სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს ტენდერს ონლაინ ვიდეო ლექციების ტიტრების მომზადებასა და განთავსებაზე.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი 2014 წლიდან ახორციელებს დისტანციურ სწავლებას. დისტანციური სწავლებისთვის შემუშავებულია ვებ პორტალი www.e-learning.ge სადაც განთავსებულია ონლაინ კურსები და ხორციელდება დისტანციური სწავლება.
შესყიდვის საგანი:
ვიდეო ლექციებისთვის ტიტრების მომზადება და განთავსება
სამუშაო დავალება:
6 თვიანი თანამშრომლობის ფარგლებში, სამუშაო დავალება მოიცავს ქართული ვიდეო ლექციების ტიტრების მომზადებას და აზერბაიჯანულად ნათარგმნი ტიტრების განთავსებას. (თარგმნის მომსახურება არ შედის აღნიშნულ ტენდერში).
კონკრეტული მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
მომსახურების ფარგლებში, შერჩეულმა პირმა პროექტის გუნდთან თანამშრომლობით უნდა:
- მოამზადოს ქართული ვიდეო ლექციების ტიტრები;
- აზერბაიჯანულად თარგმნილი ტიტრები განათავსოს ვიდეოებზე.
ვის შეუძლია ტენდერში მონაწილეობა?
შესაბამისი გამოცდილების მქონე:
- ფიზიკურ პირს;
- იურიდიულ პირს;
- საინიციატივო ჯგუფს;
კრიტერიუმები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:
- მსგავსი მომსახურების გაწევის გამოცდილება;
ტენდერში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ:
- მსგავსი მიმართულებით გამოცდილების ამსახველი მასალა (პორტფოლიო, ვიდეოს ლინკი და რეზიუმე);
- მომსახურების ღირებულება (ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ-ს გარეშე, ბიუჯეტი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას 30 წუთიანი ვიდეოს ტიტრების მომზადების ღირებულების შესახებ);
ტენდერში მონაწილეობის პროცედურა
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, საჭირო დოკუმენტები (პორტფოლიო, შესრულებული ვიდეოს ბმულები), ბიუჯეტი და შესრულების ვადები.
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით 2023 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელ–მისამართზე: tamar@civilin.org
შერჩეული კანდიდატები შეფასდებიან გამოცდილებისა და მომსახურების ღირებულების გათვალისწინებით.
საკონკურსო განაცხადებს განიხილავს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ კანდიდატებს.
დამატებითი კითხვებისთვის გთხოვთ მიმართოთ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დისტანციური სწავლების კოორდინატორს თათა ბოჭორიშვილს, tamar@civilin.org 598 74 35 12
პროექტის შესახებ
ტენდერი ცხადდება პროექტის – „ადგილობრივ თვითმმართველობებში სამოქალაქო ჩართულობის და მონაწილეობითი მმართველობის უნარების გაძლიერების“ – ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა.
პროექტის მიზანია ადგილობრივ დონეზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობითი მმართველობის გაუმჯობესების ხელშეწყობა ბათუმში, ჩოხატაურში, დმანისსა და მარნეულში.
პროექტის ძირითადი ამოცანები:
- სამიზნე მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი მექანიზმების გაუმჯობესების ხელშეწყობა, შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება–დანერგვა;
- მოქალაქეთა მონაწილეობის ინოვაციური მექანიზმების მოძიება და დანერგვის ხელშეწყობა;
- მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის შეფასების მეთოდოლოგიის დანერგვა;
- თვითმმართველობის წარმომადგენლების შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა;
- სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ინფორმირება და ცნობადობის გაზრდა ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი მექანიზმების შესახებ. გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათი მონაწილეობის წახალისება.
- მიზნის მისაღწევად წარიმართება საინფორმაციო კამპანია, საგანმანათლებლო აქტივობები, შეიქმნება თემატური სახელმძღვანელოები.
USAID – ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა წარმოადგენს ხუთწლიან ინიციატივას, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება საქართველოში. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას და ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. პროგრამა მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების, ინკლუზიური და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების კუთხით და დახმარებას უწევს, ცენტრალურ ინსტიტუტებს დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში.
პროგრამის გვერდი სოციალურ მედიაში: USAID Local Governance Program • ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა