კონკურსი სოციალურ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის “ვიზრუნოთ ერთმანეთზე” – 2010
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი მუშაობს სოციალურ სფეროზე და ზრუნვაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ეფექტური საარსებო გარემოს შექმნაზე.
პროექტის ფარგლებში უკვე მეოთხედ ტარდება კონკურსი სოციალურ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის – “ვიზრუნოთ ერთმანეთზე”.
კონკურსის მიზანია
ხელი შეუწყოს სოციალურ საკითხების უფრო ფართოდ და ღრმად გაშუქებას.
- კონკურსის ნომინაციები:
- საუკეთესო საგაზეთო სტატია;
- საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი;
- საუკეთესო ფოტო ნამუშევარი;
- საუკეთესო რადიო სიუჟეტი.
თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული. გადაეცემა გამარჯვებულის დიპლომი და ფულადი ჯილდო – 1000 ლარის ოდენობით.
ჟიურის გადაწყვეტილებით გაიცემა მეორე (500 ლარი) და წამახალისებელი პრემიები.
გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური
კონკურსის შედეგები გამოცხადდება დაჯილდოვების ცერემონიაზე.
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია სოციალურ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებს. საკონკურსო ნამუშევრების მიღება დაიწყება 2010 წლის 1 ნოემბერს და გაგრძელდება 30 ნოემბრამდე.
მასალები წარმოდენილი უნდა იყოს შემდეგი სახით:
სატელევიზიო სიუჟეტი – CD-ზე ან DVD-ზე;
რადიო სიუჟეტი – CD-ზე ან DVD-ზე;
სტატია – გაზეთი ან ჟურნალი, რომელშიც დაიბეჭდა სტატია (არაუმეტეს 3 სტატიისა) ან ნაბეჭდი ტექსტი გამოცემის და თარიღის ზუსტი მითითებით;
ფოტო – CD-ზე (jpg ფორმატში) ან დაბეჭდილი A 4 ფორმატით;
საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა გამოქვეყნებული ან ეთერში გასული უნდა იყოს 2010 წლის განმავლობაში.
კონკურსის მონაწილეებმა საკონკურსო მასალა უნდა წარმოადგინონ
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ოფისში,
მისამართზე: ქ, თბილისი, 26 მაისის მოედანი V სართული,
ტელ. 941 605, 330 417, mail: temuri@civilin.org