ტენდერი: პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიის შესაძენად/დასაყენებლად

11.01.2024

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს ტენდერს პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიის შესაძენად/დასაყენებლად.

შესავალი
1995 წელს დაარსებული სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) არის ერთ-ერთი წამყვანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც ცნობილია საქმიანობის ფარტო სპექტრით. CSI ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და ქვეყნის დემოკრატიზაციას დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის პოპულარიზაციის გზით, სამოქალაქო აქტივიზმის მხარდაჭერითა და სხვადასხვა სოციალური აქტორების ჩართულობით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის უკეთესი სამართლებრივი გარემოს შექმნით.

პროექტის შესახებ ინფორმაცია
პროექტის ფარგლებში გამართული ახალგაზრდების კონკურსს – „ეს ქვეყანა შენია“ მიზნებისთვის, ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (Civil Society Institute – CSI) აცხადებს ღია ტენდერს პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიის (Microsoft Windows 11 Pro 64Bit Eng) შესაძენად/დასაყენებლად.

აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (შემდგომში „პროექტი“) – ფარგლებში.

პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს:

1. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობა და არასახელმწიფო დაფინანსების გამრავალფეროვნება, ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია.
2. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობის წახალისება.
3. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ზედამხედველობისა და ადვოკატირების თვალსაზრისით.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

“სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.

შესყიდვის მიზანი: პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიის (Microsoft Windows 11 Pro 64Bit Eng) შესყიდვა.

შესყიდვის საგანი და მისი მახასიათებლები: 60 (სამოცი), Microsoft Windows 11 Pro 64Bit Eng შესაბამის 60 (სამოცი) ლეპტოპებზე დაყენება.

ტენდერში მონაწილეობის პროცედურა:
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა, კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:
• შემოთავაზებული პროდუქტის აღწერა;
• პროდუქტის ღირებულება (როგორც სათითაოდ, ისე ჯამურად) – (ბიუჯეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ-ს ჩათვლით);
• შესრულების/მიწოდების ვადები და პირობები.
კომპანიებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
• ამონაწერი მეწარმეთა და არამეწარმეთა (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ამასთან ამონაწერი გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 წლისა.
• საგადასახადო შედარების აქტი (დასაშვებია ელექტრონული ფორმით), რომელიც გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 დღისა.

აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით 2024 წლის 17 იანვრის ჩათვლით, შემდეგ ელ–მისამართზე: nino@civilin.org (საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 593521545).

ტენდერში მონაწილეთა განაცხადები შეფასდება და ტენდერის გამარჯვებული გამოვლინდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ფასი/ბიუჯეტი და შესრულების/მიწოდების ვადები.