პროექტი „მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მიერ და რომელსაც ახორციელებს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს.
პროექტი „მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების და ეროვნული სააგენტოების ერთობლივი ძალისხმევით გურიის ტურიზმის სექტორის მდგრადი და ყოვლისმომცველი განვითარების ხელშეწყობა რეგიონის მიმზიდველობის გაზრდის გზით.
მცირე გრანტების კონკურსს ადმინისტრირებას გაუწევს ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი რომელიც 1995 წლიდან აქტიურად არის ჩართული გურიის რეგიონის განვითარებაში. ორგანიზაციის მიზანია: ხელი შეუწყოს გურიის რეგიონში სამოქალაქო, საჯარო და ბიზნეს სექტორების განვითარებას, მათ საჭიროებაზე მორგებული თანამედროვე და ეფექტური საგანმანათლებლო-საკონსულტაციო მომსახურებით; რეგიონის სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით ინოვაციური პროექტების ინიცირებით და განხორციელებით.
საგრანტო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 31 მაისი 18:00 საათი.
მცირე გრანტების პროგრამის მიზნებია:
გურიის რეგიონში სამოქალაქო ჩართულობის წახალისება და სხვადასხვა ადგილობრივ აქტიორებს შორის თანამშრომლობის წახალისება;
მოქალაქეებსა და ადგილობრივ თვითმართველობას შორის პირდაპირი თანამშრომლობის წახალისება;
ადგილობრივი აქტიორების ჩართულობის ზრდა, მათი იდეების განხორცილების წახალისებით.
მცირე პროექტების პროგრამა ხელს შეუწყობს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია გურიაში ტურიზმის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, დაგროვილი ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას, ისეთი უნარებისა და ცოდნის განვითარებას, რომელიც ტავის მხრივ ხელს შეუწყობს გურიის რეგიონში ტურიზმის როგორც ეკონომიკის დარგის პროგრესს.
მცირე გრანტების პროგრამის მიმართულებები
ტურისტული ინტერესის მქონე საჯარო ადგილების უსაფრთხოების, მიმზიდველობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. მაგალითად: დასუფთავების ღონისძიებები, საზოგადოებრივი ტუალეტების, გადასასვლელების, კიბეების, ჯებირების მოწყობა.
ტურისტული თვალსაზრისით საინტერესო ადგილებზე ტურისტული ნიშნების, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ან არსებული ტურისტული ღირშესანიშნაობების განვითარება. მაგალითად: ტურისტების განთავსების ადგილების, საზ. კვების ობიექტების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. კულტურული და/ან სხვა ტურიზმის ობიექტების დასათვალიერებელი ტურების, საფეხმავლო ტურების შექმნა – შეთავაზება.
ტურიზმთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება. მაგალითად: ფესტივალების, ბაზრობების, გურიის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისათვის მიმართული ღონისძიებების, ინფო ტურების, სასწავლო ტურების (არანაკლებ 5 კაციანი ჯგუფები) მოწყობა.
ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მოწყობა. ინტერნეტისა და სხვა მსგავსი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით გურიის რეგიონის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
გურიის რეგიონის ტურიზმის სფეროში დასაქმებული მოქალაქეებისთვის უნარებისა და ცოდნის ამაღლება. ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების საქმიანობის ხელშეწყობა. მაგალითად: არსებული ტურისტული სექტორის განვითარება, ადგილობრივი სოფლის პროდუქციის მომზადების პროცესის ტურისტულ პაკეტად შეკვრა და შემგომ რეალიზაციაში დახმარება.
კონკურსში მონაწილეობაზე უფლებამოსილი პირები ან ორგანიზაციები
მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობის ძირითადი პირობაა გურიაში მცხოვრები ადამიანების ან ჯგუფების თანამშრომლობა.
პროექტი „მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის” იწვევს გურიის რეგიონის თემებს ან არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირებს, კლუბებს, დარეგისტრირებულ ან საინიციატივო ჯგუფებს
მცირე გრანტები არ გაიცემა კერძო ინვესტიციებსა თუ ბიზნეს ორგანიზაციებზე.
პროექტების ხანგრძლივობა და ბიუჯეტი
პროექტების განხორციელების მინიმალური ვადაა 1 თვე და მაქსიმალური 6 თვე.
პროექტის ბიუჯეტის ქვედა ზღვარია 2000 ევრო, ხოლო ზედა ზღვარი 5 000 ევრო. სასურველია სხვა წყაროებიდან დამატებითი დაფინანსების მოძიება.
შერჩევის პროცესი
ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავებს გრანტის პოტენციურ გრანტის მიღებებისათვის (აპლიკანტი) საკონსულტაციო შეხვედრების სქემას, რათა უზრუნველყოს მათთვის პროექტების მომზადების პროცესში მაქსიმალური მხარდაჭერა.
ობიექტური და არადისკრიმინაციული შერჩევის პროცესის უზრუნველსაყოფად პროექტებს განიხილავს საგრანტო საბჭო, რომელიც შედგება პროექტის „მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის” პარტნიორებისაგან, კერძოდ: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი- ერთი წარმომადგენელი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – ერთი წარმომადგენელი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი- ერთი წარმომადგენელი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი- ერთი წარმომადგენელი, ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი – ერთი წარმომადგენელი და პროექტის დირექტორი.
