გამომცხადებელი: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” არის ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. პროექტის გრძელვადიანი მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კაშირები სხვა აქტორებთან.
- პროექტის ამოცანებია:
• სამოქალაქო საზოგადოების ფინანსური მდგრადობის გაზრდა, დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე მოხალისეობის ხელშეწყობით;
• სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ
ფართო საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები;
• სამოქალაქო საზოგადოების მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა რეგიონებში;
• სამოქალაქო საზოგადოების აქტორების როლის გაძლიერება პოლიტიკის დიალოგის პროცესში, განსაკუთრებით
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია „სტერეოტიპების რღვევის” კამპანია, რომელიც მოიცავს:
• მედია კამპანიას;
• სსო-ების, მედიის, მასწავლებლების, ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას;
კამპანიის მიზანია: ერთის მხრივ, საზოგადოებაში სამოქალაქო ღირებულებების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია, მათი ცნობადობის გაზრდა და რეპუტაციის გაუმჯობესება; ევროკავშირის და განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პოპულარიზაცია. მეორეს მხრივ, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლების, ახალგაზრდების, მასწავლებლების შესაძლებლობების გაზრდა, რათა მათ უფრო აქტიური როლი შეასრულონ ზემოთ აღნიშნული მიზნის მიღწევაში.
სამუშაოს ზოგადი აღწერა:
„სტერეოტიპების რღვევის“ კამპანიისთვის დაგეგმილია კომუნიკაციის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც მოიცავს:
- პრობლემების და სტერეოტიპების იდენტიფიკაციას;
- სამიზნე ჯგუფების იდენტიფიკაციას;
- საკომუნიკაციო პლატფორმის/ მესიჯების, საკომუნიკაციო სტილისა და ტონის შერჩევას;
- საკომუნიკაციო არხების შერჩევას;
- შესაბამისი მედია შესყიდვების გეგმას.
ამ მიზნით დაგეგმილია კომპანიის ან სამუშაო ჯგუფის შერჩევა.
ექსპერტმა კომუნიკაციის სტრატეგიის და სამუშაო გეგმის შემსრულებელი კომპანიის ან სამუშაო ჯგუფის შესარჩევი ტექნიკური დავალება უნდა შეიმუშავოს,
ხელშეკრულების დადებიდან 1 კვირის ვადაში.
გეგმის შემსრულებელი კომპანიის ან სამუშაო ჯგუფის შესარჩევი ტექნიკური
დავალების შემუშავება.
• „სტერეოტიპების რღვევის“ კამპანიის
კომუნიკაციის სტრატეგიის და სამუშაო გეგმის შემსრულებელი კომპანიის ან
სამუშაო ჯგუფის შესარჩევ კომისიაში მონაწილეობა.
• პროექტის ხელმძღვანელის და მენეჯერის კონსულტირება „სტერეოტიპების რღვევის“ კამპანიის საკითხებზე.კვალიფიკაცია და
ხარისხი (საზოგადოებასთან ურთიერთობის ან სოციალური მეცნიერებების
მიმართულებით);
• სფეროში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
• კომუნიკაციის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შექმნის და განხორციელების გამოცდილება;
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია).
დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს:
• ინტერესის განაცხადი – მოთხოვნილი საათობრივი ანაზღაურების მითითებით;
• რეზიუმე/CV (თანდართული ფორმატით).
ანაზღაურება
დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე. სასურველი
ანაზღაურება აუცილებლად მიუთითეთ ინტერესის განაცხადში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 23 აპრილი, 18:00 საათი.
წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „კომუნიკაციისა და
საზოგადოებასთან ურთიერთობის მოწვეული ექსპერტი“. მონაცემები გამოგზავნეთ შემდეგ ელ–მისამართზე: ia@civilin.org
გაითვალისწინეთ: ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ კანდიდატებს.