 ლარის ოდენობით.
ჟიურის გადაწყვეტილებით გაიცემა მეორე და წამახალისებელი პრემიები.
გამარჯვებულებს გამოავლენს კომპოტენტური ჟიური შემდეგი შემადგენლობით:
ვაჟა სალამაძე (სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორი)
ზვიად ქორიძე (ჟურნალისტი)
დავით პაიჭაძე (ჟურნალისტი)
ლიკა ჩახუნაშვილი (კავკასიის უნივერსიტეტი, მედიის სკოლის დეკანი)
მაია მიქაშავიძე (ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის დეკანი.
გურამ წიბახაშვილი (ფოტოხელოვანი).
კონკურსის შედეგები გამოცხადდება დაჯილდოვების ცერემონიაზე.
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია სოციალურ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებს. საკონკურსო ნამუშევრების მიღება გაგრძელდება 15 დეკემბრამდე.
მასალები წარმოდენილი უნდა იყოს შემდეგი სახით:
სატელევიზიო სიუჟეტი – CD-ზე ან DVD-ზე;
რადიო სიუჟეტი – CD-ზე ან DVD-ზე;
სტატია – გაზეთი ან ჟურნალი, რომელშიც დაიბეჭდა სტატია (არაუმეტეს 3 სტატიისა) ან ნაბეჭდი ტექსტი გამოცემის და თარიღის ზუსტი მითითებით;
ფოტო – CD-ზე (jpg ფორმატში) ან დაბეჭდილი A 4 ფორმატით;
საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა გამოქვეყნებული ან ეთერში გასული უნდა იყოს 2009 წლის განმავლობაში.
კონკურსის მონაწილეებმა საკონკურსო მასალა უნდა წარმოადგინონ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ოფისში, მისამართზე: ქ, თბილისი, 26 მაისის მოედანი V სართული, ტელ. 941 605, 330 417, mail: temuri@civilin.org