საგრანტო კომისია წარუდგენს შერჩეულ პროექტებს დასამტკიცებლად პროექტის სამეთვალყურეო საბჭოს, რომელშიც შედიან გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები.
შეფასების პროცესში შესაძლოა აპლიკანტებს მოეთხოვოთ დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რაც მათ უნდა უზრუნველყონ 5 სამუშაო დღის ვადაში.
შერჩევის კრიტერიუმები
საგრანტო კომისია შეარჩევს ისეთ პროექტებს, რომლებიც შესაბამისობაში მოდის მცირე გრანტების მინიმუმ ერთ მიმართულებასთან.
პროექტები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- საპროექტო განაცხადი შესაბამისობა მცირე გრანტების პროგრამის მიმართულებებთან- 5 ქულა
- პრობლემის აღწერის მკაფიოობა და მისი აქტუალურობის დასაბუთება – 10 ქულა
- პროექტის მიზნების და ამოცანების აღწერა ნათლად და კონკრეტულად არის ჩამოყალიბებული. მიზნები მიღწევადია, გაზომვადი და დაკავშირებული მცირე გრანტების პროგრამის მიმართულებებთან – 15 ქულა
- პროექტის განხორციელების გზები რეალისტურია და პირდაპირ კავშირშია პროექტის ამოცანებთან -15 ქულა
- მოსალოდნელი შედეგები ნათლად არის წარმოდგენილი და, მიღწევადია განრიგით განსაზღვრულ დროში – 15 ქულა
- პროექტების შედეგების მდგრადობა მკაფიოდ არის დასაბუთებული-5 ქულა
- პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკები ნათლადაა გააზრებული და რისკების აცილების სტრატეგია წარმოდგენილია – 10 ქულა
- პროექტის მონიტორინგის გეგმა საშუალებას იძლევა აქტივობების განხორციელებაზე კონტროლის ადექვატურ შესაძლებლობას-10 ქულა
- ბიუჯეტი არის დეტალიზებული და ნათლად არის წარმოდგენილი თითოეული ხარჯის გაანგარიშების საფუძვლები- 10 ქულა
- ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები შეესაბამება პროექტის მიზნებსა და ამოცანებს -5 ქულა
თანხების გამოყენება:
პროექტის ფარგლებში შესაძლოა დაიფაროს შემდეგი ტიპის ხარჯები:
- ხელფასები;
- პუბლიკაციები, სატრენინგო მასალები;
- კვლევები;
- სატრანსპორტო ხარჯები;
- ცხოვრებისა და სამივლინებო თანხები;
- საკომუნიკაციო და ადმინისტრაციული ხარჯები;
- აღჭურვილობა და საქნელი;
- ტრენინგები და სემინარები;
- გურიის რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისათვის აუცილებელი მასალები;
- სხვა პირდაპირი ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია პროექტის განხორციელებასთან;
შეზღუდვები და აკრძალული ხარჯები
კონკურსის ფარგლებში არ დაფინანსდება საკანონმდებლო დოკუმენტების შექმნა. ასევე არ დაფინანსდება საერთაშორისო ტრანსპორტირებასთან, სტიპენდიებთან და კონფერენციებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები. ორგანიზაციებს არ ექნებათ უფლება განკარგონ თანხები კაპიტალური ხარჯების დასაფარად.
გამარჯვებულ ორგანიზაციას არ ექნება უფლება ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან შეთანხმების გარეშე შეიძინოს შემდეგი სახის საქონელი:
- დანაკარგი ან პოტენციური სამომავლო დავალიანებები;
- სტიპენდიები;
- მიწის ან შენობების შესყიდვა;
- ვალუტის გაცვლისას დანაკარგები;
- საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის გაცემა;
- ავტომობილები;
- აპარატურა რომლის ღირებულება აღემატება 2500 ევროს;
- ადმინისტრაციული ხარჯები, რომლებიც შეადგენს ბიუჯეტის 30% მეტს.
პროექტის შედეგების შეფასება
პროექტების განხორციელების პროცესში ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი ჩაატარებს რეგულარულ მონიტორინგს. აპლიკანტებმა მიმდინარე რეჟიმში უნდა წარმოადგინონ პროექტის განხორციელების პროგრამული და ფინანსური ანგარიშები.
აპლიკაციის გაგზავნის პროცედურა
განაცხადი წარმოდგენილ უნდა იყოს ქართულ ენაზე. წარდგენის ბოლო ვადაა 25 მაისი, 18:00 საათი. აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
საპროექტო წინადადება – 6 ამობეჭდილი ასლი;
სამუშაოთა დროის განრიგი – 6 ამობეჭდილი ასლი;
ბიუჯეტი – 6 ამობეჭდილი ასლი;
პროექტის გუნდის საკვანძო წევრთა CV-ები – 1 ამობეჭდილი ასლი;
ან ელექტრონული სახით:
საპროექტო წინადადება;
სამუშაოთა დროის განრიგი;
ბიუჯეტი;
პროექტის გუნდის საკვანძო წევრთა CV-ები;
შემდეგ ელ. ფოსტაზე: yscozurgeti@gmail.com
საკონსულტაციო შეხვედრები:
ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში 10 მაისს 13:00;
ჩოხატაურის გამგეობაში 11 მაისს 13:00;
ლანჩხუთის გამგეობაში 12 მაისს 13:00.