სატენდერო განცხადებები

06.06.2023

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (www.civilin.org) აცხადებს ტენდერს სხვადასხვა მომსახურებაზე (დეტალები მითითებულია შესაბამისი ლოტების ფარგლებში).

ტენდერი ცხადდება პროექტის „ადგილობრივ თვითმმართველობებში სამოქალაქო ჩართულობის და მონაწილეობითი მმართველობის უნარების გაძლიერების“ ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა. პროექტის მიზანია ადგილობრივ დონეზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობითი მმართველობის გაუმჯობესების ხელშეწყობა ბათუმში, ჩოხატაურში, დმანისსა და მარნეულში.

პროექტის ძირითადი ამოცანები:

  • სამიზნე მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი მექანიზმების გაუმჯობესების ხელშეწყობა, შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება–დანერგვა;
  • მოქალაქეთა მონაწილეობის ინოვაციური მექანიზმების მოძიება და დანერგვის ხელშეწყობა;
  • მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის შეფასების მეთოდოლოგიის დანერგვა;
  • თვითმმართველობის წარმომადგენლების შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა;
  • სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ინფორმირება და ცნობადობის გაზრდა ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი მექანიზმების შესახებ. გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათი მონაწილეობის წახალისება.
  • მიზნის მისაღწევად წარიმართება საინფორმაციო კამპანია, საგანმანათლებლო აქტივობები, შეიქმნება თემატური სახელმძღვანელოები.

USAID – ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა წარმოადგენს ხუთწლიან ინიციატივას, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება საქართველოში. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას და ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. პროგრამა მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების, ინკლუზიური და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების კუთხით და დახმარებას უწევს, ცენტრალურ ინსტიტუტებს დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში. პროგრამის გვერდი სოციალურ მედიაში …

საინფორმაციო კამპანია
პროექტის მნიშვნელოვანი მიმართულებაა საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია მონაწილეობითი დემოკრატიის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე საზოგადოების ინფორმირება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის წახალისება. კამპანიის ხანგრძლივობა – 10 თვე.

ლოტი 1
შესყიდვის საგანი: საინფორმაციო კამპანიის კონცეფციის შემუშავება.

სამუშაო დავალება: საინფორმაციო კამპანიის კონცეფცია მოიცავს კამპანიის ეფექტური სახელის და სლოგანის შექმნას, სამიზნე აუდიტორის განსაზღვრას, შესაბამისი საკომუნიკაციო სტრატეგიის და გეგმის მომზადებას.

კონკრეტული მოვალეობები და პასუხისმგებლობები: მომსახურების ფარგლებში, შერჩეულმა პირმა პროექტის გუნდთან თანამშრომლობით უნდა:
• შეიმუშაოს საინფორმაციო საკომუნიკაციო კონცეფცია;
• მოიფიქროს სახელი;
• მოიფიქროს სლოგანი;
• განსაზღვროს სამიზნე აუდიტორია;
• განსაზღვროს სამიზნე აუდიტორიაზე გათვლილი ძირითადი მესიჯები/გზავნილები;
• მოამზადოს საკომუნიკაციო გეგმა;
• განსაზღვროს საკომუნიკაციო პლატფორმები/არხები;
• განსაზღვროს საინფორმაციო კამპანიის ძირითადი მიზნები და შესრულების შეფასების ინდიკატორები;
• განსაზღვროს შედეგების შეფასების/მონიტორინგის მეთოდოლოგია.

ვის შეუძლია ტენდერში მონაწილეობა?
შესაბამისი გამოცდილების მქონე:
• ფიზიკურ პირს;
• იურიდიულ პირს;
• საინიციატივო ჯგუფს.

კრიტერიუმები

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:
• მსგავსი თემატიკის საკომუნიკაციო კონცეფციაზე და სტრატეგიაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
• უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, ვისაც აქვს მონაწილეობითი მექანიზმების დანერგვის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.

ტენდერში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ:
• მსგავსი მიმართულებით გამოცდილების ამსახველი მასალა;
• შემსრულებლის/საინიციატივო ჯგუფის პორტფოლიო და გამოცდილება;
• ბიუჯეტი და შესრულების ვადები (ბიუჯეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში , დღგ-ს გარეშე, ბიუჯეტი უნდა მოიცავდეს ერთეულის ფასს, თითოეული პროდუქტის მიხედვით და ასევე მთლიან ღირებულებას).

ლოტი 2
შესყიდვის საგანი: კამპანიის ფარგლებში გრაფიკული დიზაინი

სამუშაო დავალება: საინფორმაციო კამპანიის კონცეფციის გათვალისწინებით:
• საინფორმაციო კამპანიის ლოგოს დამზადება;
• ფეისბუქისთვის და ვებ-გვერდისთვის მულტიმედიური ფორმატის დიზაინების შექმნა, მათ შორის, ბანერი, ფოტო დიზაინი, ვიდეო კანვის პროგრამით (მინიმალური რაოდენობა: 70);
• სარეკლამო მასალების ბრენდირება(მაისური, ჰუდი, ჩანთა, კალამი, ბლოკნოტი, ბროშურა, სტიკერი);
• საგანმანათლებლო პლატფორმის www.e-learning.ge-ის ლოგოს და სერტიფიკატის დიზაინის შექმნა.

ვის შეუძლია ტენდერში მონაწილეობა?
შესაბამისი გამოცდილების მქონე:
• ფიზიკურ პირს;
• იურიდიულ პირს;
• საინიციატივო ჯგუფს.

