სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს ადვოკატირების სპეციალისტის ვაკანსიას

20.02.2017

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს ადვოკატირების სპეციალისტის ვაკანსიას.

სამუშაოს ხასიათი: სრული განაკვეთი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაოს ზოგადი აღწერა:
ადვოკატირების სპეციალისტის ძირითადი ფუნქციაა ურთიერთობა ხელისუფლების ორგანოებთან, იგი ახორციელებს სამართალშემოქმედებით კვლევით საქმიანობას საქართველოს ნორმატიულ აქტების შესახებ, შეისწავლის შესაბამის საერთაშორისო საკანონმდებლო პრაქტიკას და ამზადებს წერილობით შედარებით ანალიზს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის თანამშრომლებთან, შესაბამის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავებს საკანონმდებლო ცვლილებებს, ამზადებს კანონპროექტებს, უკავშირდება და ურთიერთობას ამყარებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირდება ლობისტად და ლობირებას უწევს ყველა იმ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელსაც შეიმუშავებს სამოქალაქო საზოგადოების ინტიტუტი, ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინტიტუტის დირექტორის შესაბამის დირექტივებს.

ძირითადი მოვალეობები:

  • ორგანიზაციის ინტერესის სფეროს მიკუთვნებული ნორმატიული ბაზის შესწავლა და ანალიზი;
  • ნორმატიული დოკუმენტების პროექტების მომზადება;
  • თანამშრომლობა ყველა იმ სახელმწიფო ორგანოსთან და საჯარო მოხელესთან, რომელთა ჩართულობა საჭიროა კონკრეტული სამართალშემოქმედებითი
  • საქმიანობის განხორციელების პროცესში, ასევე შესაბამის პირებთან საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების ორგანიზება;
  • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლობისტად რეგისტრირება და ლობისტური საქმიანობის განხორციელება;
  • შექმნილი ნორმატიული აქტების პროექტების განხილვებში მონაწილეობა (მათ შორის საპარლამენტო კომიტეტებში) და შემუშავებული პოზიციების დაცვა.

კვალიფიკაცია და უნარები

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული);
  • სპეციალობით მინიმუმ ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი და გამოცდილება;
  • სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის უნარი და გამოცდილება;
  • კანონმდებლობის კვლევის უნარი და გამოცდილება;
  • სამართალშემოქმედებითი საქმიანობის წარმართვის უნარი და გამოცდილება;
  • ნორმატიული აქტების პროექტების შექმნის უნარი და გამოცდილება;
  • კონსტიტუციური, ადმინისტრაციული, საგადასახადო და სამოქალაქო სამართლის ცოდნა;
  • ა(ა)იპ-ების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გამოგზავნოს:

  • რეზიუმე/CV;
  • სამოტივაციო წერილი – მასში უნდა დაასაბუთოთ თქვენი კონკურენტური უპირატესობა. უნდა დაგვანახოთ თუ რატომ უნდა შევაჩეროთ არჩევანი თქვენზე, ასევე მიუთითეთ ორი რეკომენდატორი.

ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.

მონაცემები გამოგზავნეთ შემდეგ ელ–მისამართზე: vazha@civilin.org

წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „ადვოკატირების სპეციალისტი“.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 მარტი, 18:00 სთ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • არ გამოგზავნოთ სხვა კონკურსებისთვის დაწერილი, გადაკეთებული სამოტივაციო წერილები;
  • თუ კანდიდატი არ აკმაყოფილებს ყველა საკვალიფიკაციო მოთხოვნას და მისი სამოტივაციო წერილი არ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს – მოიხსნება კონკურსიდან;
  • ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ კანდიდატებს;
  • ინტერვიუზე დაგვიანებით მოსული კანდიდატი, ასევე კანდიდატი, რომელიც ზემოთ მითითებული სამართლის სფეროებიდან დასმულ კითხვაზე უპასუხებს, რომ „წაიკითხავს და ეცოდინება“ – ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.

გთხოვთ გაუფრთხილდით ჩვენს და თქვენს დროს და ენერგიას.