სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვის “ეს ქვეყანა შენია”.
კონკურსის მიზანია
საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ხელშეწყობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა. ნაშრომი (სტატია, სიუჟეტი, ფოტო) უნდა მოიცავდეს შემდეგი 3 მიმართულებიდან ერთ-ერთს მაინც:
- სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებების (თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა და ა.შ.) დამკვიდრება;
- სამოქალაქო საზოგადოების (არასამთავრობო) ორგანიზაციების საქმიანობის წამოჩენა;
- საქართველოს მოქალაქეებში სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება.
კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 5 ნომინაციაში:
1. საუკეთესო სტატია (გაზეთი, ჟურნალი, მულტიმედია);
2. საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი;
3. საუკეთესო რადიო სიუჟეტი;
4. საუკეთესო ფოტო ნამუშევარი;
გარდა ზემოთ აღნიშნული ნომინაციებისა, რეგიონული და სტუდენტური მედიის მხარდაჭერის მიზნით, ჟიური დამატებით გამოავლენს საუკეთესო ნამუშევრებს (ნომინაციების მიუხედავად) რეგიონული მედიის და სტუდენტ ჟურნალისტებს შორის.
თითოეულ ნომინაციაში საუკეთესო ნაშრომებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური.
I ადგილი: 3 000 ლარი
II ადგილი: 1 500 ლარი
III ადგილი: 1 000 ლარი
საკონკურსო მოთხოვნები:
- საკონკურსო მასალა გამოქვეყნებული უნდა იყოს 2020 წლის განმავლობაში (რეგიონულ ან ცენტრალურ მედია საშუალებაში, მათ შორის ონლაინ მედიაში, ფოტოს შემთხვევაში ნებისმიერ ონლაინ რესურსზე);
- საკონკურსოდ არ მიიღება კამპანია „ეს ქვეყანა შენიას” ფარგლებში დაფინანსებული მედია-მასალები;
- ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად (გამოქვეყნების დამადასტურებელი ლინკის თანხლებით) შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.samsonidze@civilin.org
- გამოგზავნისას მეილის სათაურში (subject-ველი) მიუთითეთ:
- „ ჟურნალისტთა კონკურსი: ეს ქვეყანა შენია”
- შესაბამისობა კამპანიის მიზანთან;
- აქტუალობა – რამდენად მნიშვნელოვანია დასმული საკითხი;
- კრეატიულობა – რამდენად ინოვაციურია იდეა და რამდენად ორიგინალურად არის იგი წარმოდგენილი;
- გავლენა – რამდენად არის ზეგავლენის მქონე, მამოტივირებელი, შთამაგონებელი და „აჰა” განცდის მომგვრელი საკონკურსო ნაშრომი;
- წერილებში, სტატიებსა და სიუჟეტებში პრიორიტეტულია სათქმელის გადმოცემა ამბის თხრობით, ფაქტებით და შედარებით ნაკლებად – მსჯელობით.
- სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებები;
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობა;
- სამოქალაქო აქტივიზმი.