კრიტერიუმები

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:

• გრაფიკული დიზაინის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
• უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, ვისაც აქვს მონაწილეობითი მექანიზმების დანერგვის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.
• უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, ვისაც გამოცდილება აქვს მსგავსი კამპანიების და პროექტების მიმართულებით მუშაობაში

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წარმოადგინოთ:
• გამოცდილების აღწერა.
• შემსრულებლის ან სამუშაო ჯგუფის წევრების რეზიუმეები და პორტფოლიო (მინიმუმ ორი ნიმუში თითოეული პროდუქტისთვის);
• ბიუჯეტი და სამუშაოს განხორციელების ვადები (ბიუჯეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ-ს გარეშე. ბიუჯეტი უნდა მოიცავდეს ერთეულის ფასს, თითოეული პროდუქტის მიხედვით და ასევე მთლიან ღირებულებას).

შენიშვნა: ტენდერის ფარგლებში შექმნილი ნებისმიერი სარეკლამო მასალა უნდა ითვალისწინებდეს USAID -ის ვიზუალური ატრიბუტების გამოყენების წესებს

ლოტი 3
შესყიდვის საგანი: ვებ-გვერდის დამზადება.

სამუშაო დავალება: პროექტის ვიზუალური იდენტობის გათვალისწინებით ვებ-გვერდის დამზადება.

კონკრეტული მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
ტენდერის ფარგლებში შესასრულებელ მომსახურებაში შედის:
• ვებ-გვერდისთვის კონცეფციის შექმნა;
• ვებ-გვერდის დიზაინის შემუშავება(UI/UX);
• front end & back end დეველოპმენტი;
• ვებ-გვერდის სამართავი პანელის შემუშავება;
• ვებ-გვერდის ოპტიმიზაცია SEO სტანდარტების მიხედვით;
• ვებ-გვერდზე პირველადი კონტენტის განთავსება და ტესტირება;
• ხარვეზების გასწორება და საბოლოო ვერსიის გაშვება.
• 6 თვის განმავლობაში, შესაძლო, ხარვეზების გამოსწორების უზრუნველყოფა.

დამზადებული ვებ-გვერდი:
• თავსებადი უნდა იყოს ყველა ელექტრონულ მოწყობილობაზე (კომპიუტერი, პლანშეტი, მობილური);
• თავსებადი უნდა იყოს ყველა ბრაუზერთან;
• ვებ–გვერდზე უნდა განთავსდეს Google analytics, სასურველია PDF ფაილების დათვლის შესაძლებლობაც;
• უნდა მოხდეს სოციალურ ქსელებთან ინტეგრაცია.

ტენდერის ფარგლებში დამზადებული ვებ-გვერდი უნდა მოიცავდეს შედეგ ბლოკებს:

  • მთავარი გვერდი
  • სიახლეები (პირველ გვერდზე განთავსდება თარიღი, სათაური, ფოტო, მოკლე ტექსტი და
    ღილაკი „ვრცლად“. ღილაკზე დაჭერით მომხმარებელი გადავა სრულ ინფორმაციაზე. ინფორმაციის სოციალურ ქსელებში გაზიარების შესაძლებლობა);
  • გამოცემები (განთავსდება გამოცემის ყდა, pdf ფაილი, სათაური, მოკლე აღწერა, გამოცემით
    თარიღი);
  • ვიდეო რესურსები (Yutube ის Embed ვიდეოები);
  • ჩვენ შესახებ/პროექტის შესახებ;
  • კონტაქტი (ცალკე გვერდი ან Footer);
  • ელ-ბიულეტენი (გავრცელდება ელ–ფოსტის საშუალებით, ელ–ბიულეტენის დიზაინი თავსებადი უნდა იყოს ვებ–გვერდის დიზაინთან, ელ–ბიულეტენის არქივი უნდა განთავსდეს ვებ–გვერდზე, ვებ–გვერდიდან ბიულეტენის გამოწერის შესაძლებლობა, ინტეგრაცია https://mailchimp.com )
  • ვებ–გვერდის საძიებო სისტემა;
  • სასარგებლო ინფორმაცია/ბმულები.

ვის შეუძლია ტენდერში მონაწილეობა?
შესაბამისი გამოცდილების მქონე:
• ფიზიკურ პირს;
• იურიდიულ პირს;
• საინიციატივო ჯგუფს.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი შემდეგი კრიტერიუმის დაკმაყოფილება:
• ვებ-დეველოპმენტის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:
• გამოცდილების აღწერა, რომელიც უნდა მოიცავდეს შემსრულებლის ან სამუშაო ჯგუფის წევრების რეზიუმეებს და პორტფოლიოს (კანდიდატის მიერ დამზადებული მინიმუმ 5 ვებ-გვერდის ნიმუში);
• ბიუჯეტი და სამუშაოს განხორციელების ვადები (ბიუჯეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ-ს გარეშე).
შენიშვნა: ტენდერის ფარგლებში შექმნილი ნებისმიერი სარეკლამო მასალა უნდა ითვალისწინებდეს USAID -ის ვიზუალური ატრიბუტების გამოყენების წესებს

ტენდერში მონაწილეობის პროცედურა

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ სატენდერო წინადადება სამივე ლოტზე ერთ პაკეტში, ან ერთ-ერთ ლოტზე.
ერთიანი პაკეტის შემთხვევაში ბიუჯეტი გაწერილი უნდა იყოს ცალ–ცალკე, ლოტების მიხედვით.

საჭირო დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით 2023 წლის 14 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელ–მისამართზე: natia@civilin.org

შეფასების კრიტერიუმები:
გამოცდილება 60 %
ბიუჯეტი 40 %

საკონკურსო განაცხადებს განიხილავს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გთხოვთ, დამატებითი კითხვებისთვის მიმართოთ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის პროექტის მენეჯერს: ნათია აფხაზავას, natia@civilin.org ტელ: 599 777 185